“ვაჟა გაფრინდაშვილი ნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ ოკუპანტს სინდისი არ აქვს” – გიორგი კეკელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი ნიშნავს – რუსეთი ოკუპანტია და რომ ოკუპანტს სინდისი არ აქვს. „მე ახლა ვაჟა გაფრინდაშვილზე არ ვწერ. რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი არ ნიშნავს ვაჟა გაფრინდაშვილს. ის ნიშნავს ასობით მანამდე უკანონოდ დაპატიმრებულ უსახელო ადამიანს და ალბათ მათაც, ვისაც, სამწუხაროდ, მას მერეც დააპატიმრებენ. ის ნიშნავს ყველა დახოცილ ადამიანს, რომელთა სისხლი ისე გაშრა ჩვენს ფიქრებში, რომ ყალბ სადღეგრძელოშიც აღარ ვახსენებთ. ის ნიშნავს გადმოწეულ საზღვრებს. ამ საზღვრების შეხსენებას. და პირველ რიგში საკუთარ თავში გადმოწეული საზღვრების შეხსენებას ნიშნავს…

მეტი...

ე.წ. მაყურებლები ციხეებში და ძალადობა გამოხატვის თავისუფლების სახელით – ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო დროს ე.წ მაყურებლებმა, როგორც პატიმრებზე, ასევე ადმინისტრაციაზე გავლენა განსაკუთრებით გააფართოვეს. მისი თქმით, ციხეში შესვლისას კრიმინალური ავტორიტეტების ამოცნობა მარტივია, რადგან ისინი რიგითი პატიმრებისთვის მითითებების მიცემას, არც სახალხო დამცველის თანდასწრებით ერიდებიან. “ე.წ. მაყურებლები პატიმრებს ეუბნებიან, რომ ისინი მოუგვარებენ პრობლემებს, რომ ამაზე სხვასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთანაც არ უნდა ისაუბრონ”, – განაცხადა სახალხო დამცველმა. ანგარიშში, რომელიც სახალხო დამცველმა დღეს წარმოადგინა, არა მხოლოდ ციხეში ამჟამად მყოფი პატიმრები, არამედ ისინიც მოხვდნენ, რომლებიც უკვე შეიწყალეს. ნინო ლომჯარია მნიშვნელოვან პრობლემად განიხილავს პრეზიდენტთან დაკავშირებულ სკანდალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას ეხება.…

მეტი...

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება: “დღევანდელი გადაწყვეტილება, არამხოლოდ ჩემი, არამედ “რუსთავი 2”-ის ყველა გულშემატკივრის გამარჯვებაა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ნარატივს, რომ ქართული სასამართლო “რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებული იყო, სიმართლესთან კავშირი არ აქვს და ეს მხოლოდ მათ პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი იყო.  “რუსთავი 2”-ის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არც ერთი უფლება არ დარღვეულა. ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მივმართე სასამართლოს რუსთავი2-ის წილების დაბრუნების მოთხოვნით, ჩემს მიერ წარმოებულ დავასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მოისმინა უამრავი ტყუილი, რაც …

მეტი...

“ცდებით, როცა ამბობთ, რომ ცხინვალზე კონტროლს რუსეთი ახორციელებს” – ანდრეი რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს იმედი აქვს, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება, თუმცა, მისი თქმით, დაკავებული რუსეთის ფედერაციაში არ იმყოფება. ჟურნალისტებმა რუდენკოს შეახსენეს, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციაა ის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონზე კონტროლს ახორციელებს. პასუხად კი დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცდებიან. „ეს საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები. გაფრინდაშვილს ოჯახს კი ვეტყვი, რომ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება და ის თავის ოჯახს დაუბრუნდება“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

მეტი...

დაკარგული ძაღლისა და პატრონის შეხვედრა – ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ

რვა თვის გერმანული ნაგაზი პატრონმა რამდენიმე კვირის წინ დაკარგა. ის ერთმა ოჯახმა შეიფარა და ამ დროის განმავლობაში უვლიდა. ძაღლი და პატრონი ერთმანეთს ძალიან ემოციურად შეხვდნენ. გარშემომყოფებმა კი ცრემლები ვერ შეიკავეს და ატირდნენ.

მეტი...

“რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით შენარჩუნებულია თვითმყოფადობა, მაგრამ გლობალიზაციის პერიოდში საქართველო დაიკარგა, მისი ხმა ისე აღარ ისმის, როგორც უნდა ისმოდეს და საჭიროა ამ ყველაფრის დაბრუნება. „დღეს სწორედ გლობალიზაციის პერიოდში ვართ. ჩვენ არ შეიძლება დავიკარგოთ, გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეცნიერული საუნჯე, რომელიც არა მარტო უნდა დავიცვათ, უნდა გავაძლიეროთ და გავიტანოთ. ყველა აქ მყოფი ადამიანი ამ ძალიან დიდი საქმის მონაწილე ხართ, და ჩვენ ჩვენი ძალები უნდა შევაერთოთ. არ შეიძლება, შემოვიფარგლოთ მხოლოდ საქართველოთი. ჩვენ ვართ, ვიყავით და …

მეტი...

“აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტზე პარლამენტს შენიშვნები გავუგზავნეთ” – მიხეილ დაუშვილი

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტირებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტს გაუგზავნა. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას ახდენს, როგორც რეკლამის დამკვეთებზე, ასევე აღნიშნული რეკლამის განმათავსებელ სუბიექტებზეც. „აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონ პროექტებთან დაკავშირებით თამაშობების მომწყობ კომპანიებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე (რეკლამის დამკვეთებზე), არამედ რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს.საქართველოს პარლამენტში უკვე გაგზავნილი…

მეტი...

ოკუპანტების მიერ დაკავებული 3 ქართველი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.  კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანაში მცხოვრებმა გიორგი ზარიძემ, სოფელ ბოჟამში მცხოვრებმა მერაბ და ემზარ გამხიტაშვილებმა ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვეს. ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე გუშინ დააკავა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს.

მეტი...

სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე, ცნობილია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, “რუსთავი 2”-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ დაუშვებლად ცნო 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა. საქმის განხილვა “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მეპატრონეებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს. 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.

მეტი...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით, თითქმის 4 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 11 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9089 ლარი ეღირება, ევრო –3.2210 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8319 ლარი. 10 დეკემბრის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9446 ლარი ღირდა, ევრო –3.2606 ლარი, ფუნტი – 3.8789 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 დეკემბერს შევა ძალაში.

მეტი...

“არის განწყობები, მოსამართლეობის ყველა კანდიდატს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს” – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ არის განწყობები, უზენაესი მოსამართლეობის ყველა კანდიდატს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს. ფოფხაძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობაში ერთსულოვნება არ არის. „კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციას ვერ გავამჟღავნებ, ვისთანაც კერძო საუბრები გვაქვს. ვიცი, რომ არის განწყობები, ყველა კანდიდატს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს. არის გამოკვეთილი ოდიოზური კანდიდატები, რომელთა მიმართაც ვიცი, რომ უმრავლესობაში ერთსულოვნება არ არის. იმედი მაქვს, რომ ​უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი მოახერხებს და მორალურ ტესტს ჩააბარებს, ამ კანდიდატებს ხმას არ მისცემს. თუმცა ჩემი პირადი პოზიცია მაქვს და პროცესში მონაწილეობაც პირადად ჩემთვის მიუღებელია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მაინც კლანის მხრიდან ინსპირირებული იყო.…

მეტი...

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით, 14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარამდე გაიზარდა. ეს 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. ბიუჯეტში სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 300 მილიონი ლარი. პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა არის გათვალისწინებული, ხოლო პირველი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა. 2020 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის გამოყოფილია 120 მილიონი ლარი. კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან…

მეტი...

“დილიდან პატრული ტაქსის მძღოლებს აჩერებდა და 100 ლარიან ჯარიმას უწერდა” – დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, დღეს დილიდან პატრული ტაქსის მძღოლებს აჩერებდა და 100 ლარიან ჯარიმას უწერდა. ჭიჭინაძის თქმით, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მძღოლებს შეცდომით გამოუწერეს ჯარიმები და გააუქმეს.  “იმის გამო, რომ ავტომანქანების თეთრად გადასაღებად დარიგებული ვაუჩერების „საფასურად“, მძღოლებს ქალაქ თბილისის მერიამ  ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმებინა  შ.პ.ს. „ალმასთან“. რაც თავის მხრივ,  ავტომანქანებზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსებას გულისხმობს. (ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, ჯარიმაა. ცნობისთვის, შ.პ.ს. „ალმა“ – ეს ის სარეკლამო კომპანიაა, რომელთანაც მერია ექსკლუზიურად თანამშრომლობს უკვე წლებია.) დღის მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ამ ჯარიმებს აუქმებენ. ანუ, კალაძის „საახალწლო…

მეტი...

