“გამორიცხული არაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისზე უფრო ადრე აღდგეს” – მთავრობის ადმინისტრაცია

შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, მათი ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, უფრო ადრე მოიხსნას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.

„დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, უფრო ადრე მოიხსნას.

ისევე, როგორც ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაზე ადრე იყო მიღებული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დარჩენილი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რის შემდეგაც დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები