“ხელისუფლების თავის ტკივილია ახლა, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან” – ნინო ბურჯანაძე

“ხელისუფლების თავის ტკივილია ახლა, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან, არის მძიმე ვითარება და ამას შველა სჭირდება”, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა. „ვიფიქრეთ გამოსავალზე და შევთავაზეთ ხელისუფლებას გერმანული მოდელი, რომელიც ნამდვილად შეესაბამება კონსტიტუციას. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ეს დადასტურდება ეუთო-ს და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან. ხელისუფლებას ჩვენ წინა შეხვედრაზეც ვთხოვეთ, რომ რადგან ჩვენი შემოთავაზება არ მოსწონთ და რადგან მათი ბრალია, რომ ეს კრიზისი შეიქმნა, გვითხრან, რა გამოსავალს ხედავენ ისინი ამ კრიზისიდან. რომ ამბობენ, კრიზისი არ არისო, ეს ერთი უბედურებაა.…

მეტი...

“მზად ვართ ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შესახვედრად მზად არის. თალაკვაძის თქმით, მათ აქვთ არგუმენტები, თუმცა, შესაძლოა კონკრეტულ შემოთავაზებებზე პასუხის მოსამზადებლად გარკვეული დრო აიღონ. “დღევანდელი მოცემულობით, შერეულ მოდელში საპარლამენტო მანდატების ნახევარი დაკომპლექტდება პროპორციული წესით, ხოლო ნახევარი მაჟორიტარული წესით და სწორედ ამ მეორე ნახევართან დაკავშირებით გვექნება ჩვენ დღეს განხილვა. როგორც იცით, ისედაც იყო დაწყებული მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობაზე და დღეს ჩვენ მზად ვართ, ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, ასევე, ავიღებთ დროს, რომ თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები, მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

სასულიერო პირების ნაწილი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებას ელოდება

“სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი”, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას აღნიშნა. სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ განაცხადა, რომ დეკანოზის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. „ჩვენ, სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტი”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა. შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

მეტი...

შსს მსოფლიო ჩემპიონს ლაშა ბექაურს პოლიციისადმი დაუმორჩილებლოსა და ხულიგნობას ედავება

მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება.  ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. შსს-ს ინფორმაციით, მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. ძიუდოისტი აცხადებს, რომ პოლიციამ მას თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მეტი...

“ნუ გამხდი ხალათს” – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

“ნუ გამხდი ხალათს” – ამ ლოზინგით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტურის გამოცდის საფასურის გაუქმებას მოითხოვენ. სტუდენტები ასევე რეზიდენტებისთვის, მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურებასა და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ არის გამორიცხული, სასამართლოს მიმართონ.

მეტი...

ქართველმა ხელოვანმა, 120 000 დოლარად შეფასებული კედელზე მიკრული ბანანი შეჭამა (ვიდეო)

მაიამიში, არტ ბაზელის გამოფენაზე, 120 ათას დოლარად გაყიდული მაურიციო კატელანის კედელზე მიკრული ბანანი, ქართველმა ხელოვანმა, დავით დათუნამ შეჭამა. “ჩვეულებრივზე მეტად გემრიელი იყო. მე შემიძლია ვჭამო ბანანი და ბანანის კონცეფცია – იმიტომ, რომ მე ვარ მხატვარი და არა ჩვეულებრივი ადამიანი”, – განაცხადა დეივიდ დათუნამ. გალერიის წარმომადგენლის განცხადებით, დავით დათუნას ხელოვნების ნიმუში არ გაუნადგურებია, ვინაიდან „ბანანი არის იდეა“.

მეტი...

“კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებს” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი, პეტრას ასტრევოჩუსი პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს. როგორც პეტრას ასტრევოჩუსმა განაცხადა, კრიზისი დიალოგის საშუალებით უნდა მოგვარდეს. „საქართველოში ამჟამად არსებული ვითარებით ძალიან შეშფოთებულნი ვართ. ამ პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ. ვაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის ხმას ამასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, იყოს პასუხისმგებლიანი და ღია პარტნიორი მოლაპარაკების პროცესში. ეს კრიზისი დიალოგის საშუალებით უნდა მოგვარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ კოალიციას გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რაც ეხება არჩევნებს. რეკომენდაცია ჩემგან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომხსენებლისგან, დემოკრატიულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით – არჩევნები ეს დემოკრატიული კრიტერიუმია, როგორც ფუნდამენტური პირობა ჩვენი მომავალი ურთიერთობისთვის. მათ, ვისაც არ ესმის დემოკრატიული კრიტერიუმის მნიშვნელობა, ისინი ცდებიან. მსგავსი…

მეტი...

