საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. “მედიაცენტრი მთავარი” უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ბოლო დროს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად გართულებული ვითარება. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში…

მეტი...

სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე – სავარაუდოდ, დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი პირია დაკავებული. ადგილზე კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მეტი...

33 წლის მამაკაცი მოზარდებზე ძალადობდა – მისი ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია

თითქმის 2 თვიანი ფარული მოსმენისა და თვალთვალის შემდეგ, გამოძიებისთვის ცნობილია 33 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელიც არასრულწლოვან ბიჭებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. ასევე, გამოძიებამ იცის, რამდენიმე არასრულწლოვანი ბიჭი, რომლებიც დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გახდა. თბილისის ერთ-ერთ უბანში, მოქალაქე ზ.ე.-მ საკუთარ სახლში სექსუალური კავშირი დაამყარა 15 წლის ბიჭთან, რომელიც კონკრეტულ მისამართზე სოციალური ქსელით გაცნობის შემდეგ მიიყვანა. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მოზარდებთან ჩადენილი დანაშაულის შემსწრე ბევრია. გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთა, რომ სავარაუდოდ, ზ.ე. მარტო არ მოქმედებდა და მასთან ერთად არასრულწლოვნებთან იძულებით სექსუალური კავშირის დამყარებას სხვა პირებიც ცდილობდნენ. ეს ვერსია გაჩნდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დაზარალებული მეგობრებთან…

მეტი...

“პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პოლიციამ ბრალი წაუყენა. ინფორმაციას თავად უგულავა ავრცელებს. „ჰოი საოცრებავ! პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა, ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დღეს, მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

მეტი...

თბილისში, ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  ​შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის ​117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) არის დაწყებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი...

რუსეთის დელეგაციამ, დევნილთა დაბრუნებაზე საუბრის დაწყებისთანავე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მაგიდა დატოვა

რუსეთის დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდა ისევ დატოვა. როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ტრადიციულად, როგორც კი საუბარი დევნილთა დაბრუნებას შეეხო, რუსეთის ფედერაციამ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა. „ეს არის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც გრძელდება – როგორც კი საქმე მიდის დევნილთა დაბრუნების საკითხზე, რაც არის პრინციპული საკითხი და მთავრი ნაბიჯი კონფლიქტის თანდათანობით მოგვარებისთვის, აღნიშნულ საკითხზე საუბრის დაწყებისთანავე რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებების მაგიდას“, – აღნიშნა ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარსალიამ. მანამდე, ერთ-ერთი მთავრი საკითხი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დღის წესრიგში იდგა, ოკუპირებულ ახალგორთან ჩაკეტილი გადასასვლელის გახსნა იყო. როგორც დარსალიამ რაუნდის დასრულების…

მეტი...

“მთის ხალხი კულტურასთან ერთად იცავს საზღვრებსაც” – გიორგი გახარია

მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავარი თემა მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის გადინება იყო. ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათი განცხადებით, განვითარებისთვის საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთის ხალხი კულტურასთან ერთად საქართველოს საზღვრებსაც იცავს. “ის ხალხი ვინც მთაში ცხოვრობს ამ პირობებში, ისინი კულტურასთან ერთად იცავენ საზღვრებსაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ მთის ხალხისთვის სახელმწიფო ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ​”მხარდამჭერი პროგრამა არსებობს, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ მთის ხალხს და მათ მაღალი ხარისხის განათლება ჰქონდეთ ისე, რომ მათ ბარში ჩამოსვლა არ უწევდეთ”, –…

მეტი...

“ვფიქრობთ, ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს” – რუდენკო ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე

“ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჰუმანიტარული თემაა და ვფიქრობთ, ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. რუდენკოს თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მთავარი იყო.  „რაც შეეხება თქვენს ექიმს, მისი საკითხი ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. მოვისმინეთ ორივე მხარის შეხედულებები, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ბატონი გაფრინდაშვილი თავის ახლობლებს დაუბრუნდება. ჩვენი ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. როგორ გათავისუფლდება, ამას მე ნუ მკითხავთ. ის, როგორც იცით, კრემლში არ…

მეტი...

“ხვალ პარლამენტის პიკეტირება იგეგმება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. როგორც ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ. „ხვალ დილიდან იქნება პიკეტირება პარლამენტის, ამიტომ, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, ღამე უნდა გაათენონ. ვიდრე ამ სამარცხვინო „კლოუნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ”, – განაცხადა ბოკერიამ.

