სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, იაშვილის კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია

სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, იაშვილის კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია. იაშვილის კლინიკის ექიმის, მაია ალთუნაშვილის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 56 პაციენტი მკურნალობს, აქედან 37 შემთხვევა „ბ“ ჯგუფის კატეგორიის ვირუსია. „ნოემბრის ბოლოდან მომართვიანობა სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, საკმაოდ გაზრდილია. დაახლოებით 20%-ით მოიმატა მომართვიანობამ. სულ დადასტურებულია 56 შემთხვევა. უმეტესობა „ბ“ გრიპის ვირუსია. განსაკუთრებით საყურადღებოა წლამდე ასაკის ბავშვების მდგომარეობა. ახასიათებს მაღალი ცხელება, რომელიც ძნელად ექვემდებარება დამწევს, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა. მშობლებს ვურჩევთ იყვნენ პედიატრის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. განსაკუთრებით, თუ ცხელება არ ემორჩილება დამწევ საშუალებას, საკვებისა და სითხის მიღებაზე ამბობს უარს“,- აცხადებს მაია ალთუნაშვილი.

მეტი...

თბილისის უბნებში, შეჭირვებულებისთვის ცხელ საკვებს უფასოდ დაარიგებენ

„გუალე – კეთილი გულით“ – ასე ეწოდება საქველმოქმედო პროექტს, რომელსაც „ახალი საზოგადოება“, მისი მხარდამჭერები და სხვა მოხალისეები აორგანიზებენ. პროექტი ითვალისწინებს უბნებში, ცხელი, ჯანსაღი საკვებით უსასყიდლოდ გამასპინძლებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. „ახალი საზოგადოების“ ხელმძღვანელის ლუკა ქამუშაძის თქმით, მათი სურვილია, რომ კვირაში ერთხელ, ფინანსურად შეჭირვებულ ადამიანებს, მიაწოდონ ის ცხელი საკვები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის  გასაუმჯობესებლად. ასევე, იგეგმება უბნების მიხედვით სიების შედგენა და პროექტის მსვლელობისას შემოწირული საკვების მათზე განაწილება. პროექტი 22 დეკემბერს კვირა დღეს დაიწყო, გამცემი პუნქტის კარავი განთავსებული იყო ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ. პროექტი იგივე ადგილას ყოველ კვირა დღეს ჩატარდება.…

მეტი...

“აუცილებელი ხომ არ არის ანწუხელიძესა და ტატუნაშვილივით მოექცნენ ვაჟა გაფრინდაშვილს, გმირად რომ აღიარონ” – ნიკოლოზ რაჭველი

“აუცილებელი ხომ არ არის ანწუხელიძესა და ტატუნაშვილივით მოექცნენ ვაჟა გაფრინდაშვილს ჩვენი ერის მტრები, რომ მისი გმირად აღიარება ჩვენსავე შეგნებაში სიღრმისეულად მოხდეს…”- ამის შესახებ მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს და ვაჟა გარფრინდაშვილის უაკნონო პატიმრობას კიდევ ერთხელ ეხმიანება. „ძალიან ხშირად, არაერთხელ დღეების, კვირების განმავლობაში ვფიქრობ რა შეიძლება გავაკეთო მე, ერთმა ადამიანმა, თუნდაც პროფესიის და წარმატების გამო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილმა ჩვენი დროის ნამდვილი გმირის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად… მხოლოდ მოწოდება “თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საკმარისად აღარ მეჩვენება, მაგრამ ვერც ვერაფერს ვიგონებ ახალს… ლიზა ბათიაშვილთან და ქეთი მელუასთან ერთად მეც მივეცი ინტერვიუ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან გაზეთს “The Guardian”, რომელიც მალე გამოვა, მაგრამ…

მეტი...

“გარყვნილების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით ადამიანის სული ავადდება” – მეუფე შიო

“მატერიალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით ადამიანის სული ავადდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის – ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე”, – ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) განაცხადა. “საქართველოში თვითმკვლელობების რიცხვი ძალიან იზრდება და ამასთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა. 10 წლის განმავლობაში თვითმკვლელობათა რიცხვი თითქმის გაათმაგდა. ჩვენ ამ პრობლემაზე ვფიქრობთ და ძალიან გვტკივა ეს. შეიძლება ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს ჩვენ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი…

მეტი...

