“ნიკა გვარამიას პროკურატურის ნებართვის გარეშე, ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს” – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უწყების ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს. ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, დღეს გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ განცხადებას გააკეთებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება. „რუსთავი 2“ – ის ყოფილ და ახლა უკვე „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით,…

მეტი...

“იქ, სადაც სიტყვა ცალმხრივია, სამართალი სელექციური და ოპოზიცია მიკერძოებული… რეალობას გაუსწორეთ თვალი!” – ეკა გულუა

“იქ, სადაც სიტყვა ცალმხრივია, სამართალი სელექციური და ოპოზიცია მიკერძოებული… რეალობას გაუსწორეთ თვალი! მურთაზ ზოდელავა აცხადებს, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია ოპოზიციის აქციებით არავისო. ბატონო მურთაზ, თმის ღერი რა მოსატანია ერთ თავისუფალ მედიასაშუალებასთან მიტანილ იერიშზე, რომელზეც თქვენმა მომხრეებმა განახორციელეს მიზანმიმართული იერიში მანამ, სანამ ოფისის დაცლა არ მომიწია. რატომ? იმიტომ რომ თქვენი მომხრეებისთვის მისაღები მხოლოდ სასურველი ხმა და გზავნილებია. რეალურად, გამოვიდა, რომ მედია ერთ კარში მოთამაშე ფორვარდირის თამაშია? შედეგადაც ქუჩაში აღმოჩნდა გაურკვეველი ბედით. მერე რა, ერთი თავისუფალი მედია თუ ერთი ადამიანის ბედი რა სალაპარაკოა, როდესაც თქვენს მომხრეებს ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნიათ,…

მეტი...

“ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ ხორავას საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი” – ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ, თუ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ბოლომდე არ გამოიძიებენ, ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა.  ზაზა სარალიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. „ჩემი შვილის მკვლელი ამ ეტაპზე არ არსებობს. გასაგებია, რომ პასუხისგებაში არის მიცემული ადამიანი, რომელზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი, გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სასამართლოს. დაველოდოთ სასამართლოს პასუხს. რა კითხვებიც უნდა დასმულიყო პირველი გამოძიების ეტაპზე, პროკურორების მხრიდან, სასამართლო პროცესებზე, ზუსტად ის კითხვები ისმის ახალი პროკურორების მხრიდან. ამ საქმეში ძალიან ბევრს აქვს ბრალი წარსადგენი, თუნდაც სამოხელეო ნაწილში, თუნდაც დამნახავებს, თუნდაც მოტყუებაში. გასაგებია, რომ დათოს ნაწილი, შეიძლება, ვერ დაინახეს, მაგრამ ლევანი…

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე, დეკემბერში, გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება

კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დეკემბერში გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გარე განათების ახალი ბოძებისა და სანათი მოწყობილობების მონტაჟი, გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება – ქსელის მოწყობა და არსებული ძველი ქსელისა და ბოძების დემონტაჟი. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დეკემბერში, კახეთის გზატკეცილზე, გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

“მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს. „პრეზიდენტის მაგივრად მე რა უნდა გითხრათ. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა ეს განჩინება. არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს, მე არ ვიცი. ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვნით. პირველად მხოლოდ სიტყვიერი მიმართვა იყო. შეწყალების პროცესი არის რთული, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში რთულად არის ეს ამბავი. გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ,რა ლოგიკით არ იწყალებენ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეტი...

“დღეს, ჩემი ოჯახისა და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით” – ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით დღეს საღამოს, განცხადებას გააკეთებს.  ნიკა გვარამიას თქმით, გადაწყვეტილება ოჯახში ერთობლივად მიიღეს. „მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო “პოსტ ფაქტუმის” შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”. ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, “პოსტ ფაქტუმის” შემდეგ“, – წერს გვარამია…

მეტი...

“უნდა გვახსოვდეს, ღმერთი ადამიანს იმაზე მძიმე ჯვარს არ აძლევს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ადამიანის რთულ ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოვრება ეს არის გამოცდა, ჯვრის ტვირთვა. „როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი, ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს ადამიანს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება და ემზადება სამუდამო მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის…

მეტი...

უამინდობის გამო, ჯვრის უღელტეხილთან სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ჯვრის უღელტეხილთან, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

მეტი...

“თქვენი სისხლის ყივილი მუდამ თან გაყვება ყველას” – ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, სკოლის მოსწავლეები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს: “ორი წელი გავიდა მამი იმ ავბედითი დღიდან, რაც უკანასკნელად გნახე შენს ლოგინში და უკანასკნელად გაგიშვი სკოლაში, რომელი სკოლაც უსაზღვროდ გიყვარდა. რა გითხრა მამი არ ვიცი. ვფიქრობდი, რომ კაცად გზრდიდით, მაგრამ კაცებზე მაღლა მდგარხარ! ერთი დღე ებრძოლე შენს თავს მამი, წასულიყავი იმ ძმასთან ერთად, რომელმაც უანგაროდ დალია სული ძმებისთვის, თუ? დარჩენილიყავი იქ, სადაც თურმე ძმები, რომლებიც ძმები გეგონათ ორივეს, სამწუხაროდ ყველა არ აღმოჩნდა…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

„უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრებმა და „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. დემონსტრანტებმა ადგილზე  სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს. აქციის მონაწილეები ჩხარტიშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმამენტულ აქციებს აანონსებენ. ლაშა ჩხარტიშვილს 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით წაუყენეს.