სკოლებში და ბაღებში არდადეგები 15 იანვრამდე გაგრძელდება

საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერიდან, 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება. სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი მომავალი წლის 15 იანვარს განახლდება.

მეტი...

“ლარი მყარდება და ეს პროცესი გაგრძელდება” – ნათია თურნავა

“ლარის გამყარება არის ფაქტი და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ეს არის მიმდინარე პროცესი და ლარის გამყარება გაგრძელდება. „ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელშიც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკიც თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ჩვენ, ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით, რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. სწორედ…

მეტი...

“კრიზისი შექმნეს უტიფარი განცხადებებით და ხეპრული მოქმედებებით” – გიორგი ვოლსკი

„საშიშია ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება. 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და აღმოჩნდა, რომ ამდაგვარი არაფერი ხდება, ხოლო იმ 19 ადამიანიდან, ვინც 20 ივნისის შემდეგ დააკავეს, 4-ს აქვს წინასწარი პატიმრობა და მხოლოდ ერთს აქვს მისჯილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების თემასთან დაკავშირებით, რომელსაც უტყუარი სამხილები წარუდგინეს“,- ამის შესახებ, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით უპასუხისმგებლო განცხადებები ქვეყანას შიგნიდან და გარედან აზიანებს.  „დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის განცხადების საპასუხოდ, არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას. საგანგებო თემაა გზები და ენერგორესურსების მოძრაობა კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე. საგანგებო თემაა ჩენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის…

მეტი...

“ბატონი ბიძინას დამსახურებით, ქვეყანაში იქნება დენდროლოგიური პარკი, უნიკალური ჯიშის მცენარეებით” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალთან „ველური ბუნება“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება. „უხერხულია სპეკულირება ისეთი  განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხით, რომელიც საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირდება. ბატონი ბიძინას დამსახურებით, ჩვენს ქვეყანაში იქნება  დენდროლოგიური პარკი ასწლოვანი სხვადასხვა უნიკალური ჯიშის მცენარეებით. რაც შეეხება ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირების პროცესს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მთავარია, ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდეს“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა”, – განაცხადა გარემოს…

მეტი...

„რასაც ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა, შეგიძლიათ, მარტივად დაიჯეროთ“ – მაია ცქიტიშვილი

„რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა. ასე რომ, შეგიძლიათ, მარტივად დაიჯეროთ“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის მიერ, ინტერნეტჟურნალ „ველური ბუნებისთვის“ მიცემული ინტერვიუს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, მინისტრმა განმარტა, რომ დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება ტურიზმისთვისაც: „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხეების გადარგვაზე, ამ საკითხზე ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ცდილობდა, წარმოეჩინა ის მავნებლურად, დამანგრეველ საქმიანობად. ძალიან კარგად იცის იმ საზოგადოებამაც, სადაც ეს ყველაფერი შენდება, რომ სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა ხდებოდა, რათა გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა- დენდროლოგიური პარკი,…

მეტი...

“არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით” – ირაკლი კობახიძე

“ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში”, – აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართება. „ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მოგვმართეს შესაბამისი თხოვნით ამ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, მიუხედევად იმ დესტრუქციისა, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში. ეს დესტრუქცია, რასაც მოიცავს, ყველამ კარგად ვიცით. მიუხედავად ამ დესტრუქციული და კონტრპროდუქტიული მოქმედებებისა, რომელიც ხორციელდება ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. არ…

მეტი...

საფრანგეთში ქართველი პატიმარი გარდაიცვალა

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ზუგდიდის მკვიდრის, 30 წლის ნიკა ქირიას ცხედარი, 9 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილი ფოქსის ციხეში იხდიდა სასჯელს. როგორც ქირიას დედამ, ფატიმა ლაგვილავამ განაცხადა, ოჯახს მომხდარის შესახებ წუხელ, ღამის სამ საათზე შეატყობინეს. ოჯახმა ცხედრის დროულად გადმოსვენებასთან დაკავშირებით, დახმარების თხოვნით ხელისუფლებას მიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთში გარდაცვლილი ქართველი პატიმრის ცხედრის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მეტი...