“ცოტნე გამსახურდიას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, შეინიშნება დადებითი დინამიკა” – ანა ჯაბაური

ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნებ;ა. ცოტნე გამსახურდიას მეუღლის თქმით, პაციენტს დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და მოცემულ ეტაპზე დამატებით ქირურგიული ჩარევა არ არის დაგეგმილი. „ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახლა გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია. გადაწყდა, ცოტა ადრე გაეკეთებინათ, ხვალ დილით ვაპირებდით, მაგრამ მცირე უმნიშვნელო მიზეზების გამო ჩავატარეთ დღეს. შეინიშნება დადებითი დინამიკა, მცირე გაუმჯობესება არის, რამდენადაც დრო ამის საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე დღეა გასული და ველოდებით ახლა მაინც უცხოეთში გადაყვანას, რომ მოსალოდნელი გართულებებისთვის მზაობა იყოს. გადაყვანა დღის წესრიგში დგას, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება. მძიმედ რჩება, მაგრამ არის სტაბილური. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება…

მეტი...

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა. დოლიძე ამბობს, რომ საბჭომ შეარჩია მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც ლიდერად ლენინს მიიჩნევს. ანა დოლიძე მტრულ ნაბიჯს უწოდებს იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, რადგან მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მოსამართლეთა დანიშვნა დროებით შეჩერდეს, სანამ არ მოხდება სერიოზული რეფორმა. “დღეს იუსტიციის საბჭომ მორიგჯერ შეირცხვინა თავი და ძალიან ბევრი ადამიანი და მოსამართლე, რომლის მიმართაც არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები, კვლავ წარადგინა უზენაეს სასამართლოში. სიმბოლო ამ პროცესისა არის, იმ ადამიანის განცხადება 14 აგვისტოს, რომელმაც მიიღო 10 ხმა, მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის. როდესაც მას მე ვკითხე, მისი გაგებით, მისთვის…

მეტი...

“ოპოზიცია ისევ ფსკერზეა, ნაძვის ხე შეესაბამება ფასს და ერთ-ერთ საუკეთესოა ევროპაში” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი ცოტა ხნის წინ, საახალწლო ნაძვის ხის გარეშემო გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, ნაძვის ხე ფასს შეესაბამება და ერთ-ერთ საუკეთესოა ევროპაში. თბილისის მერი ოპოზიცის ბრალდებებს იტალიურ კომპანიასთან კორუფციულ გარიგებებზე აბსურდულს უწოდებს. “სამწუხაროდ, ოპოზიცია ისევ ფსკერზეა, მათი მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელი იყო, თუმცა, ნამდვილად არ მეგონა თუ ახალი წელი პოლიტიზირებული იქნებოდა. ჩვენ დედაქალაქში, ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და საუკეთესო განათება გვაქვს. რამდენადაც არ უნდა ეცადონ ოპოზიციის გაბოროტებული და განაწყენებული წევრები, თბილისი საუკეთესოდ არის მორთული საახალწლოდ,” – განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ.  აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მთავარ, მილიონიან ნაძვის ხეს, საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა…

მეტი...

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს” – ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სტამბექ ბექტემიროვს უფლებადამცველი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირის, სტამბექ ბექტემიროვის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ნინო შავშიშვილი ამტკიცებს, რომ ბექტემიროვს ნარკოტიკების გასაღების ფაქტთან კავშირი არ აქვს, ასევე მისთვის უცნობი იყო იმ ლაბორატორიის შესახებ, სადაც გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერებები მზადდებოდა. “ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მას რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან ჰქონდეს შეხება, კონკრეტულად, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც შეეხება გასაღებას. ექსპერტიზის დასკვნა არის ოდენობასთან დაკავშირებით გაცემული და ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კვალიფიკაცია სწორად არის განსაზღვრული. თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, არ ეთანხმება გამოძიებაში გარკვეულ მითითებულ გარემოებებს…

მეტი...

