“საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა” – ადვოკატი

“საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა” , – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს.

ადვოკატის თქმით, ის სიამოვნებით გაასაჯაროვებდა მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.

„მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცვლმა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე. როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რა თქმა უნდა, მაქვს დიდი იმედი, მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული.. ვიცი, არსებობს მედიის დიდი ინტერესიც და არაერთი ვერსიის მოსმენა მოუწევს საზოგადობას. თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მარტივად გაერკვევა სასამართლო საქმის მასალებში და დაადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას. ვიღაც იტყვის ალბათ, ადვოკატი აბა რას დაწერდა სხვასო, თუმცა, შემეძლო საერთოდ არც არაფერი დამეწერა, ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა ამ პოსტის დაწერა, ეს არის ამ საქმის შიინარსი! სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“, – წერს ჭკადუა „ფეისბუკზე.

მსგავსი თემები