“ჯერ შორს ვართ, რომ COVID19-ის პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს” – მაია ბუწაშვილი

  •  

ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ COVID19-ის პანდემიას დასრულებაზე საუბარი ადრეა.

მისი თქმით, პანდემია მაშინ დასრულდება, როცა სრულად კონტროლირებადი გახდება.

„პანდემიის გამოცხადება ხდება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. მაგალითად H1N1-ის პანდემია ერთ წელი იყო და შემდეგ ჯანმო-ს მიერ გამოცხადდა დასრულებულად. პანდემია ცხადდება მაშინ, როცა დაავადება ბევრ ქვეყანაშია და სხვადასხვა კონტინენტზე. პანდემია დასრულებულად გამოცხადდება მაშინ, როცა სრულად კონტროლირებადი იქნება. კერძოდ, როცა შემთხვევების რაოდენობა ერთეული იქნება და ახალი ცხელი კერები აღარ წარმოიქმნება. დღეს კორონავირუსი ბევრ ქვეყანაში აღმავლობის რეჟიმშია. ჯერ შორს ვართ, რომ პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს. ჯერჯერობით მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემია კონტროლირებადია, მაგრამ როცა ეს ქვეყნები საზღვრებს გახსნიან, ვირუსის ახალი ტალღების და გავრცელების რისკი ისევ იარსებებს“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

მსგავსი თემები