მოქალაქეებს “აიდი” ბარათების ე.წ. ჩიპის გარეშე მოთხოვნა შეეძლებათ – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ჩიპებიანი პირადობის მოწმობის წინააღმდეგ სარჩელის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია “აიდი” ბარათების გაცემაზე ელექტრონული მატარებლით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რწმენის გამო, ე.წ. ჩიპებიან პირადობის მოწმობის აღებაზე უარს აცხადებენ.  საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მოქალაქეების, ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის სარჩელი პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სადავოს ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ ითვალისწინებს პირადობის მოწმობის ელექტრონული მატარებლის, ე.წ. ჩიპის გარეშე მიღების შესაძლებლობას.   საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, სადავო ნორმის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ “აიდი” ბარათები ე.წ. ჩიპის გარეშე.  

მეტი...

ხვალ, წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 27-29 დეკემბერს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება. დასწრება თავისუფალია. მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე სიახლეებითა და ფასდაკლებით წარდგენილი იქნებიან ქართველი გამომცემლები. წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში, 11:00-დან 20:00 საათამდე საშუალება ექნებათ, განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ საჯარო ლექციები. საახალწლო ფესტივალი პატარებისთვის ლიტერატურულ თამაშებსა და გასართობ შოუპროგრამას მოიცავს. ფესტივალი უკვე მეექვსე წელია იმართება. „ახალი წელი ახალი წიგნებით!“ – ასეთია ფესტივალის სლოგანი, რომლის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საგამომცემლო…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება შეეხებოდა უშუალოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომლის ჩატარება სავალდებულოა მხოლოდ მაღალი რისკის პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგრამ არა მთელი მოსახლეობისთვის. მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოში გრიპის გავრცელების მხრივ არსებული ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს მოსახლეობის სავალდებულო იმუნიზაციას. „მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ გრიპზე ვაქცინაცია ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და ნაჩვენებია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ინფიცირების რისკის წინაშე. ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ქრონიკული დაავადების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ორსულები და მოხუცთა მოვლის დაწესებულებების…

მეტი...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: ილონა თოდუა, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, გენადი მაკარიძე, პაატა სილაგაძე, თეა ძიმისტარაშვილი. შერჩეული კანდიდატურები დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება. საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ექვსი კანდიდატი კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან შეარჩია. მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში არსებულ 20 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტში დაამტკიცეს 14 მოსამართლე, უმაღლეს ინსტანციაში დარჩა ექვსი ვაკანტური ადგილი. ვინაიდან კანდიდატებს უკვე აქვთ გავლილი გასაუბრება საბჭოში, აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ მოხდება აღნიშნული ვაკანსიების შევსება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

მეტი...

“აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ასიმილაციას უნდა დავუპირისპირდეთ” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წარმომადგენლობის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქართულ სოფლებს კურირებენ. ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯემალ გამახარიამ ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში შექმნილ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ამასთან დაკავშირებით შემუშავებულ პროექტებზე, რომელთა რეალიზება უკვე დაწყებულია. ისევე როგორც 24 დეკემბერს ზუგდიდში, აფხაზეთის პედაგოგებთან შეხვედრაზე,  მან ამჯერადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ  თუკი 5-10 წლის წინ გალის რესურს-ცენტრის მუშაობის ტრადიციული მეთოდები საკმაოდ ეფექტური იყო, დღეს უკვე სრულებითაც არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართული მოსახლეობის ასიმილაციის…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ზუგდიდში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, 25 დეკემბერს, ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აფხაზეთის საზოგადოებასთან – დევნილი საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან წინასაახალწლო შეხვედრა შედგა. სოფელ ფერიის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა სპექტაკლი „სოხუმში აგავა აყვავებულა“ წარმოადგინა. სპექტაკლი ეძღვნება ქართველებისა და აფხაზების ძმურ ურთიერთობებს. თეატრალური დასი დაკომპლექტებულია ქართველებისა და აფხაზებისგან. სპექტაკლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დარბაზზე და მაყურებლებში მძაფრი ემოცია გამოიწვია. დასის ჩამოყვანა ზუგდიდში უზრუნველყო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა. ზუგდიდსა და ზუგდიდის რეგიონში განსახლებულ სხვადასხვა თაობის დევნილებს და მოწვეულ…

მეტი...