„სისტემა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“ – თამარ ჩუგოშვილი

„სისტემა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, უსამართლოა. ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არაერთხელ გააფრთხილა მმართველი გუნდი, რომ ახალი საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ჩაგდება პოლიტიკური პროცესის გამწვავებას გამოიწვევდა: „დახლოებით 1 თვის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა ნიშნები, რომ შეიძლებოდა ეს კენჭისყრა ჩავარდნილიყო და ეს ცვლილება არ ყოფილიყო მიღებული, კოლეგებო, ჩვენ გეუბნებოდით, რამდენიმე რამეს: ერთი ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ჩაგდება გამოიწვევდა ძლივს კალაპოტში ჩაყენებული პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასროლას. გამოიწვევდა უკიდურესად გამწვავებას პროცესების, გეუბნებოდით, რომ უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა საქართველოს…

მეტი...

“ეს კენჭისყრა დარჩება ისტორიას, რადგან პოლიტიკოსები მოიმკიან მის შედეგებს” – ეკა ბესელია

“ეს კენჭისყრა დარჩება ისტორიას, რადგან, როცა ეს პოლიტიკოსები აღარც პოლიტიკაში იქნებიან და აღარც პარლამენტში, ამ კენჭისყრის შედეგებს მოიმკიან, ” – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა, ერთგვარად ქვეყნის მომაავალსაც განსაზღვრავს, რაც ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს: “ეს კენჭისყრა დარჩება ისტორიას, რადგან, როცა ეს პოლიტიკოსები აღარც პოლიტიკაში იქნებიან და აღარც პარლამენტში, ამ კენჭისყრის შედეგებს მოიმკიან. უნდა აცნობიერებდეს ყველა, რომ გუნდი და პარტია არ არის იმის საპირწონე, რაც არის ამ გადაწყვეტილების ერთ მხარეს – აქ დგას ქვეყნის ბედი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულება იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ…

მეტი...

ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა

„ქართული ოცნების” დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. როგორც ერქვანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთ მიზეზად მან საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხიც დაასახელა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები არც ბიძინა ივანიშვილთან და არც გუნდის წევრებთან ჰქონია. „საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს”, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

მეტი...

ნინო ლომჯარია – პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკა გამოიკვეთა

“გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად, დადგინდა არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს. “სავარაუდოდ, ეს არ არის ის კლასიკური შემთხვევა, რასაც ჰქვია ქურდების მიერ ციხის მართვა. თუმცა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ერთგვარი მაყურებლები ან არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია ციხეში აქვთ სწორედ ციხის ადმინისტრაციასთან და არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ეუბნებიან, რომ ისინი მოუგვარებენ…

მეტი...

სასულიერო პირები რადიოს ქმნიან – მიზანი მხილებაა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, საინფორმაციო მედია სივრცეს ქმნის. როგორც მღვდელ-მონაზონმა, ანდრია სარიამ  “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მედია სივრცე მათ საშუალებას მისცემთ, თავისუფლად ისაუბრონ და ამხილონ საპატრიარქოში და ეკლესიაში ჩადენილი დანაშაული. მღვდელ-მონაზვნის განმარტებით, დასაწყისისთვის საზოგადოება მათ რადიოთი მოუსმენს. მისი თქმით, მედია საშუალების ლოგო უკვე მოფიქრებულია. “ვაპირებთ სივრცის შექმნას, სადაც გვექნება თავისუფლად საუბრის საშუალება. თავიდან, ვფიქრობთ რადიოს სახე მივცეთ მას. ლოგოც კი მოფიქრებული გვაქვს, როგორი უნდა იყოს. გეგმა შემუშავებულია და უახლოეს მომავალში, ყველას ექნება საშუალება ხილვის. იმ დაგროვილ პრობლემებზე, რაზეც საუბარი გვიწევს, გადაინაცვლებს სხვა ფორმატში. ვფიქრობთ, გვექნება ადამიანებთან გულწრფელად საუბრის…

მეტი...

