“საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ლონდონში, ნატო-ს კონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში კვლავ ძალაშია. მისი თქმით, ისინი ნატო-ს წევრები აუცილებად გახდებიან. „ჩვენ ფოკუსურებული ვართ საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე, რათა მათ ალიანსში გაწევრიანების გზა წარმატებით გაიარონ. საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ვმუშაობთ ორივე ქვეყანასთან და ვეხმარებით მათ ნატო-სთან დაახლოებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” შერეული საარჩევნო სისტემის მოდელს ათეული წელი იცავდა” – ანრი ოხანაშვილი

“ნაციონალური მოძრაობა” დღეს რომ თავგამოდებით ამბობს, თურმე ეს მოდელი არის სწორი, არსებობს საარქივო მასალა მედიაში, ნახეთ და საზოგადოებას გავაცნოთ, ეს ხალხი როგორ თავგამოდებით იცავდა შერეულ საარჩევნო სისტემას მაშინ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ გერმანულ მოდელზე საუბრისას აღნიშნა, რომ გერმანული მოდელი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. “მოდელი, რომელსაც სახელებს უცვლიან, რეალურად არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და შესაბამისად, ამ პროპორციულ საარჩევნო სისტემას რა სახელიც არ უნდა დაარქვან, არის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. მე, მიუხედავად იმისა, რომ მხარი დავუჭირე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მიმაჩნია, რომ…

მეტი...

კვერცხები, ცოცხები, ხელჯოხები – ხმაური და დაპირისპირება ენმ-ს ზუგდიდის ოფისთან

ზუგდიდიში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მმართველი გუნდის მხარდამჭერები აქციას მართავენ. ოფისთან დაპირისპირებაც მოხდა. “ქართული ოცნების” აქტივისტებმა შენობას კვერცხები, ცოცხები და ხელჯოხები ესროლეს. მათ ოფისის მინა ჩაამტვრიეს. მიმდინარე აქციაზე, ერთი პოლიციელი  დაშავდა. მას “ქართული ოცნების” მხარდამჭერის მიერ, ენმ-ის ოფისის მიმართულებით ნასროლი ხელჯოხი მოხვდა.  აქციის მონაწილეებსა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს შორის ამ წუთებში პოლიციის კორდონი დგას.

მეტი...

პანკისის ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, რამაზ ხანგოშვილსა და არბი ქავთარაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირება 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი დაიჭრა. საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ორივე ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 2020 წლის 22 იანვრისთვის ჩაინიშნა.

მეტი...

დღეს შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო დღეა – რა რეფორმები განხორციელდა საქართველოში ამ კუთხით?

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და 2013 წლიდან დღემდე, შშმ პირებისთვის უფლებრივი მდგომარეობის გასაუჯობესებლად გადადგულ ნაბიჯებზე საუბრობს. ცოტნე ზურაბიანის თქმით, იმისათვის, რომ შშმ პირებს საქართველოში ჰქონდეთ თანაბარი სწავლის, მუშაობის და საკუთარი უფლებების აღსრულების შესაძლებლობა – მთელი რიგი რეფორმები ხორციელდება. “2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება მოახდინა, რომელიც 2014 წლის 12 აპრილს შევიდა ძალაში. შედეგად: სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2013 წელს იყო – 13 450 000 ლარი, 2016 წელს…

მეტი...

პარტია „კანონი და სამართალი“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატს ტოვებს

პარტია „კანონი და სამართალი“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატს ტოვებს. თაკო ჩარკვიანის თქმით, ფორმატის მონაწილე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი მოსკოვში გაემგზავრა, რაც მიუღებელია. „პარტია „კანონი და სამართალი“ სიურპრიზებს არ ვუწყობთ საკუთარ ამომრჩევლებს. მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში, ანგარიშვალდებული ვართ ხალხთან, როგორც მხარდამჭერებთან, ისე კრიტიკოსებთან და მხოლოდ ამის შემდეგ კოლეგებთან. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელთან ერთადაც ერთი მაგიდის ირგვლივ ვისხედით „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, დღეს გაემგზავრა ოკუპანტ ქვეყანაში – რუსეთში. მართალია ვერც ერთ პარტიას ვერ ვუკარნახებთ პოლიტიკური დღის წესრიგს, თუმცა აქამდეც გვიძნელდებოდა პარტნიორობა საგარეო კუთხით განსხვავებული კურსის მქონე პოლიტიკურ სუბიექტთან და მივიღეთ ურყევი გადაწყვეტილება, რომ…

მეტი...