“წელს, გრიპის შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია, დაფიქსირებულია გარდაცვალების ორი შემთხვევა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსები, თუმცა ჭარბობს B ტიპის ვირუსის შემთხვევები, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსები (H1N1, H3N5). „ჩვენი ლაბორატორიული მონიტორინგით, დაახლოებით სამჯერ მეტია B ტიპის ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ამ დროისთვის იყო შარშან. დღევანდელი რიცხვით, სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკჯგუფებში შემავალი 92 000 ადამიანი, ხოლო კერძო სექტორის მიერ დაახლოებით კიდევ 30 000 ადამიანი. სახელმწიფოს აქვს მარაგში ვაქცინების გარკვეული…

მეტი...

“დღეს, საბჭოს სხდომაზე გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კულუარებში უკვე მიღებულია” – ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განაცხადებით, დღევანდელი კენჭისყრა ფორმალური იქნება. მისი თქმით, საბჭოს წევრები გადაწყვეტილებას წინასწარ, კულუარულად იღებენ და სხდომაზე მხოლოდ ოფიციალურად აფორმებენ წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებებს. „გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იქნება იმ პროცესების გაგრძელება,  რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და რომლის დროსაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესში იყო სერიოზული დარღვევები. ამ დარღვევებით მოვიდნენ ის ადამიანები დღეს, რომელთა კენჭისყრაც გაიმართება. დარჩა 33 ადამიანი. ამ 33 კანდიდატს შორის არის სავარაუდოდ, თამარ ონიანის ყოფილი მაზლი, ასევე სხვა ადამიანებიც, რომლებიც დარღვევებით მოვიდნენ აქამდე. მოლოდინი მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უმრავლესობა,…

მეტი...

ხალხს უნდა დაუბრუნეს ის ფული, რაც ეკუთვნის – წულუკიანი ტელევიზიებზე დადებულ ინკასოს სამართლიანად მიიჩნევს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელევიზიებზე დადებულ ინკასოს სამართლიანად მიიჩნევს და იმ შერჩევითობის პრინციპის დასრულებაზე მიუთითებს, როდესაც მედიას ხელისუფლება გადასახადების გადაუხდელობას პატიობდა. მისი თქმით, ტელევიზიებმა დარჩენილი გადასახადი უნდა გადაიხადონ, რადგან ეს ფული ეკუთვნის ხალხს და არა რომელიმე მინისტრსა თუ კერძო კომპანიას. “ზოგიერთი ტელევიზია იხდის დაკისრებულ გადასახადს, ზოგი კი არა. იყო დრო, როდესაც სახელმწიფო მათ ამას პატიობდა, თუმცა, დროა დასრულდეს ამგვარი შერჩევითობის პრინციპი და ყველა კერძო ორგანიზაციამ მათ შორის, ტელეკომპანიებმა დაკისრებული გადასახადები გადაიხადონ, სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს ანუ, ხალხს. შესაბამისად,…

მეტი...

“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვირუსის პროფილაქტიკის საუკეთესო პრევენციული საშუალებაა”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრის საპირისპირო განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ვაქცინაცია ერთ-ერთო საუკეთესო საშუალებაა გრიპის პრევენციისთვის. მისი თქმით, ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში რეკომენდირებულია მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის და მისი ჩატარება მნიშვნელოვანია. “გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არცერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალება გრიპის პროფილაქტიკისა. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ ჯგუფებისთვის,” – განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია მას სავალდებულოდ არ მიაჩნია.

მეტი...

შაორის ტბაში 600 ცალი ნაკადულის კალმახი გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობა 600 ცალი ნაკადულის მოზრდილი კალმახი ტბა შაორში გაუშვა.ველური ბუნების სააგენტოსა და კომპანია შპს შაორის ტბის ერთობლივი პროექტი მიზნად შაორის ტბაზე ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენას ისახავს.2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს “წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. ამ დროისთვის ხელოვნურად გამოჩეკილია 20 000 ცალზე მეტი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმაა წელიწადში ნახევარი…

მეტი...