„ საპატრიარქო არის დიდი გირა, რომელიც ყველას დაეცემა თავზე და გასრესს“ – ანდრია სარია

„საპატრიარქო ერთგვარ საჰაერო ბუშტს დაემსგავსა, რომელიც მაღლა მიფრინავს და პოლიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ზემოთ მიიწევს, მაგრამ საბოლოოდ მიხვდებიან, რომ ეს არის დიდი გირა, რომელიც ყველას დაეცემა თავზე და გასრესს,“ – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიის შიგნით არ არის მისი განვითარების ინტერესი და პრობლემაც ძალიან ბევრია, რის მოგვარებაზეც არავინ ზრუნავს.   „სამწუხარო რეალობაა, რომ ეკლესიის შიგნით არ არის ეკლესიის განვითარების ინტერესი. რაც უნდა „დავარცხნილად“ და ლამაზად გადმოგვცენ, რომ პრობლემები არ არის, ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემების მოგვარება არ ხდება. საპატრიარქო ერთგვარ საჰაერო ბუშტს დაემსგავსა, რომელიც…

მეტი...

“ჩვენი ამოცანაა, ჯალათი მოსამართლეები პარლამენტმა არ აირჩიოს” – ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მოუწოდებს, კენჭისყრის დღეს პარლამენტთან მივიდნენ და კანდიდატთა სია გააპროტესტონ. მისი თქმით, მიმდინარე კვირა წლის განმავლობაში ყველაზე რთული იქნება და პარლამენტი კანდიდატების კენჭისყრაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს: “დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა და ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ქვეყანა ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დგას – ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა. აბსოლუტური ფიქციაა იმაზე საუბარი, ვინმე იქნება თუ არა დაცული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გვაქვს თუ არა წარმატება, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის მერვე წელს ისევ დგას საკითხი, წარსულში დავბრუნდებით, თუ უკეთეს…

მეტი...

„თანდათან ხელი მოჰკიდა ჩემს სასქესო ორგანოს“ – ინგილო სტუდენტის წერილი წმინდა სინოდს (ვიდეო)

საქართველოს პატრიარქთან და წმინდა სინოდთან გაგზავნილი წერილების არქივი დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გახსნა. სასულიერო პირმა ის წერილები გაასაჯაროვა, რომელიც ეკლესიაში არსებულ ცოდვებზე მიუთითებს. ერთ-ერთი წერილი კი ინგილო მღვდელს ეხება და რომელიც მან წმინდა სინოდს 1983 წელს გაუგზავნა. „რაოდენ სამწუხარო იქნება ქართველი ერისთვის იმის გაგება, რომ სემინარიაში და აკადემიაში წარმოებს ახალგაზრდა სტუდენტთა გახრწნა. ამიტომ, მე გთხოვთ, არ გაახმაუროთ მომხდარი ამბავი“ – ეს არის ამონარიდი სასულიერო პირის წერილიდან, რომელიც მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა. მისი განმარტებით, ამ წერილში, არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში…

მეტი...

„ასეთი ადამიანები, უწიგნურები, გაუნათლებლები, მოკლე ვადაში ხდებოდნენ მღვდელმთავრები“ – ზვიად გამსახურდიას სკანდალური წერილი #2 პატრიარქს (ვიდეო)

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს პატრიარქისთვის გაგზავნილი ოფიციალური მხილების წერილების არქივი დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ გაიხსნა. კერძოდ, მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ საპატრიარქოს არქივიდან ამოღებული სკანდალური წერილები წარმოადგინა, სადაც ეკლესიაში არსებულ ცოდვებზეა საუბარი. წერილები  1980. 23 ნოემბერი  – გიორგობა “ეს, მეორე წერილი, ეხება მაღალი იერარქიის სასულიერო მღვდელმთავარს, რომელსაც კბილის ტექნოლოგად მიხსენიებს ზვიად გამსახურდია და ამბობს, რომ ასეთი ადამიანები, უწიგნურები, გაუნათლებლები, მოკლე ვადაში ხდებოდნენ მღვდელმთავრები, „გაუნათლებლობა, უკვე ტრენდადაც… ისინი კონკრეტული ადამიანის კერპთაყვანისმცემლობისკენ მიგვაქანებენ, რომ სჯულის კანონზე მაღლა დგანან კონკრეტული ადამიანები“ –  წერს ზვიადი  თავის წერილში“ – განაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“…

მეტი...

