ნიკოლოზ ბასილაშვილი უახლოეს საათებში განცხადებას გაავრცელებს

  •  

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ადვოკატი უახლოეს საათებში განცხადებას გაავრცელებენ.

როგორც ცნობილია, ჩოგბურთელი 100 ათას-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. ადვოკატის ინფორმაციით, თანხის გადახდა ამ წუთებში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბასილაშვილი საპატიმროს დატოვებს.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

მსგავსი თემები