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში, კორუფციასთან ბრძოლის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ნავალნის მიერ დაარსებულ “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისში შესასვლელად, ძალოვნებმა კარი გახერხეს. ნავალნის პრეს-მდივნის, კირა იარმიში ინფორმაციით, ამჟამად ოფისში იურისტი ლიუბოვ სობოლი იმყოფება, თუმცა ის კავშირზე არ გადის. ჩხრეკა ჩატარდა, ასევე, „ნავალნი Live“-ის YouTube – არხის სტუდიაშიც. „ალექსეი ძალის გამოყენებით დააკავეს და წაიყვანეს. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დანარჩენები ახლახანს გამოუშვეს. კორუფციასთან ბრძოლის ფონდში იურისტები დარჩნენ, იქ ახლა ჩხრეკა მიმდინარეობს“, – აცხადებს ნავალნის პრეს-მდივანი.

მეტი...

“ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ, ვაქცინაციის წინააღმდეგ, საზოგადოების ეჭვები გააღრმავა” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა ვაქცინაციის წინააღმდეგ და საზოგადოებაში, სადაც ისედაც არსებობს გარკვეული ეჭვები იმუნიზაციის მიმართ, კიდევ უფრო გააღრმავა თავისი განცხადებით ეს ეჭვი,” – ასე გამოეხმაურა დღევანდელ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ჭიაბერაშვილის თქმით, “დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა”, ფართომასშტაბიანი კამპანია უნდა ჩაატაროს, იმუნიზაციის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად. “ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა ვაქცინაციის წინააღმდეგ და საზოგადოებაში, სადაც ისედაც არსებობს გარკვეული ეჭვები იმუნიზაციის მიმართ, ვაქცინების გამოყენების მიმართ, კიდევ უფრო გააღრმავა თავისი განცხადებით ეს ეჭვი. ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა მყისიერი რეაგირება და ამირან გამყრელიძის განცხადება იყო ერთგვარი მცდელობა, რომ…

მეტი...

ნარკოტიკების გასაღებისთვის ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს, ამოღებულია 6 მილიონი ღირებულების ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცენდენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. დაკავებულია საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ასევე,…

მეტი...

“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს” – ლია გიგაური

“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასეთი გაჭინაურება, კიდევ ერთხელ ნათლად და კარგად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობა, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, კვლავ გაგრძელდება: „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ კვლავ ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, ძალისხმევა არ გაჩერდება, რათა მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. რაც შეეხება ბერკეტს, გახლავთ იგივე, რომელსაც აქამდე ვიყენებდით. ეს გახლავთ…

მეტი...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა- შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის (ორი ეპიზოდი) ტ.ი. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ასევე ე.ჯ. დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ტ.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“ და 2019 წლის 27 მარტს 0,1156 გრ. – 400 ლარად, ხოლო 2 აპრილს 0,1475 გრ. 500 ლარად გაასაღა მოქალაქეზე. სასამართლოში გამოკვლეული…

მეტი...

“ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კერძო ტელევიზიები გადასახადების გადამხდელების ხარჯზე არ უნდა ფუნქციონირებდნენ. კალაძე ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადებას გამოეხმაურა. “თემას არ ვიცნობ, მაგრამ დავალიანება თუ აქვთ, რა თქმა უნდა გადასახდელია. ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები. ეს არასწორია,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

“კულტურის სამინისტროს 200 თანამშრომელი არ სჭირდება, ბიუროკრატიული პრობლემები უნდა დაინგრეს” – დავით ოქიტაშვილი

„ბიუროკრატიული პრობლემები უნდა დაინგრეს, აუცილებლად უნდა მოხდეს კულტურის სამინისტროს ოპტიმიზაცია“,  – ამის შესახებ „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამდენი საშტატო ერთეული კულტურის სამინისტროს არ სჭირდება, მისი ეფექტიანი მუშაობისთვის, საკმარისია  30-40 თანამშრომელი: „აუცილებლად უნდა მოხდეს კულტურის სამინისტროს ოპტიმიზაცია. 200-კაცამდე საშტატო ერთეული ამ უწყებას არ სჭირდება. არ სჭირდება კულტურის სამინისტროს ამდენი მოადგილე, ამდენი დეპარტამენტი, ამდენი მთავარი სპეციალისტი, ეს უნდა იყოს 30-40 კაცისგან შემდგარი კომპაქტური ორგანიზაცია, რომელიც ამ ყველაფერს მართავს. კულტურის სამინისტრო და იქ მომუშავე ადამიანები, იქ კი არ უნდა ისხდნენ, ისინი უნდა იყვნენ თეატრებში, მუზეუმებში… და…

მეტი...