დიალოგის მეორე რაუნდს სამოქალაქო მოძრაობის წევრები არ დაესწრებიან

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს ინფორმაციით, ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე რაუნდში ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის წევრები კვლავ არ მიიღებენ მონაწილეობას. ვაშაძეს იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაზე მრავალმხრივი ზეწოლა შედეგიანი იქნება. “ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვწუხვარ, რომ, როგორც ჩანს, არ იქნება შეხვედრაზე ახალგაზრდული ჯგუფი წარმოდგენილი, სამოქალაქო სექტორი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” ახალგაზრდებთან კონტაქტს გაურბის. რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, რომ წნეხი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის და რომელიც მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტით შევქმენით ხელისუფლებაზე, აიძულებს მას, რომ იფიქროს გამოსავალზე”,- განაცხადა გიორგი ვასაძემ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს,…

მეტი...

“თოვლის ბაბუამ გასცა ბრძანება” – ვითარება გლდანის ბაზარში (ვიდეო)

გლდანის ბაზარში ნიგოზი 20-დან 25 ლარამდე ღირს. როგორც გამყიდველებმა “მედიაცენტრ მთავართან” განაცხადეს, ახალი წლის დღეებში მისი ღირებულება არ მოიმატებს, თუმცა, ფასების მატებას მიჩვეული მყიდველები თადარიგს იჭერენ და ახალ წლამდე ნიგოზს თითი-თითო ჭიქებად ყიდულობენ, გააჩნია, რისი შესაძლებლობაც ექნებათ.

მეტი...

“რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას” – ილია მეორე ემიგრანტებზე

“მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ამასთან, ილია მეორის განცხადებით, კარგი იქნება უცხოელებზე მიწების მიყიდვა შეწყდეს. „მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო“,- განაცხადა ილია მეორემ.…

მეტი...

“ვნახოთ, რას მივაღწევთ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დადებითადაა განწყობილი იმ ფაქტის გამო, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი მიმდინარეობს და მის გარშემო გარკვეული პროცესებია. როგორც ჰარცელმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროპარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია პროპორციული სისტემის შესახებ მიმდინარე დისკუსიებზე. „მოვუყევი მათ ამჟამინდელ ვითარებაზე, მათ შორის პროპორციული სისტემის შესახებ მიმდინარე დისკუსიებზე, თუ რა იქნება შემდეგი. დიალოგის შინაარსზე, რომელსაც ჩვენ ვუწყობთ ხელს. ასევე ვესაუბრე უფრო ფართო საკითხებზე, რათა პარლამენტარებს ჰქონოდათ კარგი საწყისი მათ ქართველ კოლეგებთან შეხვედრების დროს. მოხარული ვარ გასულ კვირას შეხვედრის გაგრძელებით. ძალიან დადებითად ვარ განწყობილი პირველ რიგში იმ ფაქტის გამო, რომ დიალოგი…

მეტი...

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება

დღეს, სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართება. მორიგ შეხვედრაზეც განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ამის მიუხედავად, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრისთვის გამოთქვეს მზადყოფნა. დიალოგის გაგრძელების ინიციატორია დიპლომატიური კორპუსი. ამ ეტაპზე, უცნობია, კონკრეტულად ვინ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი. პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს გაუწიეს ანგარიში და მათ მიერ შეთავაზებულ შეხვედრას დათანხმდნენ.

მეტი...

თბილისი 2020 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება

თბილისი 2020 წელს ახალი საახალწლო  ილუმინაციებით შეხვდება.  შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა’’ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში საახალწლო ილუმინაციებისა და  კონსტრუქციების  მონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად,  სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.  კახა კალაძის თქმით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნა 25 დეკემბერს იგეგმება.  „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. მონტაჟდება ახალი განათებები და ვფიქრობ, ამ საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების შემდეგ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზად იქნება მოწყობილი. საზოგადოება თვითონ შეაფასებს, როდესაც მონტაჟის სამუშაოები დასრულდება და ქალაქი საახალწლოდ განათდება. ნაძვის…

მეტი...