აქცია მცხეთაში – დაკავებულია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი დააკავეს. ადგილიდან კი 2 პირი განარიდეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული. მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

მეტი...

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა ერთ წელიწადში 12%-ით გაიზარდა

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 670,122 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 543,176 შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 338,831-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 10.3%-ით აღემატება. რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ნოემბერს, 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში ახალ ისტორიულ ნიშნულს – 8,690,352-ს მიაღწია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ია. ამავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,191,042 შეადგინა (ზრდა 6.6%), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,768,432 (ზრდა 6.3%). 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 82,029…

მეტი...

„ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში” – დავით ჭიჭინაძე

„ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო შორდება ხალხს და შესაბამისად, შორდება პოლიტიკასაც. არ გაითვალისწინებენ ამას და მიიღებენ რევოლუციას. ეს გარდაუვალია”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებამდე ვერ მიაღწევს. “არსებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, გინდა ვადამდელი ჩაატარონ და გინდა ვადიანი, არავინ „გაუპრავებს“. დასრულდება თუ არა არჩევნები, მიიღებენ რევოლუციას. თუმცა „ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში. ზოგადად კი, პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აღარ ჰყავთ რეალური პოლიტიკური მხარდამჭერები და ასეთ რადიკალიზაციაში შედიან, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება ქვეყნისთვის და იწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. ხოლო ვინც…

მეტი...

სამ წელიწადში საქართველოში მოსწავლეების ცოდნის დონე გაუარესდა – კვლევა

2015-დან 2018 წლამდე პერიოდში საქართველოში, სხვადასხვა სფეროში მოსწავლეების ცოდნის დონის მაჩვენებელი გაუარესდა. კვლევა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარდა. კვლევის თანახმად, 2018 წელს კითხვაში მოსწავლეებმა 380 ქულა მიიღეს, 2015 წელს კი, ეს მონაცემი 401 იყო. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი კი 487-ია. რაც შეეხება მათემატიკას, ამ მიმართულებით საქართველოს 398 ქულა აქვს, წინა წელს კი, 404 ჰქონდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაჩვენებელი არის 489. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველოს მაჩვენებელია 383, წინა, 2015 წლის კვლევის თანახმად კი, ეს მონაცემი 411-ს შეადგენდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი 489-ს შეადგენს. ბოლო სამწლიანი…

მეტი...

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლატარია “Facebook”-ზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.  „ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. გუნდში რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე წასვლის შესახებ, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე“, – წერს ლატარია.  ნიკოლოზ ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

მეტი...

“შეგვპირდნენ, რომ ვაჟა ექიმს გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას” – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ცხინვალის “სასამართლოს” გადაწყვეტილებით, უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ. როგორც გომელაური აღნიშნავს, სიტუაციას შედარებით ამარტივებს ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესია, რადგან საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ექიმის დაკავება მიღებული არ არის. “ეს ადამიანი არის ექიმი და არა, მაგალითად – მებრძოლი, ყოფილი ძალოვანი სისტემის წარმომადგენელი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებდა. ვფიქრობ, ამ ადამიანს გამოუშვებენ, ისინი თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებული ვარ. ექიმის დაკავება, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს – ომშიც კი არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ, რომ გამოუშვებენ და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ე.წ. სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. ექიმის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ჯარიმის დაკისრების შემდეგ გამოუშვებენ. თამილა ლაფანაშვილის თქმით, თუ ვაჟა ექიმი უახლოეს მომავალში არ გათავისუფლდება, რადიკალურ ზომებს მიმართავენ. “დღესაც ველოდები, ხვალაც ველოდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია. იმედია გადაწყდება, რომ სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას და შემდეგ გამოშვებას, იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება. ვფიქრობ, უფრო უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა და მოვითხოვოთ ადამიანის უფლებების დაცვა. იმედია, მივიღებთ შედეგს ძალიან სწრაფად, თუ არადა, შემდეგ სხვა ეტაპზე გადავალთ არა თხოვნით, არამედ რადიკალური მოთხოვნით,” – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა. ექიმის გათავისუფლების…

მეტი...

