“მინდა, დამსაქმებლებს მოვუწოდო, მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ, იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე” – გიორგი გახარია

მინდა, დამსაქმებლებს მოვუწოდო, მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და თითოეულ თანამშრომელზე იზრუნონ, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის მართვის და რისკების შემცირების კუთხით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესი მაგალითი უნდა იყოს, როგორც აქამდე. გახარიას განცხადებით, ეს მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი, ვისაც ქვეყნის ხვალინდელი დღე აწუხებს. „სახელმწიფოს მხრიდან კონტროლიიქნება გამკაცრებული, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მთავრობის მიერაა დაწესებული, სრულად იყოს შესრულებული. საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ…

მეტი...

აჭარის რამდენიმე საჯარო სამსახურში ეპიდემიოლოგების მობილიზებაა

დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 27  აჭარას უკავშირდება. რეგიონის რამდენიმე საჯარო სამსახურში ეპიდემიოლოგების მობილიზებაა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ  ხოფას ბაზრობაზე ვირუსის გავრცელების ჯგუფი გაიზარდა. ტერიტორიაზე ისევ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით საქმიანობის გაგრძელება აკრძალულია. 

მეტი...

“საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება. განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დღეს მედია არ ესწრებოდა. პრემიერის თქმით, მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია. “დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, იმიტომ, რომ სრულად ვმართავთ სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები. ამ…

მეტი...

“ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა” – გიორგი გახარია

ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახელებ რომელ რესტორანში, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამის გამო მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომ მსგავს რიტუალურ ღონისძიებებში 10-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობა აიკრძალოს. „რაც შეეხება რიტუალურ ღონისძიებებს, სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანებაც მოჰყვეს, მაგრამ საგულისხმო მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი…

მეტი...

გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე „112“-ს მიმართონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს თვითმონიტორინგის ხარისხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე „112“-ს უნდა მიმართონ. მისივე თქმით, ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები, რათა მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება საჭირო არ გახდეს. „ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააძლიეროს თვითმონიტორინგის ხარისხი. როგორც კი ჩვენ პირველად სიმპტომებს ვიგრძნობთ, პირველ რიგში უნდა ავკრიფოთ „112“, მივმართოთ ექიმს და გარწმუნებთ, ამის შემდეგ პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის სისტემა გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ყოველდღიური ელემენტარული წესები, პირბადის ტარება, დისტანცია, ის ნორმებია, რომლებიც სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება და როგორც…

მეტი...

“ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ აშშ – თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ” – არჩილ თალაკვაძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან და ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. რეფორმები, რომელიც გავატარეთ იყო სწორი და შედეგიანი. გლობალური პანდემია რთული გამოწვევაა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას. “ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის…

მეტი...

57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება, 8 პაციენტის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 25 შემთხვევის წყარო კი აჭარის რეგიონია. “5-ის წყარო არის “დონა”, 14 პაციენტის წყარო არის ბათუმი, 18 პაციენტის წყარო გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. 4 პაციენტის წყარო არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია. 3 პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 8 პაციენტზე კი გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის შვიდი ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შვიდ პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ განაცხადა. ნემსიწვერიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ ინფიცირებულ მოქალაქეებს. საქართველოში დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 57-ით გაიზარდა და 1830-ს შეადგენს. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განახლდა. მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი და 1334-ს შეადგენს. კორონავირუსით ქვეყანაში 19 ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...

„ქართული ოცნების“ სიის პირველ ოცეულში იქნებიან ახალი სახეებიც” – გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან, როგორც ძველი, ასევე – ახალი სახეები. მისივე თქმით, სიის პირველ ოცეულში, რომლის პრეზენტაციას დღეს გაიმართება, იქნებიან ქალი კანდიდატებიც. „ცხადია, ახლა კონკრეტულ სახელებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემადგენლობაში იქნებიან: გამოცდილი პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები, „ქართული ოცნების“ ლიდერები. ასევე იქნებიან ახალი სახეები, ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, აქამდე პოლიტიკასთან არ ჰქონიათ შეხება, თუმცა დღეს ისინი ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ და ერთად ვიბრძოლებთ ამ არჩევნებში. რაც შეეხება კრიტერიუმებს ბუნებრივია, ეს არის გამოცდილება, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, საქმისადმი პასუხისმგებლობა.…

მეტი...

იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა იკრძალება

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა 10 სექტემბრიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც”, – განაცხადა მეზვრიშვილმა. ინფორმაციისთვის, თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების…

მეტი...

არასტანდარტული ვაშლი 0,22 ლარად – მოსავლის ჩაბარების პროცესი საზღვრისპირა რეგიონში (ვიდეო)

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტში ფერმერებისგან არასტანდარტული ვაშლის მოსავლის ჩაბარების პროცესი აქტიურად გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, გადამამუშავებულია 260 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. რაც შეეხება სუბსიდირებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3 მლნ ლარი. გადამამუშავებელი კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიას – 0,10 ლარს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ თუ ფერმერს მინიმუმ 0,22 ლარს გადაუხდიან. როგორ მიდის ფერმერებისა და მოსავლის ჩამბარებელი კომპანიების თანამშრომლობა, „მედიაცენტრი მთავარი“ ადგილზე, საზღრისპირა სოფელ ტყვიავში გაეცნო.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ტესტი 73 ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 53 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე სულ “კოვიდ -19”-ის 557 შემთხვევა დაფიქსირდა. 158 გამოჯანმრთელდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...