პარლამენტთან დაკავებული 5 პირი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

გუშინ ღამით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბექა კოკაია, ზუკა ბერძენიშვილი, ლაშა ბურდული, ზურაბ მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ, მათი პროცესი 6 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით “თბილსერვისის” თანამშრომლებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღეს და მათ ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დადგეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის ნაწილმა კი კარვების აღება გააპროტესტეს. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. შედეგად, პოლიციამ გუშინ ადმინისტრაციული წესით 10 პირი დააკავა, მათ შორის: ბექა ბასილაია, ზურაბ ნადირაძე, ზურაბ მჟავანაძე, ლაშა ბურდული, ზურაბ ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, გიორგი შოთაძე,რომეო ფარულავა, ნოდარ რუხაძე, გიორგი მუმლაძე. თბილისის…

მეტი...

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს. ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, საქართველოში თურქი ექიმები იმყოფებოდნენ, რომლებმაც გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს და თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და სხვადასხვა სახის გამოკვლევა უტარდება. შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიმართვა დევნილ მოსახლეობას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს: “ახალი წლის, შობის მოახლოება ადამიანებში თავისთავად ბადებს ისეთ ემოციას, რომელიც პირველ რიგში უშუალოდ ოჯახურ სითბოს, მშობლიურ გარემოს  ითხოვს; აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ქართველობა კი არა ერთი ათეული წელია ამ განცდას, ამ მტკივნეულ, მოუშუშებელ შინაგან მოთხოვნილებას ვებრძვით, არ გვეთმობა იგი, მაგრამ მოთმინებით, იმედით, მოქალაქეობრივი შეგნებით,   საქართველოს გაერთიანების რწმენით ვითვლით წლებს, ვემსახურებით ქვეყანას, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მივიღოთ ღირებული მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში, ვახერხებთ არ დავყაროთ ფარხმალი, შეძლებისდაგვარად ავუწყოთ ფეხი  თანამედროვეობის მოთხოვნილებებს, მუხლჩაუხრელი შრომით, სწავლით აღვზარდოთ შვილები, მივცეთ მათ სათანადო განათლება და  ველით იმ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა და გათავისუფლება პირადად მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ექიმსა და მის ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ციხიდან თქვენს გათავისუფლებას. ამ ფაქტმა მომავლის იმედი გაგვიჩინა“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს. შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.

მეტი...

სტადიონებზე ხვალიდან თამბაქოს მოწევა იკრძალება

სტადიონებზე პირველი იანვრიდან თამბაქოს მოწევა იკრძალება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, განმეორების შემთხვევაში კი, 200 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციის შესრულების მონიტორინგი სტადიონების ადმინისტრაციებს დაევალება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, ფიზიკურ პირთან ერთად 500 ლარით თავადაც დაჯარიმდება. ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევის განმეორებაზე სანქცია 1000 ლარია, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე 2000 ლარს მიაღწევს. „თუკი ადმინისტრაციამ ყველა ზომას მიმართა და ვერ მოახერხა მოწევის ფაქტის აღკვეთა, ამ შემთხვევაში მან უნდა გამოუძახოს საპოლიციო ძალას და დაჯარიმდება მხოლოდ ფიზიკური…

მეტი...

პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და მოჭიდავეებთან ერთად მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად მიიღო. შეხვედრის ამსახველ ფოტოს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ავრცელებს. ფოტოზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან ერთად ჩანან საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე. შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 49 დღის განმავლობაში ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდა და ის 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, მის გათავისუფლებაში გარკვეული როლი ქართველი და ოსი მოჭიდავეების კავშირებმაც ითამაშა.

მეტი...

„მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც დიპლომატები მხოლოდ მშვიდობის ხიდების მშენებლობაზე იზრუნებენ“- ზალკალიანი

„ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ბედნიერ ქვეყანაში ეცხოვროთ, სადაც არ გაიტაცებენ ადამიანებს, სადაც არ იქნება ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები, სადაც ექიმებს ექნებათ საშუალება საკუთარი საქმიანობით დაკავდნენ, სადაც ხელოვანებს ექნებათ საშუალება, რომ ჩვენ გაგვახარონ და დიპლომატებიც იქნებიან მხოლოდ სამშვიდობო ხიდების მშენებლობით დაკავებული, ასეთ ქვეყანაზე ვოცნებობ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს შვილებს ექნებათ ასეთი მომავალი“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ქართველ დიპლომატებთან. თავის მიმართვაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა დიპლომატების მნიშვნელოვან როლს საქართველოს ყველა იმ შედეგში რომელიც 2019 წელს იქნა მიღწეული…

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ 2019 წელი ვიდეომიმართით შაფასა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და 2019 წელს აჯამებს.  არჩილ თალაკვაძემ იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომლებიც პარლამენტმა და ხელისუფლებამ 2019 წლის განმავლობაში განახორციელა. პარლამენტის თავმჯდომარემ 2019 წელს მიღებულ რამდენიმე კანონზე ხაზგასმით ისაუბრა, მათ შორის არის ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაში 2020 წლის 1 ივნისს შევა. ასევე კანონი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და სხვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2020 წლიდან გაიზრდება პენსიები, ხელფასები ეზრდებათ ექიმებს, პედაგოგებს, ბაღების აღმზრდელებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს. “შევეცდები ძალიან მოკლედ ჩაგაბაროთ ანგარიში, თუ რა სამუშაო შეასრულა საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს და რა…

მეტი...

“ასეთ ერთიანობას და მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი” – ვაჟა გაფრინდაშვილი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა და უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება პირადად მიულოცა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული ექიმის უსაფრთხოება. მინისტრმა თქმით, საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა ეს შედეგი დამდგარიყო. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაჟა ექიმთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. “ვაჟა ექიმმა გაგვიზიარა იქ ყოფნის ეპიზოდები, რომელიც ნამდვილად ძალიან რთული იყო. ექიმი გვიყვებოდა, რომ იქ ყოფნის მანძილზეც ეხმარებოდა, ვისაც სჭირდებოდა დახმარება,” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ყველას…

მეტი...

პირველი რესპუბლიკის მოედანთან დღეს ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

სადღესასწაულო ღონისძიების გამო, 22:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს: “თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!” – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

თბილისში სამი ამბულატორია 24 საათიან რეჟიმზე იმუშავებს

სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისში სამი ამბულატორია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. დაწესებულებებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. სასწრაფო დახმარების ცენტრი კი მოუწოდებს მოსახლეობას, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

მეტი...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. „ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ტრადიცია და ყველანი ერთად უნდა მოვიდეთ თერთმეტ საათზე, იმისთვის, რომ ერთად შევხვდეთ ახალ წელს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე თქვენ გელოდებათ 28 ნომრისგან შედგენილი გრანდიოზული შოუ, სადაც შესრულდება ყველა ის საყვარელი სიმღერა, ჰიტი, რომელიც სამოციანი წლებიდან დღემდე ჟღერს“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ. მისივე თქმით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება და მათ სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს. გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 31 დეკემბერს,…

მეტი...

პარლამენტის წინ კარვები დაშალეს

ხმაური იყო მთელი ღამის განმავლობაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ კარვების დაშლას და მათ ნაცვლად საახალწლო დეკორაციების დადგმას დაპირისპირება და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება მოყვა. მერიის წარმომადგენლებმა ადგილზე ბატუტი და სხვა ატრაქციონები მაინც დაამონტაჟეს, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები კი პროტესტს ისევ აგრძელებენ.

მეტი...