ყველამ პასუხი უნდა აგოს, რომ ლუკას ტრაგიკული შემთხვევა იყოს უკანასკნელი

ლუკა – სულ რაღაც 15 წელი და დასრულებული ახალგაზრდა სიცოცხლე.  არადა, ისრაელიდან ჩამოსული ექიმების შემდეგ, წარმატებული ოპერაციის შემდეგ როგორი იმედი იყო, რომ მოზარდი გადარჩებოდა. „მედიაცენტრი მთავარი“ სამძიმარს, თანადგომასა და მხარდაჭერას  უცხადებს ლუკას ოჯახსა და ახლობლებს. ყველა ადამიანი, თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა სიცოცხლის დასრულებაში, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ყველამ პასუხი უნდა აგოს, რომ ლუკას ტრაგიკული შემთხვევა იყოს უკანასკნელი, იყოს მსგავსი ტრაგედიის დასასრული!      

მეტი...

დაიკითხა 70 მოწმე, დაკავებულია გამომძიებელი, ძიება გრძელდება – არასრულწლოვანის თვითმკვლელობის საქმე

15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა, სადაც სს საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა. ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, დაკავებულია გამომძიებელი, თუმცა საქმეზე ძიება გრძელდება.    „გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ჩვენების მიცემის იძულების ფაქტს. მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების…

მეტი...

“ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“ – “მწვანე სკოლის“ განცხადება 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე

თბილისის „მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური მათი სკოლის ყოფილი მოსწავლის, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ამ მძიმე ფაქტის შემდეგ სიტყვები უძლურია. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, გამოძიების დასრულებას დაელოდება. „უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია, ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა…

მეტი...

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი დააკავეს – საგანგებო განცხადება

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაკეთდა. მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

მეტი...

“კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე” – ნინო ლომჯარია

“კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე”,- ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა.   “მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს, ასევე, შევაფასებთ, რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით,”- წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ლუკა სირაძე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და,…

მეტი...

“უმრავლესობას არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი, რომ ერეკლე კუხიანიძეს გაუუქმოს მანდატი” – ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქპოსტს, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს ეხებოდა, ემიჯნება. ​მისი განცხადებით, სანამ ფრაქციის სხდომა არ შედგება და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას არ გააცნობენ, წინასწარი ვარაუდის გაკეთება სწორი არ იქნება.  “საკრებულოს დატოვების უფლება და უფლებამოსილება ჩვენ არ გვაქვს. აქ საუბარია თანამდებობის დატოვებაზე. საკრებულოს დატოვების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება შექმნას სამმა რაღაცამ: ერეკლე კუხიანიძის პირადმა განცხადებამ, მისმა დამნაშავედ ცნობამ და ადამიანის გარდაცვალებამ. ამიტომ, ვინმეს მიმართ მანდატის დატოვების მოთხოვნის უფლება არის სამართლებრივად უშედეგო. ჩვენ ვერც ერთი ამას ვერ ვაიძულებთ.  უმრავლესობას არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი, რომ…

მეტი...

“ეს სასახლე და მასში განთავსებული ავეჯი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საერთო საგანძურია“ – სალომე ზურაბიშვილი

“ეს სასახლე და მასში განთავსებული ოჯახებში მოძიებული ავეჯი, ნახატები და სხვა ექსპონატები არც ჩემი და არც რომელიმე ხელისუფლების საკუთრება არ არის, ეს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საერთო საგანძურია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანებს სასახლეში „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების ოჯახსა და სასახლეზე ისაუბრა. „სწორედ ეს ტრადიცია გვაძლევს დღეს ამ შეხვედრის საშუალებას. მიხარია ისიც, რომ მაქვს დიდი პატივი, გიმასპინძლოთ დღეს გაცოცხლებულ ორბელიანების სასახლეში, რომელსაც, თუ ინებებთ, დაათვალიერებთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ჩვენს ტრადიციებს ინახავს ეს სასახლე. აქ ცხოვრობდა ერთ-ერთი გამოჩენილი და უკანასკნელი…

მეტი...

“ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მხოლოდ ქვეყნის სრული ერთსულოვნება და პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევა მოიტანს შედეგს” – სალომე ზურაბიშვილი

“ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მხოლოდ ქვეყნის სრული ერთსულოვნება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევა მოიტანს შედეგს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანებს სასახლეში „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არ შემიძლია, არ გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია, ეს არის გაყოფილი ქვეყანა, საოკუპაციო ხაზი, ოკუპირებული ტერიტორიები და ტყვეობაში მყოფი მოსახლეობა. ეს წარმოადგენს ჩვენს ყველაზე დიდ, ყოველდღიურ და უფრო და უფრო მძიმე გამოწვევას. ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მხოლოდ ქვეყნის სრული ერთსულოვნება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევა მოიტანს შედეგს და იქნება ასეთი შედეგი. ყველგან და ყოველთვის უნდა დავიცვათ ქვეყნის ინტერესები…

მეტი...

