„ქართული ოცნება“ მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია” – გიორგი გახარია

„ქართული ოცნება“ მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია , – ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ განუცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის საბოლოო მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

„ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევძლოთ არა პოლარიზებით, არამედ შინაარსობრივი დისკუსიით ახალ პარლამენტში, რომელიც სრულად ახალი საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, რომ ეს ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, დემოკრატიული, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყოს უფრო ახლოს, მიღწევადი. ჩვენი საბოლოო მიზანია ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, სამართლიანი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ყველა მომდევნო საარჩევნო ციკლი უნდა იყოს ამისთვის მომზადება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები