“მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან” – კახა კალაძე

  •  

 “მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან”, – აღნიშნა ხუმრობით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე, განაცხადა, სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. “ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისი თქმით, დღეიდან 13 იანვრამდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრება მოქალაქეებს ორ ლოკაციაზე, პირველი რესპუბლიკის და ორბელიანის მოედანზე შეეძლებათ. “ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო…

მეტი...

2020 წლიდან შსს-ს თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება

  •  

 მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრზე, სამინისტროებმა არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები განიხილეს. საქმე ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს და იქ არსებულ ხარვეზებს. “2020 წლის 1 აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება. არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც მოგვარებულია, სადაც იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები.  განათლების სამინისტრო შემდეგ შეხვედრაზე მოიტანს კონკრეტულ დოკუმენტს, წესს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი – როდესაც შემთხვევა მოხდება, რას აკეთებს მასწავლებელი, მანდატური და სოციალური მუშაკი.  შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, წარმოადგენს წესს, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, არასრულწლოვნებთან გამოძიების ჩატარების დროს როგორ უნდა მოიქცნენ”,- აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია…

მეტი...

კობი-გუდაურის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

  •  

 კობი-გუდაურის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (93-107კმ) მონაკვეთზე, სოფელ ნადიბანიდან (69კმ-დან) ლარსის მიმართულებით, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

მეტი...

მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა

  •  

 “მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა”, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. “მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა. დღეს არსებული რეგულაციით კერძო სკოლებს აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება”, – განაცხადა დგებუაძემ. მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება სწორედ შეხვედრაზე შესვლამდე გააკეთა.

მეტი...

“ნებისმიერ დროს ველოდებოდი ინკასოს დადებას და ამ ჭეშმარიტების მომენტს” – ნინო ჯანგირაშვილი

  •  

 „კავკასიის“ ხელმძღვანელი, ტელეკომპანიისთვის ინკასოს დადებას ელოდა. ნინო ჯანგირაშვილი პროცესის საჯაროობას ითხოვს და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას აპირებს. “საიდან იწყებენ ათვლას, რატომ დაიწყო ათვლა მაინცდამაინც პირველი ოქტომბრიდან არა, მაგალითად, 3 ნოემბრიდან, ძალიან სასაცილოა ეს ამბავი. მე ჩემი ათვლის წერტილი მაქვს. როდესაც გავიგე ამ უსამართლობის შესახებ, რომ 55 მილიონი ჰქონდა სამ არხს დაგროვილი, მაშინ ვთქვი, რომ აღარ გადავიხდი გადასახადს. არ ვიხდი ბოლო პერიოდი, არც თხოვნით მიმიმართავს, რომ გადამივადეთ. ნებისმიერ დროს ველოდებოდი ინკასოს დადებას და ამ ჭეშმარიტების მომენტს. ველოდები ხელისუფლების პასუხს, როდის აპირებს, რომ დაგროვილი 55 მილიონის დავალიანება გადაახდევინოს პროსახელისუფლო ტელევიზიებს. არასერიოზულია, რომ თურმე მიმდინარე დავალიანებაც…

მეტი...

“შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები განეხორციელებინა” – ფინანსთა სამინისტრო

  •  

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე გადასახადების გადაუხდელობის გამო მიიღეს. საქმე ეხება ბოლო ორი თვის გადასახადს, რომელიც ტელევიზიებს 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული არ გადაუხდიათ. ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. საქმე არ ეხება გასული წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებებს, რომელთან დაკავშირებითაც ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ ზაფხულის თვეში მიმართა ტელემაუწყებლებს და სთხოვა, რომ ტელეკომპანიებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები წარმოედგინათ და ასევე, მიმდინარე…

მეტი...

“ეს მარტო ავადმყოფი არაა, არამედ სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს” – სააკაშვილი ზურაბიშვილზე

  •  

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილი ზურაბიშვილს  საბჭოთა “კაგების” “დაავერბოვკებულად“  მოიხსენიებს. “ეს მარტო ავადმყოფი არაა, არამედ სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს-ალბათ, საბჭოთა KGB-ემ ჯერ კიდევ საფრანგეთის დიპლომატად მუშაობის დროს “დაავერბოვკა” და მე კიდევ ზედმეტად მივენდე საფრანგეთის დიპლომატიის საკადრო პოლიტიკას. რას ვიფიქრებდი… აზერბაიჯანთან ხომ უკვე შექმნა პრობლემა და ახლა სომხეთთან ამწვავებს“, – წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის, საზღვრებზე. მისივე თქმით, საქართველოს საზღვრები მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ აქვს, არამედ პრობლემატია…

მეტი...

