„ისინი, ვინც ჩინეთისგან კორონავირუსის გამო კომპენსაციას ელოდება, ოცნებობენ“, – ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ გააკეთა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის 84,084 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 4,638 ლეტალურად დასრულდა.