ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება – თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადებით, ხვალიდან, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება. „საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. 25 დეკემბერს ამავე მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება საშობაო სოფელი და აინთება მთავარი ნაძვის ხე. საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება“ – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.  

მეტი...

“დღევანდელ ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა” – ირაკლი კობახიძე

“პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვნახეთ, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა”, – ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას საერთოდ აზრი ეკარგება და ეს დღევანდელმა ღონისძიებამ კარგად აჩვენა. “ძალიან მიხარია, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა გრანდიოზული ღონისძიებით აღვნიშნეთ. დღეს ნამდვილად უამრავმა ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ და “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გამოხატა ძალიან მყარი სურვილი, რომ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს. ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს მხარდაჭერებს, “ქართული ოცნების” დასავლური კურსის მხარდამჭერებს, რომ მოსულიყვნენ და დღეს თავისუფლების ზეიმი თავისუფლების მოედანზე ნამდვილად იყო.…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ ნაადრევი პანაშვიდი გამოუვიდა, ვუსამძიმრებ” – სერგი კაპანაძე

„ქართულ ოცნებას“ ნაადრევი პანაშვიდი გამოუვიდა, ვუსამძიმრებ”, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ მმართველი პარტიის მიერ დღეს გამართული ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“. სერგი კაპანაძის თქმით, არაფერი საზეიმო ქვეყანაში არ არის. „ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, ეჩვენებინა ძალა იმით, რომ ვითომ შეეკრიბა ბევრი ადამიანი. რეალურად, აჩვენა საპანაშვიდო განწყობა „ქართული ოცნების“ ირგვლივ. ის ადამიანები, რომლებიც აქ ძალით ჩამოიყვანეს, აშკარად არც ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილები და არც არაფერი ჰქონდათ სასიხარულო. ამდენი ხანი გაატარებინეს გზაში და ახლა წაიყვანეს უკან იმისთვის, რომ აქ მოესმინათ რამდენიმე შაბლონური გამოსვლა და ვითომ რაღაც ზეიმს დასწრებოდნენ. ყველას კარგად ესმის, რომ არაფერი…

მეტი...

“მაქსიმალურად ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს ექიმის უკანონო პატიმრობა” – დავით ზალკალიანი

“არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იქნა მიღებული მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ მობილიზებას. “ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებასთან მუდმივად მქონდა კომუნიკაცია, ასევე ბატონი ვაჟას ოჯახთანაც და ყველამ კარგად იცის, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მინისტერიალების…

მეტი...

განათლების სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო, პირველ რიგში, გამოთქვამს დიდ იმედს, რომ 15 წლის დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. „სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში. საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე „მწვანე სკოლის“ დირექტორს კახა დავითურსა და მე-100 საჯარო სკოლის დირექტორს თეა კალანდაძეს შეხვდა და მათგან მოზარდის სასკოლო ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის დირექტორის მოადგილეს გიგი ჩიფჩიური და მანდატურის…

მეტი...

“დღეს ნამდვილად იყო თავისუფლების ზეიმი თავისუფლების მოედანზე” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” დასავლური კურსის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და გამოხატეს სურვილი, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. “დღეს ნამდვილად უამრავმა მოქალაქემ, ჩვენმა თანამემამულემ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გამოხატა კიდევ ერთხელ ძალიან მყარი სურვილი, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. ეს იყო დღევანდელი ღონისძიების მიზანი, ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენ თანამოქალაქეებს, “ქართული ოცნების” დასავლური კურსის მხარდამჭერებს, მოსულიყვნენ თავისუფლების მოედანზე, დღეს ნამდვილად იყო თავისუფლების ზეიმი თავისუფლების მოედანზე,” – განაცხადა კობახიძემ. “ქართულმა ოცნებამ”  დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება “საქართველოს გზა ევროპისკენ” გამართა, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.

მეტი...

“ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში” – ბიძინა ივანიშვილი

“დღევანდელობის ცინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში, მათ მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებაზე „საქართველოს გზაზე ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. „ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი, ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ. დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ…

მეტი...

“ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ” – ბიძინა ივანიშვილი

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე “საქართველოს გზა ევროპისკენ” შეკრებილ ხალხს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მიმართა. ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლისას ხელისუფლების ოპონენტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცდუნების მიუხედავად ხელისუფლება მათ მოექცევა არა ისე როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც ქართველი ხალხი და კულტურა იმსახურებს.  “დიდია ცდუნება უპასუხო მათ, როგორც იმსახურებენ, მაგრამ მე და ჩემი გუნდი “ქართული ოცნება” ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა,” – განაცხადა ივანიშვილმა. “ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა ყველა სიძნელეს დაძლევს და პოლიტიკურ ოპონენტებსაც კი ქვეყნის…

მეტი...

“ევროპა არის საქართველოს წარსული, საქართველოს დღევანდელი დღე და მომავალი” – გიორგი გახარია

“ევროპა არის საქართველოს წარსული, ევროპა არის საქართველოს დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თითოეულმა მოქალაქემ ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გაიარა, რომ საქართველო ევროპასთან უფრო ახლოს ყოფილიყო. „ძალიან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან, თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია. რა თქმა…

მეტი...

“მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც” – საკრებულოს წევრი გაფრინდაშილს

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აკრიტიკებს და აგინებს. კუხიანიძე პროვოკატორს უწოდებს თავად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსაც, რომელიც რუსმა სამხედროებმა დააკავეს და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ. “ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ. ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”, – დაწერა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში. საკრებულოს წევრის…

მეტი...

„პროტესტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა საელჩოსთან უნდა გაგრძელდეს“ – სოლიდარობა დაკავებულ ექიმს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ექიმი, ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეგობარი მირიან წიკლაური ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებაა. “რუსეთის ხელისუფლებაზე უნდა მოხდეს ზეწოლა. ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს ყველა ქვეყნის საელჩოსთან აქციების მოწყობა, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს მოძრაობას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თუ ამის შესაძლებლობა გვექნება, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რუსეთის საელჩოსთან უნდა მოვაწყოთ მსგავსი აქციები ამ მოტივნით. გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე საოკუპაციო ხაზთან გასვლა. ხელისუფლების გარკვეული შტოები აქტიურად მოქმედებენ. ზოგიერთი ეს…

მეტი...

თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებისთვის ემზადებიან (ფოტო, ვიდეო)

თავისუფლების მოედანზე, “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ღონისძიებისთვის ემზადებიან. ცენტრალურ ქუჩებზე გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ახალგაზრდები უკვე იკრიბებიან ფილარმონიასთან. მათ ნელ-ნელა რეგიონებიდანაც უერთდებიან. კადრები ღონისძიების სამზადისიდან შეგიძლიათ იხილოთ “მედიაცენტრი მთავარის” ვიდეორგოლიდან.

მეტი...

„აქციები ყველა ქვეყნის საელჩოსთან უნდა გავმართოთ“ – მირიან წიკლაური დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად 

დეპუტატი, ექიმი მირიან წიკლაური უერთდება დაკავებული ექიმის – ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივას რესპუბლიკის მოედანზე შეკრებასა და საოკუპაციო ხაზისკენ დაძვრასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, როგორც მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპროტესტო აქციები ყველა ქვეყნის საელჩოსთან უნდა გაიმართოს. „მინდა მხარი დავუჭირო აღნიშნულ აქციას. ვფიქრობ, რომ მსგავსი აქციები წინ გადადგმული ნაბიჯები იქნება, თუმცა, გაცილებით უფრო ეფექტური ქმედებები შეიძლება მოვიფიქროთ. ვფიქრობ, საქართველოში, ყველა ქვეყნის საელჩოსთან უნდა მოვაწყოთ მსგავსი აქცია მოთხოვნით – მხარი დაუჭირონ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას, რომ ზეგავლენა მოახდინონ რუსეთის ხელისუფლებაზე, ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდეს სახლში“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.…

მეტი...

დეპუტატი ექიმები დაკავებული ექიმისთვის გმირის წოდების მინიჭებას ითხოვენ

„მიენიჭოს გმირის წოდება“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა ვლადიმერ კახაძემ ექიმების, მათ შორის დეპუტატი ექიმების სახელით გააკეთა. „კომიტეტის და ყველა ექიმის სახელით ვამბობ, რომელიც ჩემნაირად ფიქრობს –  ვშუამდგომლობ ხელისუფლების მიმართ, ვაჟას მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება. დიახ, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ შერცხვენა იქნება მსოფლიოს თვალში იმ ოკუპანტი ქვეყნისა და მათ მიერ წახალისებული ადამიანებისა, რომლებიც პროფესიულ უფლებას აღუკვეთენ ადამიანს, რომელიც მხოლოდ სიცოცხლის მსახურებისთვისაა მოვლენილი“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა, დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

“ოკუპანტი ქვეყანა უნდა დაისაჯოს“ – მიმართვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და „წითელ ჯვარს“

დეპუტატი ექიმები ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციასა და „წითელ ჯვარს“ მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოძებნონ ფორმა და უმკაცრესად დასაჯონ ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ პროფესიით ექიმმა დეპუტატმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გააკეთა. „მინდა მივმართო, პირველ რიგში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას, სადაც ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, მორალური, ყველა კუთხით, გამართულია ამ ცნებაში. მივმართავ „წითელ ჯვარს“, რომელმაც იცის, რომ ომის დროს, აქტიურ ფაზაშიც კი, ექიმის დანახვაზე იარაღის სროლა უნდა შეწყდეს. ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა ყველა კონვენციით დასჯადია. ჩვენი ქვეყანაც ამ კონვენციას  მიუერთდა. პარლამენტმა გამოიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც…

მეტი...

„ექიმს იცავს სიცოცხლის იმუნიტეტი, ვინც მას თავისუფლება აღუკვეთა, ავადმყოფობის მხარესაა“ – ლადო კახაძე დაკავებულ ექიმზე

დეპუტატი ექიმები, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ, იზიარებენ მის პრინციპულ პოზიციას რომ სადაც ის დააკავეს, ე.წ. საზღვარი არ არსებობს და მის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა ექიმებმა ვლადიმერ კახაძემ და მირიან წიკლაურმა, დეპუტატი ექიმების სახელით განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს. „ექიმს იცავს სიცოცხლის იმუნიტეტი. ამაზე დიდი იმუნიტეტი არ არსებობს. ექიმს იცავს თავისი ფიცი. ამ ფიცზე ზემოთ ფიცი არ არსებობს. ექიმს იცავს მისი მორალი, ზნეობა. ექიმს იცავს მისი გამოვლილი ცხოვრება. ვაჟა გაფრინდაშვილი ამის განსახიერება. დონორი თავისი ცხოვრების წესით. უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გამოხსნილი, მათ შორის არამოკეთეების.…

მეტი...

“ჩვენ ჩავენცვლებით ვაჟა ექიმს“ – დეპუტატი ექიმების საგანგებო განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ექიმები საოკუპაციო რეჟიმს სა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავან. დეპუტატი ექიმების სახელით „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება ლადო კახაძემ და მირიან წიკლაურმა გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან, ვაჟა ექიმის თავისუფლების სანაცვლოდ, მას ჩაენაცვლონ. „მინდა გაგახსენოთ, რომ ერთ-ერთი პირველები გახლდათ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც გამოეხმაურა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებას. მე მახსოვს კომიტეტის სხდომა, როდესაც მაშინდელმა თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და ყველა კომიტეტის წევრმა შევთავაზეთ კიდევაც ოკუპანტებს, რომ ჩვენ ჩავენაცვლებით ვაჟა ექიმს. მოგვეცით ამის უფლება, რომ ის ადამიანი დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს, სადაც უამრავი ადამიანი ელოდება მის პროფესიულ მხარდაჭერას და გამოცდილებას. ჩვენ თანახმანი…

მეტი...

“ზრდილობის გამო მაინც გაეკეთებინა ომბუდსმენს კომენტარი” – ექსპერტი პარლამენტში მომხდარ ფაქტზე

„ზრდილობის გამო მაინც, ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში, თავმოყვარე ომბუდსმენი კომენტარს გააკეთებდა, მაგრამ მე არ ველოდები და არც გამიკვირდება თქვას, რომ ყველაფერი ბავშვური თამაში იყო,“ – ამის შესახებ სამედიცინო კრიმინალისტიკურმა ექსპერმა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში მომხდარი ფაქტით, ქვეყნის ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ. მისი თქმით, ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ გარკვეული ჯგუფების უფლებათა დარღვევაზე რეაგირებენ: “მე მიკვირს, ზრდილობის გამო მაინც, ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში თავმოყვარე ომბუდსმენი კომენტარს მაინც გააკეთებდა, მაგრამ მე არ ველოდები და არც გამიკვირდება თქვას, რომ ყველაფერი ბავშვური თამაში იყო. სამწუხაროდ, ომბუდსმენი…

მეტი...

“სანამ ის ადგილი არ გამოიცვლება პარლამენტში, სადაც ნივთიერება დაღვარეს, სუნს ვერავინ გაიყვანს” – მაია ნიკოლეიშვილი

სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის აზრით, ვიდრე პარლამენტის შენობაში ის ადგილი არ გამოიცვლება, სადაც ნივთიერება დაღვარეს, იქიდან სუნს ვერავის გაიყვანს, რამაც, შესაძლოა, ადამიანებზე ისევ მომწამვლელად იმოქმედოს. მისი თქმით, ნივთიერების დაღვრიდან მეორე დღესაც, ალერგიულ ადამიანებს იგივე რეაქცია ჰქონდათ: „როგორც ვიცი, მეორე დღესაც იდგა სუნი და მე ადამიანმა მითხრა, რომელიც იქ იყო, რომ ჰქონდა ალერგიული რეაქცია. დარწმუნებული ვარ, სანამ ის ადგილი არ გამოიცვლება, იქიდან სუნს ვერავინ გაიყვანს. სადაც დასხმულია სითხე, ის ადგილი მთლიანად უნდა შეიცვალოს, თორემ შესაძლოა, ადამიანებზე კიდევ დიდხანს იმოქმედოს მომწამვლელად,“ – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”. მისი თქმით, იყო თუ…

მეტი...

ლადო კახაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს, ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულოს

დეპუტატი, ლადო კახაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს, მოინახულოს უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. “ხაზს ვუსვამ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად იქნება, თუ მსოფლიოს ყველა უფლებადამცველი ორგანიზაციების ნებელობით, სახალხო დამცველი ადგილზე ჩავიდეს და მოინახულოს ვაჟა გაფრინდაშვილი. მას ეს ბერკეტი არამარტო გააჩნია, არამედ უფლებაც აქვს”, – განაცხადა ლადო კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

“უცხო ნივთიერებაზე ექსპერიმენტი პარლამენტის თანამშრომლებზე ჩაატარეს, ეს დასჯადია” – მაია ნიკოლეიშვილი (ვიდეო)

„ასეთი სულელური თამაში შეიძლება ჩაიდინოს ბავშვმა სკოლაში, რომელსაც აუცილებლად დასჯიან და პარლამენტარი არ უნდა დაისაჯოს? არარეგისტრირებული პრეპარატი, თანაც აქროლადი სახით, ცხოველებშიც კი არ გამოიყენება“ – ამის შესახებ სამედიცინო კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ფაქტით, ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ. მისი თქმით, არარეგისტრირებული ნივთიერების გამოყენება დახურულ სივრცეში, აქროლადი სახით, არის ადამიანების უფლებების აბსოლუტური დარღვევა: „არარეგისტრირებული ნივთიერების გამოყენებას დახურულ სივრცეში, აქროლადი სახით, პერფორმანსს ვერ დავარქმევთ, პერფორმანსი არის შემთხვევა, როდესაც წინასწარ გაცნობიერებულია ამის შესახებ საზოგადოება. ამასთანავე, „ბოროტი“ პერფორმანსები თითქმის არ არსებობს. რაც მოხდა,…

მეტი...

“ვიმედოვნებ, რომ 20 დეკემბერს, სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება“ – დავით ასათიანი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი იმედს იტოვებს, რომ სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერს არის ჩანიშნული, ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება. „მე პირადად ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი გუშინ მის გათავისუფლებას, რადგანაც გვქონდა გარკვეული ინფორმაცია რომ ეს იყო წინასწარი ე.წ. სასამართლო სხდომა და შეიძლებოდა დასრულებულიყო მისი გათავისუფლებით. სამწუხაროა, რომ იქ არავის არ ჰყოფნის კეთილგონიერება, რომ ექიმი, რომელიც დაკავებულია ჰუმანური საქმიანობის განხორციელებისათვის, რეალურად არ აღიარებს ბრალს და უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რომ არ გაათავისუფლეს. იმედს ვიტოვებ, სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერს არის ჩანიშნული, ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება“, – განაცხადა დავით ასათიანმა.…

მეტი...

დღეს, თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გაიმართება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით, პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს. „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დაგეგმილი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

მეტი...