“კულტურის მინისტრად ბადრი მაისურაძე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა” – დავით ოქიტაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ხელოვანთა მოთხოვნა დაკმაყოფილდება, „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი, კულტურის მინისტრის პოზიციაზე, რეკომენდაციას ბადრი მაისურაძეს უწევს, რომელიც ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოტრის მინისტრის მოადგილეა. ამის შესახებ ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბადრი მაისურაძე ის ადამიანია, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, წარმატებით უხელმძღვანელოს უწყებას და მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად: „კულტურის მინისტრად ბადრი მაისურაძე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა, რადგან ის სფეროს არაჩვეულებრივი ხელმძღვანელია. ბადრის აქვს იმის გამოცდილება და შესაძლებლობა, მართოს კულტურის სამინისტრო, იქიდან გამომდინარე, რომ კულტურის მინისტრს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწრაფად და დამოუკიდებლად გადაწყვეტილება. განათლების მინისტრის მოადგილე,…

მეტი...

,,ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს და სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები განხორციელდეს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა, კულტურის სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება. მისივე განმარტებით, სამინისტროების გაერთიანებამ  ე.წ. ოპტიმიზაციის სახელით გამოიწვია სისტემაში საკადრო წმენდა, პროფესიონალი კადრების გაშვება და რიგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაც. „ყურადსაღებია განცხადება, რომელიც გუშინ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გაავრცელეს. განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ამ სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება. სამინისტროების…

მეტი...

“მიმართვას ვუერთდები, თუმცა ხელი არ მომიწერია” – დავით ოქიტაშვილი სამინისტროების გაყოფაზე

„მე წარმოვადგენ სახელმწიფოს სტრუქტურას, საქართველოს კულტურის პალატას და ჩემგან ამ მიმართვაზე ხელმოწერა იქნებოდა უხერხული,“- ამის შესახებ „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, თუ რატომ არ არის მისი ხელმოწერა გუშინ გავრცელებულ მიმართვაში, რაც ქართველმა ხელოვნების მოღვაწეებმა ქვეყნის პირველ პირებს გაუგზავნეს. მისი თქმით, პირველივე დღიდან, როცა სამინისტროების გაერთიანება მოხდა, ის იყო წინააღმდეგი: „ჩემი ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ მე ვემსახურები ქართულ კულტურას, წარმოვადგენ სახელმწიფოს სტრუქტურას, საქართველოს კულტურის პალატას და ჩემგან ეს იქნებოდა უხერხული, იმიტომ, რომ მე გამოვდიოდი მხარე, მაგრამ პირველივე დღიდან, როდესაც ეს გაერთიანება მოხდა, ვიყავი წინააღმდეგი,…

მეტი...

„კულტურისა და განათლების სამინიტროს გაერთიანებამ დარგის დეგარდაცია გამოიწვია, კულტურა ჩაიკარგა”- დავით ოქიტაშვილი

„კულტურის სფეროს განათლების სამინიტროსთან გაერთიანება იყო უდიდესი შეცდომა, რომელმაც გამოიწვია კულტურის დარგების დეგარდაცია, ძალიან ბევრი მიმართულებით“- ამის შესახებ „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რადგან ქვეყანაში განთლება პრიორიტეტია, კულტურა მის ფონზე ჩაიკარგა და ამ სფეროში ბევრი რამ გაფუჭდა: „არ შეიძლება კულტურის სფერო გაერთიანებული იყოს ისეთ სამინისტროსთან, როგორიცაა განათლების სამინისტრო, რადგან განათლება ნებისმიერ ქვეყანაში არის პრიორიტეტი, და აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტროში, მათთან შეერთებით, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. მაგალითად, როდესაც აგაზავნი წერილს, კულტურის საკითხებზე, დაახლოებით 15 -20 დღე ელოდები პასუხს, იმიტომ რომ ეს მინისტრმა უნდა გაიაროს, მერე…

მეტი...