მეტი...

“დაოკდით, ბატონებო, ჯარი გაწუხებთ? – წაბრძანდით, იმსახურეთ” – დავით თევზაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სოციალური ქსელით ეხმიანება და განმარტავს, რომ ყოველ ნათქვამს, სწორად გამგები სჭირდება. მისი თქმით, გულზე მჯიღის ცემა მათგან, ვისაც ჯარში ერთი საათიც არ უმსახურია, მიუღებელია. “ამბობენ, ყველა ნათქვამს გამგები სჭირდებაო. ვისთვისაც გაუგებარია ქალბატონი პრეზიდენტის ნათქვამი, ყურადღებით გაეცანით სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის [(IISS), ბრიტანეთი] მონაცემებს და ადვილად დარწმუნდებით, რომ “რაღაც დალპა დანიის სამეფოში”… გულზე მჯიღის ცემა მათგან, ვისთვისაც საქართველოსთვის ომი, ან სულაც ჯარში სამსახური მხოლოდ აბსტრაქციაა და ერთ დღეს ვინ ჩივის, ერთი საათი არ უმსახურიათ არსად, საერთოდაც მიუღებლად მიმაჩნია.დაოკდით, ბატონებო, ჯარი გაწუხებთ?…

მეტი...

“ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით რაღაც ქარიშხალს” – ირაკლი კობახიძე

“პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება ერთ განცხადებაზე ქარიშხლის შექმნა და ყველაფრის დრამატიზება. „თუმცა, რაც შეეხება გადადგომას, ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება. არასწორია პრეზიდენტის მიმართ ასეთი რეკომენდაციით მიმართვა. მით უმეტეს, ორი წუთის წინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, კრიმინალ დეპუტატს უნდა შეუწყდეს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება. ამას აყენებენ ეჭვქვეშ იგივე კოლეგები და ამ დროს, ისინი სხვა სტანდარტით გვესაუბრებიან პრეზიდენტზე. ეს არ არის სწორი. ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი პარლამენტის შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად.…

მეტი...

“ეს ხალხი ვაშლს თლიდეს და ხელი გაეჭრას, “ქართულ ოცნებას” დააბრალებს” – მამუკა მდინარაძე

“ეს ხალხი სამზარეულოში ვაშლს თლიდეს და ხელი გაეჭრას, “ქართულ ოცნებას” დააბრალებს. გასაგებია, მაგრამ ჯერ გავერკვიოთ რაშია საქმე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე, დღეს, აეროპორტში გიგი უგულავასა და გოკა გაბაძვილზე თავდასხმის ფაქტს.  “ევროპული საქართველოს” ლიდერებზე თავდასხმის ფაქტს მმართველი გუნდის სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ თავდასხმა ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ფონს უკავშირდება. “მე პირიქით ვიტყოდი, ხომ არ არის ეს ბატონი გიგისა და ბატონი გოკას ქმედებების შედეგი?! თუმცა ამასაც არ აქვს მნიშვნელობა”, – ამბობს მაია ცქიტიშვილი. დედაქალაქის მერის თქმით, მიუღებელია, ყველა დაპირისპირებისას ხელის გაშვერა “ქართული ოცნებისკენ”. “მე…

მეტი...

“14 დეკემბერს დაგეგმილი აქცია ევროსაბჭოს თავჯდომარეობის საზეიმო აღნიშვნას უკავშირდება” – კახა კალაძე

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალგაზრდების ინიციატივაზია ისაუბრა და განაცხადა, რომ 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება. “მოგეხსენებათ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატვით, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება. ჩვენ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე  გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის…

მეტი...

“გასათვალისწინებელია, აქვთ თუ არა ამ კანდიდატებს მორალური უფლება, იყვნენ მოსამართლეები” – გია აბაშიძე

“მე არ დამაინტერესა ამ მოსამართლეების ბიოგრაფიამ, მე უფრო გამიჩნდა შეკითხვები, რომ მათი თვითშეგნება, გაბედულობა, თუ უტიფრობა, მათი წარსულიდან გამომდინარე, რამდენად შეეფერება დღევანდელ მოცემულობას,“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ისაუბრა. აბაშიძე ვარაუდობს, რომ არასასურველმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, მმართველი გუნდიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატის წასვლაც დააჩქაროს, რაც გუნდზე უარყოფითად აისახება:   „მმართველმა გუნდმა უნდა იმოქმედოს პრაგმატულად. არის შეკითხვები მოსამართლეობის ზოგიერთი კანდიდატის წარსულთან, გამოცდილებასა და ერუდიციასთან დაკავშირებით, რაც უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ ვიხილეთ საჯარო მოსმენების უნიკალური შემთხვევა, რაც ასევე, დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ძალიან კარგი პროცესი იყო. უნდა გაითვალისწინონ ამ მოსმენების შედეგები, გარდა ამისა, უნდა…

მეტი...