15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. ლუკა სირაძე იაშვილის სახელობის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მოზარდის მდგომარეობის შესაფასებლად ისრაელიდან ექიმებიც კი ჩამოიყვანეს.  12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 კი დაპატიმრებულია – კვლევა

2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 კი დაპატიმრებულია – საერთაშორისო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრის გარეშე” ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო გარემო მექსიკაში, სირიაში, სომალსა ავღანეთსა და პაკისტანშია. ჟურნალისტთა რიცხვი ბოლო 16 წლის განმავლობაში შემცირებულია, თუმცა გაზრდილია რეპორტიორებისთვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები. დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით ჩინეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი ლიდერობს.

მეტი...

“მოლოდინები გაუმჯობესდა, რაც მოკლევადიან პერიოდში კურსის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს” – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარების მიზეზებად სებ-ის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას და მოლოდინების გაუმჯობესებას ასახელებს. რაც შეეხება დღეს ლარის მცირედ გაუფასურებას, გვენეტაძის თქმით, შეუძლებელია კურსის ერთი დღის მოძრაობაზე კომენტარის გაკეთება. „სავალუტო რეზერვების ინტერვენციები განვახორციელეთ, ასევე განხორციელდა სარეზერვო მოთხოვნების შემცირება უცხოურ ვალუტაში, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტია ამ შემთხვევაში, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ეს არის კლასიკური ქეისი, რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში და ვფიქრობთ, არის მოლოდინების გაუმჯობესებაც, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კურსის ფორმირებაში მოკლევადიან პერიოდში. ასევე გამოქვეყნდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ…

მეტი...

“მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი” – 15 წლის მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო

ისრაელიდან მოწვეული ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მედიკოსების თქმით, მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი. მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. “მოზარდი ამჟამადაც კრიტიკულ მდგომარეობაშია, მომდევნო 4-5 დღეში ვნახავთ, შეძლებს თუ არა მიღებული ტრავმის დაძლევას. ვუტარებთ შესაბამის მკურნალობას და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად,“ – აცხადებს ისრაელიდან მოწვეული ექიმი, ზიონ ზიბლი. თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. ფაქტს წინ უძღოდა “მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მისი დაკითხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე…

მეტი...

მამუკა მდინარაძე, 2008 წელს მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერ დეპუტატთა სიას აქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპის საბჭოს მიერ 2008 წელს მიღებული რეზოლუციიდან ამონარიდს ავრცელებს: “2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან… იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ(!)… მოღალატეა, ვინც ამას ხელს მოაწერს ან მხარს დაუჭერს! მეთანხმებით თუ არა?!”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. მოგვიანებით, მამუკა მდინარაძემ იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2008 წელს ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. “​მხარდამჭერები –…

მეტი...

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ლიბიაში ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ლიბიაში ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს. ინფორმაციას საგარეო უწყება ადასტურებს. პროცესში ჩართულია საელჩო და საქართველოს 2 მოქალაქე სამშობლოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება. მეზღვაურები 2017 წელს დააკავეს, მათ გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა. “ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ჩვენი მეზღვაურები ლიბიაში. ჩვენი საელჩო აქტიურად არის ჩართული პროცესში და გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველში,”-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მეტი...

მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და ფინანსთა სამინისტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია დასრულდა

„თბილსერვის ჯგუფმა“ მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და ფინანსთა სამინისტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია დაასრულა. სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავლაბრის მიწისქვეშა გადასასვლელში, გარე პარაპეტები, ჩასასვლელები და გვირაბის კედლები ქართული აგურით მოპირკეთდა; მოეწყო დეკორატიული მოაჯირები და დამწვარი გრანიტის საფეხურები; გორგასლის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში შეკეთდა და გამოიცვალა ბაზალტის ფილები; ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი აღიჭურვა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით და ანტივანდალური LED სანათებით. გარდა ამისა, გამოიცვალა სანიაღვრე ცხაურები და შეკეთდა გასასვლელი გვირაბების ჭერები. რეაბილიტაციის შედეგს ადგილზე გაეცნენ ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორი რომეო მიქაუტაძე და დირექტორის  პირველი მოადგილე დავით დოლიძე.

მეტი...