“რუსთავი 2”-ს, ”ტვ პირველსა” და ტელეკომპანია “კავკასიას” ინკასო დაედო

  •  

 ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, ”ტელეკომპანია პირველსა” და ტელეკომპანია ”კავკასიას” ინკასო დაედო.  მიმდინარე დავალიანებების გამო, შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას მიმართა. ფინანსთა სამინისტრომ ერთდღიანი ვადა ტელეკომპანიებს გუშინ მისცა. კანონმდებლობით, თუ გადამხდელი დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.

მეტი...

ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ

  •  

 ხელოვნების მოღვაწეები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ – შესაბამისი მიმართვა ხელოვანებმა გაავრცელეს. ისინი წერილობით მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღონ გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე. განცხადებაში, რომელსაც ცნობილი მოღვაწეები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველი არის მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურით. „სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტ-ექსპოებზე,…

მეტი...

შესაძლოა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მხოლოდ 50 პროცენტის აღდგენა მოხერხდეს

  •  

 პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იმდენად მყიფეა, რომ შესაძლოა, მხოლოდ 50 პროცენტის აღდგენა მოხერხდეს.  „ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ტაძრის აღდგენითი სამუშაოები 2021 წლამდე ვერ დაიწყება. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი აპრილში გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ტაძრის სახურავი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

მეტი...

“რუსეთის ხელისუფლებას ახალი ნორმანდიული ფორმატი კი არა, პირდაპირი დიალოგი უნდა შევთავაზოთ” – ნინო ბურჯანაძე

  •  

 “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ პირდაპირი დიალოგი უნდა შესთავაზოს რუსეთის ხელისუფლებას.  მისი თქმით, შესაძლებელია შენარჩუნდეს ყველა არსებითი ფორმატი, არავითარ შემთხვევაში უარი არ უნდა ვთქვათ პარტნიორების მხარდაჭერასა და თანადგომაზე. „არაერთგზის მითქვამს, რომ შესაძლებელია შენარჩუნდეს ყველა არსებითი ფორმატი, არავითარ შემთხვევაში უარი არ უნდა ვთქვათ პარტნიორების მხარდაჭერაზე და თანადგომაზე, როცა მე რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ვსაუბრობ ხოლმე, არასოდეს ვამბობ იმას, რომ მარტო ოსეთს უნდა ველაპარაკოთ და დასავლეთთან გავწყვიტოთ ურთიერთობები, ან დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ უნდა გვქონდეს“ ,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. ამასთან, ბურჯანაძის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არა ახალი ნორმანდიული ფორმატი, არამედ პირდაპირი დიალოგი…

მეტი...

მტირალას პარკში, ავარისაას გარდაცვლილი ხუთივე მგზავრი არასრულწლოვანია

  •  

 აჭარაში, მტირალას პარკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 5 მგზავრიდან ხუთივე 17 წლის მოზარდია. ისინი მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ, გავრცელებული ინფორმაციით, სარფიდან.  სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადავარდა და მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ.  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ტრაგედიის გამო, ბათუმში დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.

მეტი...

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო პროტესტის ნიშნად, ოთხმა თანამშრომელმა დატოვა

  •  

 ახალი მუფთის, ადამ შანთაძის არჩევის შემდეგ, სამუფთო პროტესტის ნიშნად დატოვა ოთხმა თანამშრომელმა – მუფთის მრჩეველმა, თემურ გორგაძემ, პრესსამსახურის უფროსმა, ოთარ ნადირაძემ, სამუფთოს გამომცემლობის ხელმძღვანელმა, გელა გოგიტიძემ, განათლებისა და ფეტვის განყოფილების უფროსმა, რეზო მიქელაძემ. მუფთის უკვე ყოფილმა მრჩეველმა და განათლების განყოფილების ყოფილმა უფროსმა რეზო მიქელაძემ განაცხადა, რომ ადამ შანთაძე დანიშნულია სუს-ის მიერ და ის ვერ გამოხატავს მუსლიმთა ინტერესებს. სწორედ ამან განაპირობა მათი პროტესტი. „რა თქმა უნდა, არის სუს-ის დანიშნული, თვენახევრის წინ უნდა ჩატარებულიყო მუფთის არჩევნები, ეს პერიოდი სუს-ი ეძებდა სასურველ კანდიდატს, წუხელ ღამის პირველზე დაურეკეს მუსლიმთა საბჭოს წევრებს, თავად მუფთმაც წუხელ გაიგო,…

მეტი...

ჩაქვში, ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

  •  

 აჭარაში, ჩაქვში მომხდარი ავარიის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველთა განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო, სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.  გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ოთხი ტურისტი, მეხუთე კი მათი მძღოლი იყო. ცხედრები სამაშველო სამსახურმა უკვე ამოასვენა და ამ დროისათვის პროზექტურაში არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

“ცოტა ლოგიკასთან აქვს პრობლემები ქალბატონ სალომეს” – დავით ჭიჭინაძე

  •  

 „მე მგონი ძალიან ცდება საქართველოს პრეზიდენტი და შეურაცხყოფას ნუ აყენებს ამ ქვეყანას”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ლოგიკასთან აქვს პრობლემები. “არადა,  თითქოს დიპლომატია, თითქოს გამოცდილებაც აქვს და ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, როგორც ვატყობ, ცოტა ლოგიკასთან აქვს პრობლემები ქალბატონ სალომეს. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ნააზრევს არ აჟღერებს, რადგან ხშირად მინახავს, მისი განცხადებების შემდეგ, რთულ მდომარეობაში აღმოჩენილი „ოცნება“. ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ ჩვენს  პრეზიდენტს ამ ქვეყანაში არ უცხოვრია იმ მძიმე პერიოდში, როდესაც ჩვენ მართლა კოლონია ვიყავით, თორემ ეცოდინებოდა სიტყვა კოლონიის მნიშვნელობა.…

მეტი...

ჩუღურეთის რაიონში, 50-მდე ოჯახი საახალწლო ნობათით დაასაჩუქრეს

  •  

 თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, დღეს ორმოცდაათამდე ოჯახი საახალწლო ნობათით დასაჩუქრდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რიმა ბერაძემ  წარმომადგენლობის თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად, რომლებმაც საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს, რაიონის მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა პენსიონერები  მოინახულა. მაჟორიტარმა მათ  დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. „საახალწლო კვირეულის ფარგლებში გამართული დღევანდელი ღონისძიების ფორმატი ოდნავ განსხვავებულია. დღეს, ჩვენი რაიონის მრავალშვილიან ოჯახებთან და მარტოხელა პენსიონრებთან ერთად, ის ბავშვებიც დავასაჩუქრეთ, რომლებმაც მაჟორიტარის წარმომადგენლობაში  წერილები გამოაგზავნეს და  საახალწლო სურვილები ჩაიფიქრეს. ჩვენთვის მთავარი ადამიანური ყურადღება და გვერდით დგომის განცდაა“, – განაცხადა რიმა ბერაძემ. წინასაახალწლო…

მეტი...

ილია ჯიშკარიანის ადვოკატი გამომძიებლებს საქმის მთავარი მტკიცებულების გაყალბებაში ადანაშაულებს

  •  

 საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, შესავალი სიტყვას ბრალდებულიც ესწრებოდა.  თამთა თოდაძე პროცესს არ დასწრებია, მისმა ადვოკატმა კი დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლო სხდომები არ დაიხუროს და საჯარო დარჩეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ჯიშკარიანის ადვოკატი გამომძიებლებს საქმის მთავარი მტკიცებულების, ჩვენებების გაყალბებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია თამთა თოდაძის და მისი დედის მიერ, შემთხვევასთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაზე. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ლინგვისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თამთა თოდაძის და დედის ჩვენება იდენტურია. “აღნიშული ექსპერტიზა არის პირდაპირი პასუხი იმისა, რომ ერთი პირის მიერ არის შესრულებული თამთა თოდაძის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება…

მეტი...

საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა

  •  

 საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა. მუსლიმთა საბჭოს 19 წევრიდან მას 13-მა დაუჭირა მხარი. სულ სამი კანდიდატი იყო წარდგენილი. ადამ შანთაძე ხუთი წლის წლის ვადით აირჩიეს. ის დღემდე მუფთის ბეგლარ ქამაშაძეს მოდგილე იყო. ბეგლარ ქამაშიძეს 5 წლიანი ვადა ამოეწურა.

მეტი...

სემეკ-მა გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დატოვა

  •  

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელად დატოვა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება. აღნიშნულის შესახებ, გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე შპს “თბილისი ენერჯისთვის” ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები განიხილა. “დადგენილი წესის მიხედვით, ჩვენ შევისწავლეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯები, მოხდა მათი აუდირება და შესაბამისად გათვალისწინებული იქნა ყველა ხარჯი, ხოლო ნაკლებ მიზანშეწონილი კი ამოღებული. გარდა ამისა, მომდევნო სამი წლისთვის ჩვენ რამდენიმე დღის წინ,  აღნიშნული კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებები შევითანხმეთ, რაც გათვალისწინებული იქნა ტარიფში,” – განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მეტი...

“საქართველოში ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ პატრიარქი აშენებდა გზებს ჩვენს შორის, რომ რწმენა და ერთმანეთი არ დაგვეკარგა”- არჩილ თალაკვაძე

  •  

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს. არჩილ თალაკვაძე დღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც პატრიარქის ინტრონიზაციის 42 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ილია მეორეს აღსაყდრების საიუბილეო თარიღი ტაძრის ამბიონიდან მიულოცა, მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრა და პატრიარქს დღეგრძელობა უსურვა. „ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს, ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლის თარიღს. როგორც ერთი მოქალაქე, ერთი სულიერი შვილი, მადლობას ვუხდი მას დიდი ღვაწლისთვის. ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, რწმენაში დაბრუნება, ნუგეში, ტრადიციების და კულტურის აღდგენა,…

მეტი...

“სამედიცინო ჩარევებზე ზედმეტად ორიენტირებული კლინიკები გავლენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან” – ჯანდაცვის მინისტრი

  •  

 “კლინიკები, რომლებიც ზედმეტად არიან ორიენტირებულები სამედიცინო ჩარევებზე, ან გავლენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ან დარჩებიან პროგრამაში და განახორციელებენ შესაბამის მანიპულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, დადგენილი იქნება გარკვეული პროპორცია იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც სოციალური პროექტი, მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გაგრძელდეს. „სახელმწიფოს არც ამ ეტაპზე გააჩნია საკმარისი სახელმწიფო კლინიკა და არც სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ბაზარი გაჯერდეს მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებით. უბრალოდ, აქ იქნება დადგენილი გარკვეული პროპორცია იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც სოციალური პროექტი, უსაფრთხოდ გაგრძელდეს ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ცნობილია, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რა…

მეტი...

თბილისში ბუნებრივი გაზის საფასური მცირდება

  •  

 კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 0.002 თეთრით მცირდება. აღნიშნულის შესახებ დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მათი ინფორმაციით, გაზის სამომხმარებლო ტარიფი, დედაქალაქში, 46.137 თეთრამდე მცირდება. სემეკ-ში განმარტავენ, რომ ტარიფის შემცირება გაზის შესასყიდი ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ წელს, გაზის სამომხმარებლო ფასი 46.139 თეთრი იყო.

მეტი...

“ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს” – ბიძინა ივანიშვილი

  •  

 “ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას, აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს, – ამ სიტყვებით მიულოცა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უწმინდესს დღევანდელი დღე. მისი თქმით, ერის ყველაზე დიდი საყრდენი სწორედ ეკლესია და პატრიარქია: “მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც რამდენიმე წლის წინ. 42 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა. უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას.…

მეტი...

“მადლობელი ვარ თქვენი, სიყვარულისთვის”- საქართველოს პატრიარქი

  •  

 “ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა. პატრიარქმა ქართველ ერს მადლობა გადაუხადა და ბრძანა, რომ დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. „დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას. მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე, ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის.…

მეტი...

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგაშო მდგომარეობაა – ენერგოომბუდსმენის ანგარიში “მედიაცენტრ მთავარში”

  •  

 სალომე ვარდიაშვილმა, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, წლის შემაჯამებელი დოკუმენტი წარმოადგინა და 2019 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული უწყება, ტრადიციულად, ყოველი წლის დეკემბერში მიმდინარე წელს აჯამებს, ყოველი წლის მარტში კი, მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, შინაარსობრივ დოკუმენტს წარმოადგენს, სადაც კონკრეტულ დარღვევებსა და შესაბამის რეაგირებებზეა საუბარი. როგორც მომმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსახლეობის მომართვიანობის რაოდენობა, 2014 წლიდან რეკორდულ მაჩვენებლს აღწევს და წელსაც, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რაოდენობა 4497-ს შეადგენს, ფრონტ-ოფისებში მოქალაქეთა ყოველდღიური კონსულტაციების რიცხვი კი, 9521-ია.   განცხადებების რაოდენობის მიხედვით, „ლიდერი“ წყალმომარაგების…

მეტი...

“ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მხოლოდ ორი რამ ვიცი – ომი, ან დიპლომატია, მესამე გზა არავის გამოუგონია” – პრეზიდენტი

  •  

 საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ტექნიკურ ფორმატებს ვერ ცდება. პრეზიდენტის თქმით, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის დალაგებას ემსახურება გრძელდება, თუმცა არაფერი იცვლება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი თავიდან პოლიტიკური იყო. “კარგად ვხედავთ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე გამართული შეხვედრები ტექნიკური ფორმატისაა. შეხვედრები შედეგიანი არაა, რადგან ბიუროკრატები ვერ იღებენ ჩვენთვის სასურველ გადაწყვეტილებებს. ტექნიკურ ფორმატებში ვართ გაჩხერილი, თუმცა მაინც ვაგრძელებთ, მაგრამ არაფერი იცვლება. ჟენევის ფორმატი დასაწყისში იყო პოლიტიკური, შემდეგ ჩამოვიდა ტექნიკურ დონეზე,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არ სარგებლობს ყველა დიპლომატიური რესურსით. მისი…

მეტი...

საჰაერო შოუ, კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები – საახალწლო ღონისძიებები თბილისში

  •  

 დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები დღეს, 20:00 საათზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.  როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით, დღის 12:00-დან ღამის 00:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი; გაიმართება თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და საბავშვო გასართობი ღონისძიებები.  „აბსოლუტურად ყველა ჩართულია კონცერტებში და დარწმუნებული ვარ, საინტერესო საახალწლო დღეები ელოდება დედაქალაქის მოსახლეობას და არამხოლოდ. რეგიონებიდან და სხვა ქალაქებიდან შეუძლიათ ჩამოვიდნენ მოქალაქეები და ძალიან ბევრი ტურისტიც ეყოლება ქალაქს. გვაქვს ორი ლოკაცია: პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, სადაც განთავსებული იქნება ყინულის მოედანი ბავშვებისთვის, ძალიან ლამაზად არის მორთული და…

მეტი...

2019 წელს, მოსახლეობას, მილიონი ლარის კომუნალურები ხარჯები ზედმეტად დაარიცხეს

  •  

 2019 წელს, მოსახლეობას, მილიონი ლარის ოდენობის უსაფუძვლოდ დარიცხული კომუნალური თანხები ჩამოეჭრა. ამის შესახებ, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან მიმდინარე წლის ანგარიში წარმოადგინა.   სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, გასული 5 წლის განმავლობაში, ენერგოომბუდსმენის სამსახურმა, მოსახლეობას უსაფუძვლოდ დარიცხული 11 მილიონი ლარი ჩამოაწერა: „5 წლის განმავლობაში ჩვენ შევაჯამეთ და 11 მილიონი ლარი გვქონდა ჩამოწერილი, 2019 წლისთვის კი ეს თანხა ჯამში შემდეგნაირად გამოიყურება: რეკომენდაციებით ჩამოწერილი თანხა გახლავთ 350 ათასი ლარი, ჯერჯერობით, რადგან რეკომენდაციებზე პასუხი მომავალი წლის იანვრამდე დაბრუნდება და ეს თანხა, შესაბამისად, გაიზრდება. ხოლო გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილი თანხა არის 371…

მეტი...

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

  •  

 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.  თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანალოგიურად იმუშავებს ტრანსპორტი შობის ღამესაც.  თბილისის მერი თქმით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება „31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებენ 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე. ვფიქრობ ეს ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იქნება შობის ღამესაც“,- განაცხადა კახა კალაძემ.  დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის…

მეტი...

“დაიბარეთ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, სამუშაოები თავიდან განახორციელონ” – კახა კალაძე

  •  

 თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის თანამშრომლები დღესვე დაიბარონ, რადგან საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული.  როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კომპანიამ საკუთარი ხარჯებით, სამუშაოები თავიდან უნდა განახორციელოს.  „რამდენიმე დღის წინ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. გულზე შემოგეყრებათ სამუშაოები ისე არის შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ, მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დღესვე დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები და საგზაო სამუშაოები თავიდან განახორციელონ. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის ჩაბარება. ჩვენ ამას არ…

მეტი...

ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ ელოდება

  •  

 „ჩემი პირადი მოსაზრებით და გაანგარიშებით, გაზის ტარიფის ზრდას, ამ ეტაპზე, არ ველოდებით, ვინაიდან არსებობს მთელი რიგი საფუძვლები და წინაპირობები იმისათვის, რომ ტარიფები არ გაიზარდოს,“- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, „თბილისი ენერჯის“ ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, დაწყებულია სატარიფო საქმის წარმოება. „თბილისი ენერჯის“ ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, სატარიფო საქმის წარმოებაა დაწყებული. რამდენიმე თვის განმავლობაში, აქტიურად ვარ ჩართული სატარიფო პროცესში, ყველა დოკუმენტაცია გამოთხოვილია, აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, ფაქტობრივად, უკვე დათვლილი და შესწავლილია ყველა კომპონენტი, მაგრამ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი კომისია. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ჩემი პირადი მოსაზრებით და…

მეტი...

პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კათოლიკე ქრისტიანებს შობას ულოცავს

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკე ქრისტიანებს დღესასწაულს ულოცავს. „ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ქრისტეშობის დღესასწაულს. სიახლის, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაული მშვიდობის, ბედნიერების და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. კათოლიკე ქრისტიანებს მიულოცა აგრეთე პარლამენტის თავმჯდომარემაც: „ქრისტიანული  სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტის სახელით,  ჩვენს  თანამემამულეებსა და ყველას, ვინც დღეს შობას სიხარულით ხვდება, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს და ბედნიერებას“- წერია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში. დღეს, 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

მეტი...

ცოტნე გამსახურდია, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

  •  

 მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას ექიმები უკვე მიიღეს. როგორ კონსტანტინე გამსახურდიამ “მედიაცენტრ მთავარს” დაუდასტურა, ექიმთა ჯგუფი ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანის საკითხს აქტიურად განიხილავს. კონსტანტინე გამსახურდია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს რომელ ქვეყანაზე და კლინიკაზეა საუბარი. როგორც ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა “მედიაცენტყრ მთავარს” განუცხადა, კონსილიუმი უკვე შედგა, გადაწყვეტილებაც მიღებულია. განცხადება ამის შესახებ დღეს, 12 საათზე გაკეთდება. “მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას დიდი ალბათობით გადაიყვანენ. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

  •  

 ცოტნე გამსახურდიას ოჯახი 24 დეკემბერს მედიაში გასული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთი შინაარსის სიუჟეტები, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას ემსახურება. მათი განცხადებით, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაშია ნათქვამი, თითქოს სუფრაზე წარმოქნილი კონფლიქტის ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო: „სიუჟეტში ასევე მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, რომ ცოტნე გამსახურდია, თავიდანვე აგრესიით გამოირჩეოდა ბრალდებულების მიმართ და რომ ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალების მიზნით, გარიდებოდნენ ცოტნე გამსახურდიას, თუმცა იგი დაეწია მათ, რის შემდეგაც კონფლიქტი გამწვავდა. სიუჟეტში გამოყენებული იყო ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ცოტნე გამსახურდია დაკავებული პირების მიმართ, მთელი დღის…

მეტი...

“შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს ზეიმობს” – პრეზიდენტი

  •  

 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაული მიულოცა ყველას, ვინც მას 25 დეკემბერს აღნიშნავს.  მილოცვის ტექსტი პრეზიდენტმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. “შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს – 25 დეკემბერს ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს – ჩვენი საზოგადოების განუყოფელ წევრებს! ყველას ვუსურვებ მშვიდობას ქვეყანაში, სიმშვიდესა და ბედნიერებას!”- წერს პრეზიდენტი.

მეტი...