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ასახულია და ახალი დირექტორი უკვე შეუდგა მუშაობას. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური 2019 წლის 2 ოქტომბრიდან იყო, მას შემდეგ რაც ყოფილმა დირექტორმა ავთანდილ გალდავამ ახალციხიდან სამეგრელოში გადაინაცვლა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი ლევან ხარაბაძე 1980 წელს დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან ხარაბაძე 2016 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა დროს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინიტროს თბილისის…

მეტი...

“გამოძიება სერიოზულად მაინც არ წარიმართება” – გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის გამოკითხვა დასრულდა

„ევროპული საქართველოს“ წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის გამოკითხვა შსს-ში, დღეს, აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დასრულდა. გამოკითხვის შემდეგ, გიგი უგულავამ ინციდენტის დეტალები გაიხსენა. „თავდასხმა მოხდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში, უკვე პასპორტის კონტროლის მიღმა. ადამიანები ცოტა იყვნენ. ნაცნობი ქალბატონი იჯდა ჩვენს მაგიდასთან, რომელიც სხვა რეისით მიდიოდა. ვსვამდით ყავას, ვსაუბრობდით აბსოლუტურად განყენებულ თემებზე. ამ დროს მოვიდა ვიღაც მუტრუკი, რომელმაც დაიწყო საუბარი კლასიკური ტექსტებით, რომელსაც ყოველდღე ვისმენთ მათი „ორკებისა“ და „ტიტუშკებისგან“. ამის შემდეგ, მე ვუთხარი, რომ დაენებებინა თავი, ამასობაში მოვიდა მეორე ტიპი, უკვე კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი. ჩხუბი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც,…

მეტი...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ ორი თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8896 ლარი ეღირება, ევრო – 3.2028 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8004 ლარი. 11 დეკემბრის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9089 ლარი ღირდა, ევრო –3.2210 ლარი, ფუნტი – 3.8319 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 დეკემბერს შევა ძალაში.

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილი ამგვარი განცხადებით აზიანებს საკუთარ რეიტინგს და შესაძლოა, მმართველ პარტიასაც” – კახა ოქრიაშვილი

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასა და ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს. ოქრიაშვილი პრეზიდენტის განცხადებას არ ეთანხმება. დეპუტატი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამგვარი განცხადებით საკუთარ რეიტინგს და შესაძლოა, მმართველ პარტიასაც აზიანებს. „პრეზიდენტის მეორე განცხადება გავრცელდა, რომ მისი განცხადება არასწორად ინტერპრეტირებული იყო. არ ვიცი, პრეზიდენტის რომელი განცხადებაა უფრო სწორი, პირველი თუ მეორე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არ ვეთანხმები არც პირველ და არც მეორე განცხადებას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ უნდა გვყავდეს, და იმედია გვყავს, პატარა, მაგრამ ძალიან ეფექტური ჯარი. აგრეთვე, ძალიან ეფექტური თავდაცვითი საშუალებები…

მეტი...

“ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯართან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. „დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი სახეზე გვაქვს, ტერორიზმთან ბრძოლაში, როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც, სხვათაშორის, 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან. ახლა არ ვიცი ბოლო მონაცემები, დასრულდა თუ არა ეს ოპერაცია. იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი და ჩვენ,…

მეტი...

რა თქვა სინამდვილეში პრეზიდენტმა – სამხედრო ექსპერტი განმარტებას აკეთებს

“მესმის პრეზიდენტს რისი თქმა სურდა. სიტყვები სხვაგვარად რომ დაელაგებინა, ყველა გაიგებდა იმას, რაც მე გავიგე. მომისმენია მისი სიტყვები, რომელიც თავად დაუწერია, წაუკითხავს და ვერ შეედავები,” – აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავართან” ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას გააკეთა. ამირან სალუქვაძის განცხადებით, პრეზიდენტს სურდა ეთქვა, რომ საქართველო რეგიონს დაიპყრობს განათლებით და კულტურით. ექსპერტის თქმით, პრეზიდენმა სათქმელი ვერ ჩამოაყალიბა, რაც საზოგადოებამ არასწორად გაიგო. “ფრაზა შეიძლება კონტექსტიდან ამოგლეჯილია, შეიძლება თვითონ ფიქრობს, რომ ვერ გავიგეთ, რა იგულისხმა. მას უნდოდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ჯარის ყოლას, რომელმაც უნდა დაიპყროს რეგიონი. ჩვენ…

მეტი...

„ფრანგულენოვანია ჩვენი პრეზიდენტი, მაგრამ როდესაც მგრძნობიარე თემაზე საუბრობ, საჭიროა, გამართული მეტყველება” – გია აბაშიძე

„ცხადია, ფრანგულენოვანია და ფრანგულად აზროვნებს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ როდესაც ძალიან მგრძნობიარე თემებზეა საუბარი, საჭიროა გამართული მეტყველების უნარ-ჩვევების გამოვლენა“, – ასე შეაფასა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის ქართულ ჯარზე საუბრობდა. ანალიტიკოსის თქმით, არ არის აუცილებელი, პრეზიდენტი თვითონ წერდეს სიტყვას მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის, ამისათვის მას უნდა ჰყავდეს სიტყვის დამწერი: „არ არის აუცილებელი, რომ პრეზიდენტი ყოველთვის თვითონ წერდეს თავის სიტყვას, მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის. ამისთვის არსებობს სიტყვის დამწერი, ე.წ. სპიჩრაიტერი. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის გამოსვლამ არ გამოიწვიოს სხვადასხვა სპეკულაცია, სხვადასხვა ინტერპრეტაცია და ისეც მუდმივად დამმუნათებელი დესტრუქციული ძალა კიდევ უფრო არ…

მეტი...

“გამობრძანდეს ეს ქალბატონი და რა ენაც იცის, იმ ენაზე მოგვიხადოს ბოდიში” – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან, მოძრაობა “შეცვალეს” შემდეგ აქციას, ალეკო ელისაშვილი მის მხარდამჭერებთან ერთად მართავს. სამოქალაქო მოძრაობა ითხოვს, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ალეკო ელისაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და ის რუსულ ინტერესებს ატარებს. “სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ქართული ვიცით და გვესმის. სიტყვასიტყვით თქვა, რომ ჩვენ არ გვყავს ჯარი, ჩვენ არ გვყავს შეიარაღება და არც გვექნება, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. ძალიან კარგად გავიგეთ, რასაც ლაპარაკობდა, გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. არ გვჭირდება მისი ბოდვა და განმარტებები. გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს არმიას, შეიარაღებულ ძალებს, მის პირად შემადგენლობას და…

მეტი...

“ქართველები, საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ლიდერები არიან” – საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის საქართველოს მოქალაქეები ლიდერები არიან. ელჩის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიდი მიღწევაა. “ვფიქრობ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ერთ-ერთი ლიდერები არიან. ამისთვის რამდენიმე ზომა მივიღეთ. ი​სეთი ქვეყნებიდან, როგორიც საქართველოა, განაცხადის განხილვა ძალიან სწრაფად ხდება. ახლა ჩვენს ევროპელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ვმსჯელობთ,” – განაცხადა დიეგო კოლასმა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის განვითარების შესახებ, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს.

მეტი...

აზერბაიჯანი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახებ, განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანული მხარე გუშინ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ორი მწყემსი ცდილობდა, რომელთაც თან ძაღლები ახლდათ. მათივე განმარტებით, ძაღლები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დაესხნენ თავს, რა დროსაც მათ, საპასუხოდ, ცეცხლი გახსნეს და ინციდენტისას შემთხვევით, ერთ-ერთი მწყემსი დაჭრეს. “დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ მწყემსს თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მწყემსის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის, საქართველოს მოქალაქე და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბელის მკვიდრია,”- წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ…

მეტი...