„წირვის დროს,  ქალმა ქალი დანით დაჭრა“ – ზვიად გამსახურდიას სკანდალური წერილი პატრიარქს (ვიდეო)

1980 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სკანდალურ წერილს უგზავნის. საპატრიარქოს არქივიდან ამოღებული ზვიად გამსახურდიას სკანდალური წერილები, მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ წარმოადგინა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებულმა ქალბატონმა მეორე ქალბატონი დანით დაჭრა, თუმცა, საპატრიარქოს მხრიდან ამაზე რეაგირება არ ყოფილა და ითხოვს საქმის საქმეს უმკაცრესი მსვლელობა მისცეს. ზვიად გამსახურდიას წერილი 1: ოთარ ფერაძეს, თეიმურაზ ნიჟარაძეს, მალხაზ სხილაძეს და ღია წერილი, სრულიად საქართველოს  პატრიარქს ილია მეორეს. „მგონი დამეთანხმებით, რომ პატრიარქის მოვალეობაა მრევლის სულიერი დამოძღვრა და ტაძარში წირვის დროს, წესრიგზე ზრუნვა. ამ დროს არ უნდა…

მეტი...

“ზოგიერთი სასულიერო პირი ნარკოტიკს საკურთხეველშიც ასაღებდა” – მღვდელ-მონაზონის სკანდალური განცხადება (ვიდეო)

„ჩვენ ვიცით უამრავი ნარკოლეარიზატორი სასულიერი პირი, რომელთაგან, ზოგიერთი საკურთხვეელშიც კი ასაღებდა ნარკოტიკს და ეს ცნობილი ფაქტია,“ – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესია მსგავს მძიმე ცოდვებს სათანადოდ ვერ ებრძვის, რაც დაუსჯელობის განცდას აძლიერებს:   „ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იბრძოდეს მსგავსი მძიმე ცოდვების წინააღმდეგ, მაგრამ მექანიზმები ბრძოლისა, ცოდვებისადმი დღესდღეობით მორყეულია. ეკლესიის სასამართლო არ ფუნქციონირებს, კომისია არის პირობითად შექმნილი. მძიმე დანაშაულებს ნაკლები ყურადღება ექცევა. ჩვენ ვიცით უამრავი სასულიერო პირი ნარკოლეარიზატორი, რომლებთაგან, ზოგიერთი საკურთხველშიც კი ასაღებდა ამას და ეს ცნობილი ფაქტია,“- განაცხადა ანდრია სარიამ.

მეტი...

არავინ აპირებს მის შეწყალებას – მამა ანდრია გიორგი მამალაძეზე (ვიდეო)

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, დეკანოზ მამალაძის მიმართ დამოკიდებულებას გაწირვის პოლიტიკად აფასებს და აცხადებს, რომ დეკანოზის შეწყალების იმედი არ აქვს. აღნიშნულის შესახებ ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მღვდელ-მონაზონმა აღნიშნა, ქვეყნის პრეზიდენტი უდანაშაულო სასულიერო პირის შეწყალებაზე არ ფიქრობს და მას სხვა პატიმრებთან ათანაბრებს: „მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტისადმი თხოვნა, საპატრიარქოს მხრიდან, იყო მოსახლეობისთვის მესიჯის გაგზავნა, იყვნენ მშვიდად, რომ თითქოს, საპატრიარქო აკეთებს ყველაფერს ადამიანებისთვის. თუმცა, ჩვენ წლების განმავლობაში არაადამიანურობა ვიხილეთ მაღალი იერარქების მხრიდან, ვიხილეთ ნეგატიური განცხადებები დეკანოზ მამალაძეზე და არც ერთი მხარდამჭერი ნაბიჯი მის მიმართ, – ეს…

მეტი...

“ის იყო ბანდიტი და მკვლელი” – პუტინი ხანგოშვილზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხის შესახებაც ისაუბრა. გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქციეს. მისივე მტკიცებით, რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გერმანელ კოლეგებს აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს. “თქვენ გააძევეთ ჩვენი დიპლომატები, ჩვენ გავაძევებთ თქვენსას,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში, ჩეჩნურ კვალს ხედავს. მოსკოვი კი…

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა 3500 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მეტი...

დიღომში, უცნობმა მამაკაცმა ქალს ყელზე დანა გამოუსვა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ვაშლიჯვრის ასახვევთან მდებარე ფეხით გადასასვლელ ხიდზე, უცნობმა მამაკაცმა, ხიდზე გადამსვლელ ქალბატონს ყელზე დანა გაუსვა და გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა ქალი ხიდზე გადადიოდა, რომელსაც მამაკაცთან შეხება არ ჰქონია. მამაკაცი მას უკან მიყვებოდა, რა დროსაც, უცებ, მოულოდნელად დანა დაარტყა. შსს-ს განცხადებით, დაკავებული მამაკაცი ადრე ნასამართლევია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით…

მეტი...