„როცა ადამიანების კეთილდღეობას და საცხოვრისს ეხება საქმე, ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად უნდა შევძლოთ კიდევ ბევრი ოჯახის გახარება“ – ლევან კობერიძე

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე მუხიანის პირველი მიკრო-რაიონის „ა“ კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა, რომლებსაც მისი დიდი ძალისხმევით, ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლობით ცხოვრობდნენ, საკუთრებაში სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ. “მიხარია, რომ ეს ადამიანები შობა-ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდებიან! ჩვენი ისტორია 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი “ქართული ოცნებიდან” და ეს ოჯახები გაზის, დენის და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე შეფარებული იყვნენ ამ შენობას და პატარა ბავშვებისათვის ოთახის გათბობა შეშის ღუმელით უწევდათ. დეპუტატად არჩევის შემდეგ დავიწყე ეკონომიკის სამინისტროში, მერიაში, გამგეობაში, ქონების მართვაში და ასე შემდეგ შუამდგომლობები,…

მეტი...

“არ არის სამართლიანი, ხაზი გადაესვას მთელ პროგრესს, რადგან ათი რეკომენდირებული მოსამართლის ნაცვლად, პარლამენტმა 12 მოსამართლე დაამტკიცა” – არჩილ თალაკვაძე

“სასამართლო არცერთ ქვეყანაში არ არის იდეალური და მითუმეტეს, ვერ იქნებოდა იდეალური პროცესი, რომელიც პირველად ჩატარდა ქვეყანაში, მაგრამ ის მაკვირვებს, რომ როდესაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში შერჩევის არანაირი პროცესი არ არსებობდა, მოსამართლეების კანდიდატურებს ასახელებდნენ პრეზიდენტები და როდესაც ამას პარლამენტი უდასტურებდა ნოტარიუსივით, არავის არასდროს ხმა არ ამოუღია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბალანსშია, ადმინისტრაციულ საჩივრებში – სახელმწიფო მოქალაქის წინააღმდეგ, ხშირად იგებს მოქალაქე. „ხუთი, შვიდი საქმე მაინც ხომ უნდა იყოს ასეთი, რომ…

მეტი...

“თუ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება არ დაამტკიცა, ბოქლომი უნდა დაედოს, თუ დამტკიცდა, მაშინ კარგი და პროგრესულია – ეს ორმაგი მიდგომაა“ – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ორმაგ მიდგომასთან გვაქვს საქმე. „საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში იღებს პარლამენტი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა და იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, ცუდია და სახლში უნდა წავიდეს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, მაშინ კარგი და პროგრესული იქნებოდა – ეს არის ორმაგი მიდგომა“,-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. მისივე შეფასებით, ივნისში, პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივის გამოცხადებას პროტესტი არ დაუსრულებია და პროტესტი დარჩა მანამ, სანამ ოპოზიციური პარტიების რესურსი ბოლომდე არ ამოიწურა. „რომ არ…

მეტი...

„ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაში ვხედავთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ“ – არჩილ თალაკვაძე

„მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს – ამ განცხადებაში არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, ასევე, ძალიან კონკრეტული წინადადებები, სადაც ნათქვამია, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომელიც კონგრესმენებისა თუ ევროპარლამენტარების მხრიდან კეთდება, მიღებულია როგორც მეგობრების პოზიცია. „თუ ვართ ის პოლიტიკოსები, ვისაც გვაინტერესებს საქართველო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაშინ, ამ გადმოსახედიდან უნდა ვიმსჯელოთ და გულწრფელად გითხრათ, რომ ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს. ამ განცხადებაში არის…

მეტი...

„ცოტნე გამსახურდიას ეს ადამიანები, დანებით შეიარაღებულები ჩაუსაფრდნენ და 15 წუთი ელოდებოდნენ – ახალი დეტალები გამსახურდიას დაჭრის საქმეში (ექსკლუზივი)

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაირკვა. საქმის მასალებს გამსახურდიების ოჯახის ადვოკატი წუხელ გაეცნო და დეტალებზე „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა. როგორც ამირან გიგუაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტავს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სუფრიდან გასული ადამიანები ცოტნე გამსახურდიას გარეთ ჩაუსაფრდნენ. ამირან გიგუაშვილი: გავეცანი საქმის მასალებს და როგორც მოსალოდნელი იყო, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო გიორგი ქვათაძე ანუ, სოლოღაშვილი. „მედიაცენტრი მთავარი:“ როგორ და რა ვითარებაში გაგრძელდა სუფრასთან დაწყებული კონფლიქტი და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა? ამირან გიგუაშვილი:  მოწმეები ადასტურებენ, რომ როცა…

მეტი...