მეტი...

“გვერდზე გავდგები, როცა ვნახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან” – ბიძინა ივანიშვილი

„თბილისის არეულობა ქართველი მილიონერის ოცნებას კოშმარებით ემუქრება“, – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა “ბლუმბერგი” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ანალიტიკურ სტატიაში საქართველოში განვითარებული მოვლენებია აღწერილი. “ჩვენ ჯანსაღი ძალები გვჭირდება და არა დესტრუქციული. გვერდზე მაშინ გავდგები, როცა ვნახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან. ჩვენ რომ გვქონდეს არჩევანი “ქართულ ოცნებასა” და ნებისმიერ სხვას შორის, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა”, წავიდოდი და ვეღარ მნახავდით ვერც პოლიტიკაში, ვერც პარლამენტში. ჩემს სოფელს არ დავტოვებდი,” – აღნიშნავს ივანიშვილი ინტერვიუში. როგორც ინტერვიუში ივანიშვილმა აღნიშნა, ერჩივნა პოლიტიკოსის ნაცვლად მებაღე ყოფილიყო. ივანიშვილმა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ…

მეტი...

აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი გაათავისუფლეს

აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი თავისუფალია. მან გორის ციხე გუშინ ღამით დატოვა.  გიგა მაქარაშვილი 18 ნოემბერს პარლამენტის პიკეტის დაშლისას დააკავეს და 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.  აქტივისტები და მხარდამჭერები მაქარაშვილს საქართველოს ჰიმნითა და სიმღერით – “თავისუფლება ლომთა ხვედრია” დახვდნენ.

მეტი...

“ვის ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!” – აქციის დარბევისას დაშავებულ გიორგი სულაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას და­შა­ვე­ბულ გი­ორ­გი სუ­ლაშ­ვილს, რო­მელ­მაც ცალი თვა­ლი და­კარ­გა, გერ­მა­ნი­ა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გიორგი სულაშვილის მე­უღ­ლის, მაკა ლომ­თა­ძის თქმით, ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. გიორგის ოპერაცია დასრულდა წარმატებით! აღუდგა ზედა ყბის სახე,თვალის ქუთუთო და თვალბუდე. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღე­ვან­დელ­მა დღემ ისევ გა­მახ­სე­ნა ის სის­ხლი­ა­ნი ღამე, ისევ გი­ორ­გის ტკი­ვი­ლე­ბით ტან­ჯუ­ლი სახე! იგი­ვე მე­ორ­დე­ბა, ზუს­ტად იგი­ვე, რაც ძა­ლი­ან ძნე­ლი ასა­ტა­ნია! იგი­ვე ტკი­ვი­ლე­ბი, გან­ცდე­ბი, ემო­ცი­ე­ბი… მომ­დევ­ნო სამი დღე მძი­მეა და სავ­სე ტკი­ვი­ლე­ბით… ჩემი ბრა­ზი ას­მაგ­დე­ბა, როცა გა­მე­ფიქ­რე­ბა – ვის გამო, ან რის გამო უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ ამ­დე­ნი მთელ­მა ოჯახ­მა?!” – ამბობს მაკა ლომთაძე. ცნობისთის, პროკურატურამ…

მეტი...

„რატომ სურს ათასეულობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?“ – “ევრონიუსი” საქართველოზე წერს

„რატომ სურს ათასეულობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?“ – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა “ევრონიუსი” ვრცელ სტატიას, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ორი კვირაა, საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და დემონსტრანტები პარლამენტის შენობას ბლოკავენ. ავტორი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობს, საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის ცვლილების წინააღმდეგია. როგორც „ევრონიუსი“ წერს, საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, გაიმართა მცხეთაში, ზუგდიდში, ფოთში, თელავსა და ოზურგეთში. „აქტივისტებმა მუნიციპალური და სამთავრობო შენობების პიკეტირება მოახდინეს. ეს ქმედებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია კანონით, მაგრამ…

მეტი...

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა. მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად,- 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც  656,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო  525,000 ლარი სახელმწიფო გრანტია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ცნობით, სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ  360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო. 2020 წელს, სახელმწიფო საწარმოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – HACCP-ის…

მეტი...

„შეხვედრამ აჩვენა, რომ ე.წ გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან” – არჩილ თალაკვაძე

„შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ე.წ გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და  იმ ფორმით და იმ ინიციატივით, როგორც ეს ჰქონდა წარმოდგენილი ოპოზიციას, შეუძლებელია მისი განხორციელება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც იმსჯელეს და გამოჩნდა, რომ თავად ოპოზიცია არ არის შეთანხმებული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულ ფორმატში წამოიჭრა. „შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში კიდევ შედგეს ასეთი პოლიტიკური კონსულტაციები. ჩვენ,…

მეტი...

თბილისში, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის ქუჩა გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 1 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება. სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მეტი...