,,ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა”- ვიქტორ ჯაფარიძე

,,ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, ”მთავარ არხს” განუცხადა.

მისი თქმით, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

,,ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა. თქვენ ნუ მასწავლით მე როგორ უნდა მოვიქცე. თუ რაიმე პრეტენზია აქვს მიმართოს სასამართლოს. არ არის მისაღები, როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

მსგავსი თემები