“რუსეთში უცვლელად გამოდიან საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეგობრული ურთიერთობების მხარდაჭერით” – სერგეი ლავროვი

დიალოგის აღდგენის ირიბი შეთავაზება კრემლისგან – საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი პირდაპირი ფრენებიდან 13 თვის შემდეგაც, რუსეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც 2019 წლის ივლისში თავად დააწესეს.

ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გამარტივების სურვილს ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფიქსირებს. სერგეი ლავროვი გაზეთ “ტრუდთან” ინტერვიუში საუბრობს პოლიტიკური დიალოგის კარასინი-აბაშიძის ფორმატის აღდგენაზეც, რომლის წინაპირობაც რუსი დიპლომატის თქმით, გაუმჯობესებული ეპიდვითარება უნდა გახდეს.

ახალი გზავნილში კრემლი ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” ინიცირებულ კურსს 2012 წელს, რომ გადაიდგას ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა ამ ფონზე საქართველოს, როგორც პარტნიორს კრემლი მიზნებს უწუნებს.

“ბოლო 12 წელია რუსეთი და საქართველო ურთიერთქმედებენ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში. თბილისის ინიციატივით და მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორცილებული სამხრეთოსური ავანტიურის შედეგად. ამის მიუხედავად რუსეთში უცვლელად გამოდიან საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეგობრული ურთიერთობების მხარდაჭერით. რადგან სჯერათ, რომ ამაშია სწორედ ორივე ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესი. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ 2012 წელს ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს. ჩვენი ქართველი პარტნიორები კი კონიუქტურული მიზნებით პერიოდულად ათამაშებენ ანტირუსულ კარტს. ამ მხრივ თანმიმდევრულობის დანაკლისი სახეზეა.

სამწუხაროდ დადებით დინამიკას ხაზი გადაუსვა 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენებმა თბილისში, როდესაც ქართველი ნაციონალ-რადიკალების პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა დროებით შეზღუდა საქართველოსთან სამგზავრო ავიაგადაზიდვები. მინდა, იმედი მქონდეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ პანდემიის გამო შეჩერებული პოლიტიკური დიალოგი არსებულ ფორმატებში მალე აღდგება,” – აცხადებს სერგეი ლავროვი. 

მსგავსი თემები