მცხეთაში, ოპოზიციის და ხელისუფლების მხარდამჭერები აქციას მართავენ

მცხეთაში, ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერები იკრიბებიან. მცხეთის მერიასთან ორი აქცია მიმდინარეობს, ერთს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავენ, მეორეს კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ოპოზიცია და აქტივისტები მსვლელობით “ქართული ოცნების” დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მიდიან.  პარალელურად ადგილზე იკრიბებიან მმართველი გუნდის მხარდამჭერებიც, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის დიდი სურვილია” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს. დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანას დააზიანებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის იმდენად დიდი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ მალავს და განცხადებებს აკეთებს – საფლავში ჩავყვეთ და ცხვირიდან სისხლი ვადინოთო. აქეთა მხარეს უკიჟინებენ, რომ არანაირი რეაგირება იმ მოქმედებებზე არ მოახდინოს, რასაც ერთი მხარე აკეთებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ სტრატეგიული გეგმა გააჩნია, თუ როგორ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი სახის დაპირისპირებები. ამას არ უნდა ავყვეთ, ჩვენი გეგმა და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის სახე ის ღონისძიებაა, რომელიც ორბელიანზე ჩატარდა და ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეხება“,…

მეტი...

თბილისს 54 ახალი ავტობუსი შეემატა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას დამატებით 38 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი და 16 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი წარუდგინა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყო. „დღეს გვაქვს ავტოპარკი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს და მუშაობის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ყვითელი ავტობუსების პარკის ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლება. დღეიდან თბილისელებს მოემსახურება კიდევ 38 ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი და 16…

მეტი...

„ნაც მოძრაობის“ ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელობას მოვუწოდებ, მეტიც, დავალებად მიიღონ, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდნენ, რაც არ უნდა ხდებოდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციებსა და მომხდარ დაპირისპირებებს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, რაც უნდა პროვოკაციული და ამორალური იყოს დემონსტრანტების მხრიდან მოქმედება, ხელისუფლებამ საშუალება არ უნდა მისცეს, რომ მათ სცენარში ჩაებან. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ და მათ იმის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ დაპირისპირების ფონი შექმნან. ყველას ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებით მედიას, როცა ცუდი სიტყვების გამოყენებაზეა საუბარი, ნუ…

მეტი...

საქართველოში, ბოლო ერთ წელიწადში, საკვები, თამბაქო და ტრანსპორტი გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ხილი, ასევე თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ხილსა და ყურძენზე ფასები 30.3 პროცენტითაა მომატებული, თამბაქოს ნაწარმზე კი 29.9 პროცენტით. ” ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზეც: ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), თევზეული (14.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი)”, – აღნიშნულია საქსტატის…

მეტი...

“ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ” – შს მინისტრი

“მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, მაქსიმალურად ვცდილობთ, ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას და უხეშ ქმდებებს ადგილი არ აქვს. „ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს. ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

„გვაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, ეკლესიის შიგნით უდნა მოხდეს მსჯელობა, დღეს თუ ხვალ, ამოხეთქავს“ – მღვდელ მონაზონი

„წმინდა სინოდზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებები უფრო ჭარბობს, ვიდრე საეკლესიო კანონიკა“ – აცხადებს მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია და უმძიმესი ცოდვების მხილების იგნორირებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,  არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც მაღალ სასულიერო იერარქიაში სოდომური ცოდვის არსებობას ადასტურებს, თუმცა, ამ ცოდვების ეკლესიის გარეთ მსჯელობა იმიტომ ხდება, რომ ეკლესია დუმს. „წერილში, რომელიც საპატრიარქოში ჯერ კიდევ 1982 წელს გაიგზავნა,  საუბარია ეპისკოპოსებზე და ერთ დაბალი რანგის სასულიერო პირზე, რომლებიც სოდომური ცოდვით არიან შეპყრობილები. არსებობს სხვა წერილებიც და შეიძლება ითქვას, პირადი დღიურიც კი არსებობს ამ სასულიერო პირებზე. მრავალ ასეთ სასულიერო პირზეა საუბარი.…

მეტი...

