„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს“ – გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, ანგარიშის თანახმად, რომ ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს წერტილი დაესვა.

გიორგი ვოლსკი: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს.

“საქართველოს ბიზნეს გარემო გახსნილი, გამჭირვალე და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებისთვის” – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები