„სილქნეტი“ დაბლოკილი ვებგვერდების შესახებ განცხადებას ავრცელებს

  •  

 „სილქნეტი“ კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის დაბლოკილი გარკვეული ვებგვერდების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ საკითხს გამოვეხმაუროთ გარკვეულ ვებგვერდებთან წვდომის შეზღუდვაზე, რათა საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებელს განვუმარტოთ იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც ესოდენ ნეგატიურად აღიქმება. მოხდა კონკრეტული ვებგვერდების დაბლოკვა. ეს ის გვერდებია, რომლებიც არალეგალურად ახდენდნენ იმ კონტენტის, კერძოდ ფილმების და სერიალების გავრცელებას, რაშიც კომპანიები, მათ შორის „სილქნეტი“ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე კანონიერად და პასუხისმგებლიანად, ყოველწლიურად, მილიონობით ინვესტიციებს ახორციელებენ. ის ვებგვერდები კი, რაც დაიბლოკა, ახდენდნენ ჩვენს მიერ ოფიციალურად მოპოვებულ ფილმებისა და სერიალების არალიცენზირებულად გავრცელებას მომხმარებელზე. ეს ხდებოდა ყველანაირი კანონის დარღვევით, ბიუჯეტში გადასახადების…

მეტი...

9 წლის ელენე მუშკუდიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

  •  

 9 წლის ელენე მუშკუდიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია აღმოაჩნდა. პატარა ელენეს გადასარჩენად სასწრაფოდ გერმანიაში მკურნალობაა საჭირო, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ ელენემ იცოცხლოს თქვენი თანადგომა უმნიშვნელოვანესია.ნებისმიერი ოდენობის თანხა  შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი:GE12BG0000000161538671ან პირადი ნომრით: 45001035843მიმღები: გულნარა მახათაძე თიბისი ბანკი:GE40TB7725445064300007მიმღები: გულნარა მახათაძედანიშნულება: ელენესთვის

მეტი...

ნიუ-იორკში „დიასპორის სახლმა“ მიგრაციის კვირეული გამართა

  •  

 18-21 დეკემბერს ნიუ-იორკში ორგანიზაციამ „დიასპორის სახლი“და მისმა პრეზიდენტმა ინა ასანიძემ დიასპორული კვირეული გამართა. კვირეული გამართვაში მონაწილეობა მიიღო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციამ „ერთობა“. ღონისძიებები 18 დეკემბერს, მიგრაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციით დაიწყო, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს 6 ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციები, საქართველოს საკონსულო ამერიკაში, ნიუ-იორკის მერის ოფიციალური წარმომადგენელი, ამერიკაში რესპუბლიკური კლუბის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის თანადამფუძნებელი, ბორდის წევრი ჯოზეფ კონკენონი, ნიუ-იორკის ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ნიუ-იორკში მიგრაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილება მიიღო საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი…

მეტი...

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები პატიმრობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

  •  

 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების საფუძველი საქალაქო სასამართლოს არ ჰქონია. „კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა დაცვის მხარის მხრიდან ქალბატონი მარიანა ჩოლოიანის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილება. აღკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დაცვის მხარე შეფარდებული ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს სადავოდ ხდის. შესაბამისად, დაცვის მხარემ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, გავასაჩივრეთ ზემდგომ ინსტანციაში. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ პატიმრობა გაუქმდეს, ვინაიდან ამგვარი უმკაცრესი ღონისძიების…

მეტი...

“ოცნებას” მხარს ბოტები კი არა, ნამდვილები უჭერენ, რომლებსაც ვერავინ ვერასდროს გააუქმებს” – მამუკა მდინარაძე

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იმ ჯგუფთან, რომელზეც “ფეისბუქის” ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, “ქართულ ოცნებას” და მის მენეჯმენტს არანაირი ურთიერთობა არ აქვს. “თუმცა გაუქმებული ანგარიშების უდიდესი ნაწილი, ჩანს, რომ მხარს უჭერდა ხელისუფლებას ან ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას “ნაცმოძრაობასა” და მის დანაყოფებზე (რაც პრინციპში არც დიდ სირთულეს წარმოადგენს და არც ტყუილების თქმას საჭიროებს). “ფეისბუქის” განცხადებაში ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიაზე ნათქვამი არ არის არც ერთი სიტყვა – როგორც ამას “ნაცები” ტირაჟირებენ. მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა ქვეყნის შიგნით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიცადეს სრული ფიასკო, დაკარგეს ის…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა

  •  

 ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ორს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სამს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. “განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის  19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ხოლო, 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, ასევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ერთ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

  •  

 ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი სოლოღაშვილს ბრალი წარედგინა. როგორც მისმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, ბრალში მითითებულია, რომ კონფლიქტი დაიწყო ერთ სუფრაზე, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ის მას არ ჰქონია პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი. ჩომახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის ფორმულირებას ეთანხმება და ბრალს აღიარებს. „საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. ბრალში მითითებულია, რომ კონფლიქტი დაიწყო ერთ სუფრაზე, სადაც იმყოფებოდნენ და სვამდნენ სასმელს. შესაბამისად, გამოძიება დაწყებულია პირადი დაპირისპირების საფუძველზე და არა პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველზე. რაც შეეხება ჩვენებებს, ჯერჯერობით არ ვიცნობ, ვინაიდან არ შემდგარა დაცვის ოქმი, როდესაც შედგება დაცვის ოქმი და…

მეტი...

“20 ივნისის ამბები ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო” – ელიზაბეთ რუდი 2019 წლის პოლიტიკურ მოვლენებზე

  •  

 აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აჯამებს. მისი თქმით, საქართველოსთვის 2019 წელი საკმაოდ დატვირთული იყო ახალი გამოწვევებითა და სირთულეებით. ელიზაბეთ რუდი იმედოვნებს, რომ 2020 წლიდან აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და დასტაბილურდება. “სულ ახლახანს მიიღეს გადაწყვეტილება სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო მოულოდნელი ამბებიც რამაც უფრო ინტენსიური გახადა ეს წელიწადი. ჩამონათვალში პირველ ადგილზეა 20 ივნისის ამბები, რაც ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ იმ თანმდევი შედეგების გადაჭრას, რაც ამ მოვლენებს მოჰყვა. იყო გარკვეული წუხილი რის შესახებაც ჩვენ ხმა მივაწვდინეთ საქართველოს მთავრობას და გამოვთქვით იმედგაცრუება მოსამართლეთა…

მეტი...

“დანაშაული კი არ დამალა, გადაარჩინა” – ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

  •  

 ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არათუ დანაშაული დამალა, არამედ ცოტნე გამსახურდია გადაარჩინა: “შეტყობინების ვალდებულება არ ჰქონდა მას იქიდან გამომდინარე, რომ პოლიცია როცა მივიდა იქ იყო და ფაქტიურად ნახეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქვე, სასწრაფო დახმარების მანქანას გაყვა და საავადმყოფოში მიიყვანა, პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაარჩინა,” – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ. შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან 19 დეკემბერს დაჭრეს, მას ბასრი საგნით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა. განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

“ვერავის დავუშლით, ესა თუ ის პარტია თუ პოლიტიკოსი გააკრიტიკოს ანონიმურად” – გია აბაშიძე

  •  

 პოლიტოლოგი გია აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები და გვერდები არა უშუალოდ ხელისუფლების ორგანიზებით, არამედ მმართველი გუნდის მხარდამჭერებით შეიქმნა. „არასწორია ამის ორგანიზება ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად დააბრალო ხელისუფლებას. შეიძლება ეს იყვნენ მხარდამჭერები. თუ გადავხედავთ, ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენი მათგანია აქტიური სოციალურ ქსელებში – ვერავის ვერ დავუშლით ესა თუ ის პარტია თუ პოლიტიკოსი გააკრიტიკოს ანონიმურად. ამას უნდა ვებრძოლოთ დასავლური პრაქტიკით, როგორ ხდება, მაგალითად, ბრიტანეთში ან საფრანგეთში. ბოლომდე ვერ შევებრძოლებით, მაგრამ ფაქტია, როგორი სიბინძურე ვიხილეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ახლაც დიდი ალბათობით უარესი განმეორდება საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა აბაშიძემ. პოლიტოლოგი ამბობს, რომ…

მეტი...

ავსტრალიაში განგაშის კატასტროფული დონე გამოცხადდა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

  •  

 ავსტრალიაში ახალი სამხრეთ-ველსის შტატში განგაშის კატასტროფული დონე გამოცხადდა. ძლიერი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 23-ზე მეტი მეხანძრე. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. შტატში ხანძრის 100-ზე მეტი კერაა დაფიქსირებული. ხანძრის გამო დაიკეტა გზები, დაინგრა შენობები და გადაიდო ავიარეისები. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის. გასულ კვირებში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. დამწვარია მილიონზე მეტი ჰექტარი.

მეტი...

აქცია პარლამენტთან – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის საქმიანობაში ხელშეშლას აპროტესტებს

  •  

 პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გააპროტესტეს. ბოლო პერიოდში აქციების გაშუქების დროს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის, მათი საკუთრებისა და ტელეკამერების ხელყოფის ფაქტებზე ეთიკის ქარტიისგან გამოხმაურება მოჰყვა. პარლამენტის შენობიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობა “თბილისი მარიოტისკენ” განაგრძეს, სადაც ეთიკის ქარტიის კრება იმართება.

მეტი...

“კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ 1 ადამიანი დაესხა თავს ცოტნეს” – ანა ჯაბაური

  •  

 ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის თქმით, ის გამოძიებას უნდობლობას არ უცხადებს, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდიას თავს მხოლოდ ერთი ადამიანი დაესხა:  “ჯერჯერობით გამოძიებას არ მოუცია ჩვენთვის საფუძველი, რომ არ ვენდოთ, ყოველ შემთხვევაში აქამდე. მე არ გამომიცხადებია უნდობლობა გამოძიებისთვის, პირიქით ოპერატულობისთვის მადლობაც გადავუხადე, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო, კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ 1 ადამიანი დაესხა თავს ცოტნეს და 4 იქ მოწმედ იმყოფებოდა. როგორ ერთ ადამიანს ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეთი ურტყამდა და მესამეთი ბლაგვი საგანი? ცოტნე იყო ძალიან ძლიერი ვარჯიშობდა ბევრს, ფიზიკურადაც დიდი და ჯანმრთელი იყო და ცოტნეს ვერც ერთი და ვერც…

მეტი...

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ოთხი ტიპის სკამებს შეისყიდის

  •  

 თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ოთხი ტიპის სკამებს შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1.88 მილიონი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში ურბანული მოხმარების სკამების ესკიზები და ტექნიკური პარამეტრებია მოყვანილი. იგეგმება 155 ერთეულის შესყიდვა, მათგან რვა ოთხკუთხედი უნდა იყოს, 11 – მრგვალი, 66 – თეთრი და 60 – ხის სკამი. ჭავჭავაძის გამზირზე უახლოეს პერიოდში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპი უნდა დაიწყოს. მანამდე კი, გამზირზე დროებით ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგა.

მეტი...

“ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა, ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება” – ექიმი

  •  

 ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიასთვის დამატებითი ოპერაციის გაკეთება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. „პაციენტს უგრძელდება მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა და არის სტაბილურად მძიმე. რამე ტიპის დამატებითი ჩარევა ამ ეტაპზე ისევე, როგორც გუშინ, დაგეგმილი არ არის. გამოკვლევები ჩატარებულია. ამ გამოკვლევების საფუძველზე გაწვდით ინფორმაციას, რომ რამე ტიპის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. კვლავინდებურად მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ექიმმა. ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

მეტი...

“ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მომხდარის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს” – ადვოკატი

  •  

 “ტატო ღარიბაშვილი ყველანაირად გამორიცხავს მომხდარის პოლიტიკურ მოტივს”, – ამის შესახებ პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატმა, რომან ნადირაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჯერ არავინ არავის არაფერს არ ედავება. ბრალი არავის აქვს წარდგენილი. მის პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ. კატეგორიულად გამაფრთხილა, რაიმე ვთქვა. მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვი. პოლიტიკური მოტივი არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან ერთი პირი დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

მეტი...

ბათუმში, პატრულის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

  •  

 ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატრულის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა, რომლის აცილებაც გელა ჭაღაძემ მოითხოვა. დღევანდელ პროცესს ბრალდებულის ოჯახის არც ერთი წევრი არ ესწრებოდა. გელა ჭაღალიძემ აღნიშნა, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი. „ამხელა ბრალს მე არ ვიმსახურებ, საერთოდ არ დამიზიანებია მეორე პოლიციელისთვის ფეხი. ეს არ არის სიმართლე და არც ორჯერ დამირტყამს დანა, თან ეს დანა კი არა, მოკლე საგანი იყო“, – ამბობს ბრალდებული. პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, ობიექტური გამოძიების მიზნით, თუ საჭირო გახდა, აუცილებლად დაინიშნება ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით სათანადო ექსპერტიზა. „თავდასხმა მოხდა განზრახ, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელი იყო. არც დაჭრილს…

მეტი...

“ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მისი ბავშვობის მეგობარია” – ადვოკატი

  •  

 ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთი, პეტრე ყუფარაძე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია. ამის შესახებ  ყუფარაძის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებიდან 3 პირი სარფის საზღვართან დააკავეს. მათ შორის არის მძღოლი, რომელსაც მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული და კიდევ ერთი პირი მიჰყავდა საზღვრისკენ. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  •  

 12:35 საათზე საქართველოში 3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ონიდან 6 კმ-ში დაფიქსირდა.

მეტი...

ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

  •  

 საქართველოს პირველის პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, კვლავ მართვით სუნთქვაზეა. როგორც კლინიკის რეანიმაციული განყოფილების მორიგე ექიმმა ნინო ბურდულმა განაცხადა, გასული ღამის განმავლობაში მდგომარეობის გართულებას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. „პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. დინამიკაში გამოჩნდება შეიცვლება თუ არა ჩარევიც მოცულობა. არსებითი ცვლილებები არ არის. დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო“, – განაცხადა ექიმმა.

მეტი...

ევროკავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

  •  

 ევროკავშირი ცხინვალის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა: “განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახში დაბრუნების უფლებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას იმ დაუყონებლივი ნაბიჯების მნიშვნელობაზე, რომლებიც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების აღსადგენად”,- ნათქვამია განცხადებაში. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  •  

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლ.ლ. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ლ-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ელექტროშოკის აპარატით უკანონო თევზჭერის მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი. „გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე  მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, –…

მეტი...

“ფეისბუქმა” და “ინსტაგრამმა” საქართველოში შექმნილი 418 ყალბი ანგარიში წაშალა

  •  

 სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ. „ფეისბუქის“ ცნობით, მათ მიერ შექმნილი გვერდები პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად, აქტივისტურ დაჯგუფებებად და მედიასაშუალებებად იყო შენიღბული, სადაც გვერდის ადმინისტრატორები და მფლობელები წერდნენ ადგილობრივ სიახლეებსა და ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ორგანიზაციების კრიტიკა. საერთო ჯამში, „ფეისბუქმა“ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის…

მეტი...

კლიმატურ საფრთხეებთან ბრძოლაში საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან

  •  

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა“ და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა სათემო ფორუმი. ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისა და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს სათემო ფორუმში, რომელიც 19-20 დეკემბერს კაჭრეთში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატური საფრთხეების შესახებ და ადგილობრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები განიხილეს. სათემო ფორუმი ჩატარდა ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კლიმატური კატასტროფებისგან საქართველოს მოსახლეობის დაცვას ემსახურება. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა 2019 წელს დაიწყო და საქართველოს 11 დიდი…

მეტი...

„დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი“ – აშშ-ის მთავრობა რუსეთის ფედერაციას მიმართავს

  •  

 „შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას ხედავს როგორც მორიგ სიმპტომს უფრო დიდი პრობლემისა, რაც არის ოკუპაცია და აგრესია“ – აცხადებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში და რუსეთის მთავრობას მიმართავენ. “აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ დღევანდელი განაჩენის ლეგიტიმურობას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი. შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას ხედავს როგორც მორიგ სიმპტომს უფრო დიდი პრობლემისა, რაც არის ოკუპაცია და აგრესია“ – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. დიპლომატიური კორპუსი ასევე…

მეტი...