“მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

  •  

„გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია”, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა. 

ნეკა დოროყაშვილის თქმით, მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა სისტემატურად ხდებოდა.

„გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია. ჩემი ბავშვის თანდასწრებით მოხდა ეს, ძლივს გადავარჩინე მისი სიცოცხლე. ​აღმენიშნება დაზიანებები, ექსპერტიზა ჩატარდა და კიდევ არის დაგეგმილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ფოტომასალაა ასევე. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. უბრალოდ მეგონა, რომ დაშორების შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა. ვუფრთხილდებოდი ოჯახს, საქართველოა და ვუფრთხილდებოდი ოჯახის სტატუსს. დაშორების შემდეგ ამ ყველაფერმა ასეთი ხასიათი მიიღო და ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ მე და ჩემი შვილი ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით. იქით ჩემი მამამთილის და ქმრის მხრიდან, აქეთ ჩემი დედამთილის მხრიდან, მე უბრალოდ უცხო პირმა გადამარჩინა, უცხო მანქანას ჩავუჯექი“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა. 

მსგავსი თემები