“არ დავუშვებთ, ქვეყანა გაეხვეს ქაოსში” – დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების” წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებს სურთ, “ქვეყანა აურზაურში გახვიონ”.  მისი თქმით, სახელმწიფოში არეულობას არავინ დაუშვებს. “მათ ყოველგვარი მხარეობის გარეშე შეუძლიათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით   ისარგებლონ და რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ ექნებათ. მათი მიზანია, ქვეყანაში შექმნან აურზაური, თითქოს ამ ერთი ჯგუფის მოთხოვნა არის მთელი საქართველოს მოთხოვნა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ ძალადობის და არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვეს ქაოსში,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.

მეტი...

“უპასუხისმგბელო ადამიანები ცდილობენ, ქუჩაში, ამ ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს. მისივე თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილმა ყველა პირმა, ვის მხარესაც არ უნდა იყოს ის, პასუხი უნდა აგოს. „რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და  სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ეს ერთი, მეორე, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი, განურჩევლად რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის  სახელმწიფოს ვალდებულება. მესამე, კონტრ აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და  მომგებიან პოლიტიკურ შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უაღრესად ემოციური…

მეტი...

მამა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავარში” სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროვა – რა წერია საპატრიარქოსთვის გაგზავნილ წერილში?! 

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავარში“  1982 წლის სკანდალური დოკუმენტით მივიდა და განაცხადა, რომ სოდომური ცოდვის შესახებ 1977 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ ღიად ითქვა, თუმცა, მას რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. „ჯერ კიდევ ჭყონდიდის ეპარქიიდან წამოსვლამდე დავაანონსეთ, რომ 1977 წლიდან დღემდე, იმ ცოდვასთან დაკავშირებით, რაც ღიად ითქვა და ვთქვით, თუ რაიმე იქნებოდა კავშირში აუცილებლად გავაცნობდით მრევლს, საზოგადოებას და ნამდვილად, ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მრავალი აღმოჩნდა ასეთი“ – განაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გაასაჯაროვა, არის წერილობითი მიმართვა საპატრიარქოს აღნიშნულ სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით. „ამ ცოდვასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს…

მეტი...

“ქართველები ვართ და სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, სხვა მიმართულებით უნდა გამოვიყენოთ” – კახა კალაძე

“კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები, მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირპისრება. „რატომ უნდა მოგინდეს, მიხვიდე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან და გააპროტესტო, არ არის სხვა ადგილები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, რათა მოხდეს დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ და სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ და მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და არა დაპირისპირებას, ცხვირ-პირის მტვრევას. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, თუნდაც…

მეტი...

საქართველო, 2020 წელს ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო 2020 წელს ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს როგორც თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები მომავალ წელს, დეკემბერში გაიმართება. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს. ჰააგის სასამართლოში სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. ჰააგაში ვიზიტის დროს, იუსტიციის მინისტრი პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდება. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადება არჩევნებამდე და კენჭისყრამდე 1 წლით ადრე იმისათვის, რომ კანდიდატი ეროვნულ დონეზე გამოიკვეთოს. “ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უნდა აირჩეს,…

მეტი...

“მზად ვართ საარჩევნო კანონმდებლობაზე ოპოზიციასთან სასაუბროდ“ – არჩილ თალაკვაძე

“მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საუბარი სხვა შესაძლებლობებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო მოდელზე საუბრისას განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, 30 ნოემბერს ოპოზიციასთან შეხვედრისას ელჩებმა დაინახეს, რომ რეალურად „გერმანულ მოდელს“ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. „დავიწყეთ საუბარი. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ნათელია პოზიციები და ელჩებმაც დაინახეს, თუ რა სერიოზული არგუმენტაცია არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საუბარი სხვა შესაძლებლობებზე. სხვა შესაძლებლობები ეხება 2020 წლის არჩევნების ჩატარებისას უფრო კონკურენტული, უფრო გამჭვირვალე და თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ საარჩევნო კანონმდებლობაზე ოპოზიციასთან სასაუბროდ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...