შანტაჟი ინტიმური სურათებით – თინეიჯერების ახალი სატყუარა ინტერნეტ სიცრცეში

საქართველოს ინტერნეტ სივრცეში, ე.წ ლურჯი ვეშაპის თამაშში ჩასაბმელად, თინეიჯერებისთვის ახალი სატყუარა გაჩნდა. ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის გოგონა, სავარაუდოდ, ე.წ ლურჯ ვეშაპს ემსხვერპლა, ახალ პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, სოციალურ ქსელში, ადამიანთა ჯგუფები ცრუ გვერდებს ქმნიან, თინეიჯერ გოგონებს უკავშირდებიან, რომელსაც თანატოლად ეცნობიან, უმეგობრდებიან და შემდეგ ინტიმური ხასიათის სურათის გადაღებას სთხოვენ. როგორც ნანა ბერძენიშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ინტიმური სურათით, ისინიც მოზარდებს აშანტაჟებენ – თუ თამაშს არ დაიწყებემ, სურათს გამოუქვეყნებენ. მისი თქმით, არაერთი თანატოლი დაუკავშირდა მას დახმარების თხოვნით. “ქართულ რეალობაში ვიღაც ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი), ქმნის ყალბ პროფილებს, თითქოს თინეიჯერი გოგო. სქემა შემდეგია. ყალბი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი: საქილიკო ხდება ყველა სიტყვა, რომ არაფერი ვთქვათ ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ “ლობიოს ჭამაზე”

“ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით, რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას, ” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები კეთდებოდეს, ისმის გამუდმებული კრიტიკა ჩასაფრებული პოზიციიდან: “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება? იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ „ლობიოს ჭამაზე”) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით, რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას და ასევე…

მეტი...

უმრავლესობამ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობამ, პარლამენტს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი მიმართვის შესახებ ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარედ კანდიდატურის არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდება. საკითხი ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ კენჭსაყრელ საკითხებს დაემატება. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აკაკი ზოიძემ თანამდებობა დატოვა.

მეტი...

“ქართული ოცნების” წევრები, უმრავლესობის დატოვებას უარყოფენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კობა კობალაძე და ზაზა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფრომაციას, გუნდის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, უარყოფენ. როგორც დეპუტატებმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადეს, ამის შესახებ არც არავის უკითხავს და არც არანაირი შეფასებები გაუკეთებიათ. “ადამიანმა რამე შფასება ან განცხადება რომ გააკეთო, უნდა გკითხონ ამის შესახებ, რომ კითხვას უპასუხო. ჩემთვია საერთოდ არავის უკითხავს გუნდის დატოვებას ვაპირებ თუ არა, ისე გაავრცელეს ეს ცრუ ინფორმაცია. რაც არ მითქვამს და რასაც არ ვფიქრობ, როგორ შიძლება თავი ვიმართლო? შეიძლება, როცა რაღაცას ამბობ, ჟურნალისტმა კონტექსტი შეცვალოს, მაგრამ არ არსებული როგორ შეიძლება გააშუქო. დაერეკათ და ეკითხათ მაინც,” – განუცხადა “მედიაცენტრ…

მეტი...

“არასწორია, რომ ავტომობილი მთლიანად რეკლამებით შეფუთოთ“ – რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან ტაქსის მძღოლები

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტაქსის მძღოლები საკუთარ ავტომანქანებზე რეკლამის განთავსების გამო არ ჯარიმდებიან. მისი თქმით, საპატრულო პოლიცია ჯარიმას წერს იმ შემთხვევაში, თუკი რეკლამა განთავსებულია ავტომანქანის იმ ნაწილზე, რომელიც რეგულაციაში გაწერილი არ არის ან ტაქსი მთლიანად შეფუთულია სხვადასხვა სახის რეკლამით. „გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპატრულო პოლიციამ დაიწყო დაჯარიმება ტაქსის მძღოლების, რომლებსაც საკუთარ ავტომობილებზე რეკლამა აქვთ განთავსებული. მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო და ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორია ტაქსების ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ იქნა შემუშავებული. A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს თეთრი…

მეტი...

“თუ თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს წევრად ან თავმჯდომარედ აირჩევენ, ეს იქნება დარტყმა იურიდიულ საზოგადოებაზე” – კახა წიქარიშვილი

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები ალექსანდრე ბარამიძე და კახა წიქარიშვილი მიიჩნევენ, რომ გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წევრად არჩევა, საქართველოს იურისპრუდენციას საფრთხეს შეუქმნის. როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაეს სასამართლოში, ყალბი დიპლომის მქონდე მოსამართლე წევრის არსებობა, ეჭვქვეშ დააყენებს სასამართლოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. “თადუმაძესთან დაკავშირებით გარკვეულია ყველაფერი. ამ კაცს წარმოდგენილი აქვს დიპლომი, რომელიც შეიცავს, არასწორ მონაცემს. ამ კაცს, მისივე აღიარებით, არ აქვს წარმოდგენილი ნამდვილი დიპლომი. იურიდიული ფაქტის ამსახველი მონაცემით, როდის დაიწყო ამ კაცმა სწავლა უნივერსიტეტში არასწორი და ყალბია.  ეჭვქვეშ დადგება უზენაესი…

მეტი...

„თუ პარლამენტთან კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები იქნება, განვშორდები“ – ბოიკოტი მოსამართლეების დამტკიცებას

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან ერთად, ხვალ, პარლამენტთან საპროტესტო აქციასა და სხვადასხვა წარმოდგენას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პროტესტი ცივილურ ფორებს არ უნდა გასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აქციას გაერიდება. „ხვალ, საინტერესო დღე იქნება იმ კუთხითაც, რომ პარლამენტის მიმდებარედ, მაშინ, როცა იურიდიული კომიტეტის მოსამართლეების კანდიდატების განხილვას დაიწყებს, ჩვენც საპროტესტოდ გამოვალთ. გვექნება სხვადასხვა სანახაობრივი წარმოდგენაც. ეს აქცია მშვიდობიანი იქნება და პიკეტირება ჩვენთვის მიუღებელია. თუ პროტესტი კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მიიღებს, მე განვშორდები“ – განუცხადა კახა წიქარიშილმა „მედიაცენტრ მთავარს“.   რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს უვადოდ…

მეტი...

მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება

თბილისის მერიამ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია. “მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება ისე, რომ მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება”, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საკითხზე საუბარი ორი კვირის წინ დაიწყო და მოლაპარაკების პროცესი ვიცე-მერს დაევალა. „მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოეწურათ. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვი. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც დაიწყებს ამის მოწესრიგებას და მივედით იქამდე, რომ უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება-განახლება, იმ პროცესის პარალელურად, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწყებული ახალი ავტობუსების შემოყვანით და ავტოპარკის განახლებით. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან,…

მეტი...

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღანელი, ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანი განათლებით ეკონომისტია და ის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. რაც შეეხება მამუკა მუმლაძეს, რომელიც აქამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსხურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, კახა კალაძის განცხადებით, ის მუშაობას კვლავ მერიაში გააგრძელებს. თბილისის მერმა მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „მამუკა მუმლაძე, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს არსად მიდის და ჩვენთან აგრძელებს მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის, რაც მან გააკეთა ამ რთულ პერიოდში. როდესაც ჩვენ მოვედით დედაქალაქის მთავრობაში და…

მეტი...

„აქცია პარლამენტთან დილიდან დაიწყება, იქნება სიურპრიზიც“ – ალექსანდრე ბარამიძე

პარლამენტში, ხვალ, უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების საკითხს განხილვა ხმაურის ფონზე ჩაივლის. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეკრებას გეგმავენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოსამართლეების 20 კაციან სიას აპროტესტებენ და  დეპუტატებს მოუწოდებენ, განხილვა ჩააგდონ.   როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ხვალინდელი აქცია მასშტაბური იქნება. „ხვალ იქნება აქცია პარლამენტთან. როგორ და რა პირობებში იქნება, ამას დავინახავთ. ისინი არიან არალეგიტიმურად ქცეული ორგანოს მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომელსაც არ ეთანხმება საზოგადოების არც ერთი სერიოზული ნაწილი. მე ვიქნები აქციაზე და ეს იქნება არაძალადობრივი აქცია“, – განაცხადა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი…

მეტი...

“ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას“ – ადმინისტრაცია პრეზიდენტის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურააბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც ქართულ ჯარს შეეხებოდა, განმარტებას აკეთებს. მათი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. „პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, –…

მეტი...

“ნუ ამართლებთ, რომ ამ ქალმა ენა არ იცის” – სააკაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

“ნუ ამართლებთ ჯერ კიდევ დარჩენილი მისი მხარდამჭერები, რომ ამ ქალმა ენა არ იცის, ან გიჟად არის – ეს არის შურისძიების პირდაპირი გამოხატულება ჩვენს ჯარზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან,” – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქართული ჯარის თაობაზე. მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება ათეულობით ქართველი გმირის შეურაცხყოფაა: „გაყალბებული არჩევნების შედეგად, ივანიშვილის მიერ მოხვეულმა თოჯინამ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი. ტყუილად ნუ ამართლებთ ჯერ კიდევ დარჩენილი მისი მხარდამჭერები, რომ ამ ქალმა ენა არ იცის, ან გიჟად არის…

მეტი...