“თუ ჩემმა ლაპარაკმა ვინმე დააზიანა, მზად ვარ, საერთოდ ჩამოვშორდე ყველაფერს” – ერეკლე კუხიანიძე

“ვნანობ. ყველაფერი ითქვა დღეს, იყო ბოდიშიც, ოჯახთანაც გავარკვევ ყველაფერს”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ განაცხადა. როგორც კუხიანიძე ამბობს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით მისმა საუბარმა თუ ვინმე დააზიანა, მზად არის ყველაფერს ჩამოშორდეს. „ვინ ვის ბოდიშს მოუხდის, ვინ როდის გადადგება, ეს იმდენად უმნიშვნელო რაღაცებია და იმდენად სერიოზული საკითხები დგას დღეს, ეს არაფერს იძლევა. ყველაფერი ითქვა დღეს, ბოდიშიც იყო. ვნანობ. ბოდიშს არ იხდის ის ადამიანი, თუ რაღაცას არ ნანობს. ძალიან მარტივად ხდება ადამიანებს შორის ურთიერთობის დალაგება, ოჯახთანაც და ყველასთან გავარკვევ ყველაფერს. გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცებია, რომ ეს ფსიქოზი დამთავრდეს და ამის დამთავრება არავის არ…

მეტი...

“მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეშია ჩართული” – ზურაბ აბაშიძე

“მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეშია ჩართული და ალბათ, რაოდენ დიდი რეზონანსი აქვს ამ საკითხს არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით”, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. ზურაბ აბაშიძის თქმით, ნებისმირი ფორმატი, საშუალება, კონტაქტი უნდა გამოვიყენოთ, რათა გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი. „პირველი დღიდანვე ვიყავით ჩართულები. ჩვენი პრინციპი ასეთი იყო – ნებისმირი ფორმატი, საშუალება, კონტაქტი უნდა გამოვიყენოთ, რათა სასწრაფოდ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი. ჩემს კოლეგასთანაც მქონდა სატელეფონო საუბარი, ვიდრე პრაღაში შედგებოდა შეხვედრა, პრაღაშიც პირველი თემა ეს იყო. გახსოვთ ალბათ, იქაც გაკეთდა კომენტარი, რომ ისინი ამაზე იმსჯელებენ და…

მეტი...

გიორგი გახარია შუშის კედელს დაეჯახა (ვიდეო)

საქართველოში აკრედიტებული ელჩების კონფერენციიდან გამოსული პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სასტუმროს ერთ-ერთ შუშის კედელს დაეჯახა.

მეტი...

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესასვლელად კიბე მიიტანა

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობაში შესასვლელად კიბის გამოყენება სცადა. მისი თქმით, რადგან საკრებულოს შესასვლელი ყველა კარი დაკეტილი იყო, ის საკუთარ კაბინეტში ასვლას კიბის საშუალებით აივნიდან ეცდებოდა, თუმცა საკრებულოს დეპუტატს კიბის გამოყენება აღარ დასჭირდა და ის შენობაში შეუშვეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მოძრაობა „შეცვალე“ თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვების მოთხოვნით დღეს დილიდან აქციებს მართავენ. თავდაპირველად აქციის მონაწილეები დეპუტატის სამუშაო კაბინეტში შეიკრიბნენ და კარვის გაშლას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებს კაბინეტი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს. ამასთან პროტესტის ნიშნად, საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო.

მეტი...

გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე (ყოფილი  ხიზაბავრის) საგზაო სამუშაოები დაიწყო. სამუშაობის შედეგად, 1 710 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა, ასფალტის საფარი კი დაახლოებით, 17 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკი და ბორდიური.  აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა, რის შემდეგაც, გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები დაეწყო. ამ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება და ასფალტის საფარი იგება. საგზაო სამუშაოები ხარაძის ქუჩაზეც ჩატარდება.   სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი“…

მეტი...

მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა იწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს მედიის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო. მინისტრის განცხადებით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო  კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. სამხედრო ქალაქი მახათას მთაზე აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელდა არსებული საბინაო პოლიტიკის სრული მოდიფიცირება და არსებითად გაუმჯობესდა პროგრამა. ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60 პროცენტის დაფარვა, ახალი პირობებით  50…

მეტი...

“საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ” – ვოლსკი კინზინგერის წერილზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის წერილს ეხმაურება. გია ვოლსკი ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებით და შეფასებით გაკვირვებულია. ვოლსკის მოსაზრებით, საჭიროა არა მარტო წერილობითი პასუხის გაცემა აღნიშნულ შეფასებებზე, არამედ დეტალური მასალის მიწოდებაც. “ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ობიექტურად და საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო რეფორმა, რაზედაც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით და ინფორმაციით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საჭიროა დეტალური პასუხის გაცემა და არა მარტო წერილობითი პასუხი, არამედ დეტალური ფაქტობრივი მასალის მიწოდება, რასაც ალბათ ჩვენი კოლეგები, პარლამენტის წევრები…

მეტი...

პრეზიდენტის სასახლე საახალწლოდ მოირთო

საქართველოს მეხუთე და ბოლო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ათონელის რეზიდენცია საახალწლოდ მოირთო. ორბელიანების სასახლის აივანზე, წითელ და თეთრ ფერებში გაფორმებული ჩიჩილაკი დაიდგა.

მეტი...

„იქ, სადაც ვაჟა ექიმი ზის, ჩვეულებრივი ციხე არ არის“ – დავით ასათიანი დატყვევებულ ექიმზე (ვიდეო)

„ჩვენ გვაქვს არაორდინალური, ექსტრემალური სიტუაცია. იქ, სადაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ზის, არ არის ჩვეულებრივი ციხე, არც ჩვეულებრივი ტერიტორია და რეგიონია. ეს არის სპეციფიკური რეგიონი, სადაც ჩვენი კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობაა. თითოეულ გამონათქვამს და მოქმედებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“ – ეს განცხადება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა, რომლის დახმარებითაც დატყვევებული ექიმის საქმეში რუსეთის ლიცენზიის მქონე ადვოკატები ჩაერთვნენ. როგორც დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა,  მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. „ჩვენი კანონმდებლობითა და საერთაშორისი სამართლით, ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ყველა ის ორგანო, მათ შორის სასამართლო ორგანო, რომელიც…

მეტი...

ოპოზიცია ხუთშაბათს პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს

ოპოზიცია ხუთშაბათს, პარლამენტის წინ აქციას აანონსებს. როგორც ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, ხუთშაბათს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი მოხდება. “ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ვაპირებთ ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა ამ ადამიანებს მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი. შაბათ-კვირას კი გაიმართება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

მეტი...

„20 დეკემბერი გადამწყვეტია, იანვარში, შესაძლოა, ვითარება უფრო დამძიმდეს“ – დავით ასათიანი დაკავებული ექიმის სამართლებრივ პროცედურებზე (ვიდეო)

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულ ექიმის სამართლებრივ პროცედურებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ექიმის მეუღლესთან ერთად ისაუბრა და განაცხდა, რომ თუ 3 დღეში ვაჟა გაფრინდაშვილი არ გაათავისუფლეს, იანვარში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. „დახმარება რუსეთის ადვოკატთა პალატას ვთხოვეთ. ის ადვოკატები, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში არიან ჩართულები,  არ არიან ცხინვალში მოქმედი იურისტები. ისენი არიან რუსეთში ლიცენზიის მქონდე ადვოკატები. ისინი არიან უცხო ქვეყნის ადვოკატები, რომლებიც ჩავიდნენ ტერიტორიაზე ოჯახის და ჩვენი თხოვნით. მათი ერთადერთი მიზანია, წმინდა წყლის ჰუმანიტარული დახმარება.  ამ ადვოკატებმა მოინახულეს ვაჟა, აქვთ მასთან კომუნიკაცია და იმედია მაქვს, ეს კომუნიკაცია დღესაც…

მეტი...

საკრებულოში დაპირისპირების დროს 4 პირი დააკავეს

თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებთან ერთად “ქართული ოცნების” დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ. აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მეტი...

„დამატებით ტყვიას ნუ დავახლით ამ ადამიანს სანამ გამოსულა“ –  დატყვევებული ექიმის ოჯახის საგანგებო მიმართვა მსოფლიოს და რუსეთს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის ოჯახი რუსეთის ფედერაციას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ჰუმანურობის გვერდით დადგეს. საგანგებო განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის  მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა. „მივმართავ ჩვენი პროფესიული გაერთიანებების, საზოგადოებებისა და ასოციაციების ხელმძღვანელებს, რომ მთელს მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა.  ღია წერილებით მიმართონ თავიანთ მთავრობებს, ამ მთავრობებმა და ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე მიმართონ რუსეთის სახელმწიფოს, რომ რუსეთის სახელმწიფომ და პრეზიდენტმა, ასევე მიმართოს მასთან დაქვემდებარებულ ცხინვალის რეგიონს – ექიმის გათავისუფლება, ეს არის ჰუმანური საკითხი, ეს ღირსებას მოუმატებს ყველა იმ სახელმწიფოს და ადამიანს, რომელიც ამ ჰუმანურ აქტში ჩაერთვება და დაგვეხმარება ვაჟას გათავისუფლებაში. მივმართავ ასევე რუსთის პოლიტიკურ…

მეტი...

“გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისე დაცული და ღია არ ყოფილა, როგორც დღეს, ეს ფაქტია” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დაპირებული პროპორციული სისტემა პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა. “რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდოდა პროპორციული არჩევნები ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში,” – განაცხადა გიორგი გახარიამ. რაც შეეხება ამერიკელი კონგრესმენების წერილს, მთავრობის მეთაურის შეფასებით, კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები და მათგან ყველა სახის კრიტიკას მთავრობა სამუშაო რეჟიმში იღებს. გიორგი გახარიას თქმით, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში საკმაოდ მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს, ხოლო 20 ივნისის აქციის დარბევის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგზავნას,…

მეტი...

„შემიძლია, ვაპატიო კიდეც. ეს მისი პრობლემაა“ – დატყვევებული ექიმის მეუღლე საკრებულოს წევრზე

„როდესაც ციხეშია ოჯახის უფროსი, ჩემი მეუღლე დატყვევებულია და  ოჯახში დარჩენილი ვართ მე და ჩემი ორი ქალიშვილი და ის ჩვენ უშვერად გვაგინებს, ამითი არაფერი გვაკლდება“ – ასე უპასუხა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თბილისის საკრებულოს წევრის – ერეკლე კუხიანიძის ბრალდებებსა და სალანძღავ გამონათქვამებს. როგორც თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის დაპირისპირებას არავისთან აპირებს და შეუძლია აპატიოს კიდეც. „პირველივე დღიდან დაიწყო იქაურმა კაგებემ ვაჟა ექიმზე  დეზინფორმაციის გამოქვეყნება. ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა, იგივე სუსმა გააკეთა ამაზე განცხადება, რომ ეს არის სრული დეზინფორმაცია და მას არანაირი კავშირი  აქვს ვაჟას დაკავებასთან. არ მინდა, კომენტარი გავაკეთო…

მეტი...

28 ნოემბრის შემდეგ, დატყვევებული ექიმის მონახულებას ვერც „წითელი ჯვარი“ ახერხებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ვაჟა ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ბოლოს, მისი მონახულება 28 ნოემბერს „წითელმა ჯვარმა“ მოახერხა. ამის შემდეგ კი ვერც საერთაშორისო ორგანიზაცია ახერხებს საოკუპაციო რეჟიმის ციხეში შესვლას. როგორც ვაჟა ექიმის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არც ის იცის, როგორ გამოიყურება ვაჟა ექიმი. „წითელი ჯვარი“ ერთადერთი არხია, რომელმაც შეძლო მისი მონახულება. საერთაშორისო „წითელმა ჯვარმა“ სულ ორჯერ მოინახულა ექიმი. არ აკლებენ მცდელობას, მაგრამ რაღაც პრობლემები არის ან მათ მუშაობაში, ან იქ, ადგილზე. შედეგი არის ის, რომ მხოლოდ 2-ჯერ არის მონახულებული პატიმარი. 28 ნოემბრის მერე ვეღარ…

მეტი...

„ჩვენ ტყვე გვყავს გამოსახსნელი საპყრობილიდან“ – ვაჟა ექიმის მეუღლე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„იმდენად არაორდინალურ სიტუაციაში აღმოჩნდით ყველანი, რომ ძალიან მძიმეა ეს ოჯახისთვის. როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი წნეხია ეს ჩვენთვის. გარდა იმისა, რომ წნეხია როგორც საზოგადოებრივი აზრის ყველანაირი გათვალისწინება, ასევე, ჩვენ ტყვე გვყავს გამოსახსნელი საპყრობილედან. ამისთვის ვმუშაობთ“ – ეს განცხადება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც თამილა ლაფანაშვილმა აღნიშნა,  პირდაპირი კომუნიკაცია არც რუსეთთან არსებობს და არც ცხინვალთან და ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს. „საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან საქმეში. პირდაპირი კომუნიკაცია არც რუსეთთან და არც ცხინვალის რეგიონთან არ არსებობს, აბსოლუტურად დახურულია ეს არხები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთშორისო ორგანიზაციების…

მეტი...

ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად მთავრობამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა – მეუღლის განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ვაჟა ექიმის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა, როგორც თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მთავრობამ შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე მუშაობს. „ყველანი ველოდებით პარასკევს, რადგან სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება და საბოლოოდ, ვაჟა გათავისუფლდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მე მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე ის…

მეტი...