ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

COVID-19 ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, შემთხვევა არ უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.

საოჯახო სასტუმროში მყოფი დამსვენებლები და ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ასეთი სულ 18 პირია, მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები