სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.  საგანგებო საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარგსიანმა სახელწიფო ბიუჯეტიდან მილიონ დოლარამდე თანხა მიითვისა. 2013 წელს გამოყოფილი თანხა ფერმერებისთვის დიზელის საწვავის სუბსიდირებისთვის იყო განკუთვნილი. ფერმერებისთვის უნდა მიეწოდებინათ 17 ათასი ლიტრი დიზელი. საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში კი იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელთანაც სერჟ სარგსიანს კავშირი ჰქონდა. სარგსიანს ბრალი უკვე წაუყენეს, რაც ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მეტი...

„სირცხვილიას“ აქტივისტ ირაკლი ფავლენიშვილს სასამართლომ 1300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციულ სახდელად 1300 ლარი დააკისრა. როგორც ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, მოსამართლემ ის არა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ცნო დამნაშავედ, არამედ იმიტომ, რომ მან ბიძინა ივანიშვილი და უზურპატორები ამხილა. „რა მდგომარეობაშიც არის საქართველო, იმ მდგომარეობაშია სასამართლოც. არავითარი ფაქტობრივი მასალა არ იყო წარმოჩენილი, რადგან სამართალდამცველებს ჩვენ ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ვაყენებდით. პოლიციელებიც და მოსამართლეებიც თავად არიან ცუდ დღეში, რადგან პოლიტიკური დაკვეთის შესრულება უწევთ. თუმცა მალე ეს ყველაფერი დასრულდება, რადგან შეუძლებელია, ქართველი ერი ასეთ უღირს ყოფას შეეგუოს. მე სასამართლო პროცესზეც…

მეტი...

მაჟორიტარები უკან არ იხევენ, მათი ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა

მაჟორიტარი დეპუტატები გადაწყვეტილებას არ იცვლიან და არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას ითხოვენ. მათ კონსულტაციები საპროცედურო საკითხთა კომიტეტებში უკვე გაიარეს და ინიციატივა პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირეს კიდეც. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, გუნდში დაპირისპირება სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მოხდა. საბოლოოდ, მათ კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილება მიიღეს. მისივე შეფასებით, უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სთხოვა საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩაეყენებინა. “განხილვა გაგრძელდა დიდხანს. სამწუხაროდ, იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იქნას ინიცირებული. უმრავლესობის ლიდერს აქვს პრინციპული წინააღმდეგობა. ამ ინიციატივას საინიციატივო ჯგუფში ჰყავს მომხრე 10 დეპუტატი,…

მეტი...

“არ შეიძლება ხელისუფლების მხრიდან განცხადებების გაკეთება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ქვეყნის მტრები” – NDI

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა.  NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, დემოკრატიის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ყოველთვის მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. “მინდა გამოვეხმაურო საერთშორისო თანამეგობრობის განცხადებებს, რომ შეტევა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე არ აღიქმება, როგორც კარგი მოქმედება. ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში და არ შეიძლება ხელისუფლების მხრიდან განცხადებების გაკეთება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ქვეყნის მტრები. ეს არასწორია და ჩვენ გვჯერა, რომ ისინი საქართველოში…

მეტი...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის შესაძლოა, ტარიფები შეიცვალოს

მთავრობის 520-ე დადგენილება არ გადავადდება, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის შესაძლოა, ტარიფები შეიცვალოს. ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.  მათივე ცნობით, ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსისტებით. ჯგუფში ასევე შევლენ პროფესიული გაერთიანებების წევრები. როგორც კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მიქელტაძემ აღნიშნა, პრემიერთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. „პრემიერმა ძალიან კონსტრუქციულად მოგვისმინა და იქნება საკითხის გადახედვა. 2-3 დღეში იქ, სადაც არის ცოტა რთული ვითარება, იქნება განხილული, მივიღებთ შესაბამის პასუხს და გადაწყვეტილებას. გადავადება არ ხერხდება ამ ეტაპზე, მაგრამ როგორმე რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ,…

მეტი...

ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის მოხმარებისა და იმპორტის პროგნოზი შეამცირა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარებისა და იმპორტის პროგნოზი შეამცირა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ 30 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით, 2019 წელს მთლიანი მოხმარება 13 282.1 მილიონი კვტ.სთ იქნება, რაც ნაკლებია აგვისტოში (13776.9 მილიონი კვტ.სთ) და გასული წლის ბოლოს (14 832.1 მილიონი კვტ.სთ) დამტკიცებულ მაჩვენებელზე. რაც შეეხება იმპორტს, ახალი საპროგნოზო მაჩვენებელი 1 545 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენს, რაც ნაკლებია აგვისტოში (1 700 მილიონი კვტ.სთ) და გასული წლის ბოლოს (2 820.5 მილიონი კვტ.სთ) დამტკიცებულ გეგმაზე. ახალი პროგნოზით, საქართველოში წელს იმპორტის მოცულობა, 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 2.5 პროცენტით გაიზრდება. ამასთან, წინა დოკუმენტთან შედარებით, შემცირდა ჰესების…

მეტი...

საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება იქნება 40, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის – 60 ლარი.  უწყების ცნობით, 586-ე დადგენილებასთან დაკავშირებული ცვლილებები რეზიდენტურაში სწავლის მსურველებსა და ექიმის სერტიფიკატის მაძიებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, კახაბერ შალიკაძემ გააცნეს. შეხვედრა საქართველოს სამედიცინო უნივერისტეტში გაიმართა. საექიმო საქმიანობის მაძიებლებს, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც…

მეტი...

„ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი გონიერი ადამიანები ხვდებიან, რომ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი” – დავით ჭიჭინაძე

„ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი და მე მაქვს იმედი, რომ ეს ადამიანები ქვეყანაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე პარტიის ბედზე”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძის თქმით, ამ დეპუტატებს პოლიტიკური გამოცდილებაც აქვთ, მისი შეფასებით, მათ რამდენჯერმე ნანახიც აქვთ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება და შიგნით, დღეს პარტიაში წინააღმდეგობის გაწევის რესურსიც გააჩნიათ. “იმისთვის, რომ „ოცნებამ“ მორიგი სისულელე არ ჩაიდინოს, შიგნით სერიოზული დაპირისპირება იქნება და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ დარჩენილ გონიერ ადამიანებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ უფრო მეტი გავლენის მოპოვება შეძლონ, ვიდრე…

მეტი...

“საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე და დარგზე ზრუნვა იქნება” – გიორგი გახარია

“ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება, რომლის მთავარი ამოსავალი, მთავრობისთვის არის უპირველეს ყოვლისა მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და ამასთან ერთად დარგზე ზრუნვა, რამდენადაც დარგის საშუალებით ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა. „შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და…

მეტი...

მეტროსადგურმა „ვარკეთილი“ მუშაობა განაახლა

მეტროსადგურმა „ვარკეთილი“ მუშაობა განაახლა. მეტროსადგურში დაკვამლიანების გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დაკვამლიანება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

მეტი...

მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაკვამლიანების გამო, ევაკუაცია განხორციელდა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, დაკვამლიანების გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი არ ყოფილა, დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია 17:00 საათზე მიიღეს. მათივე ცნობით, დაკვამლიანება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი. მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს ამ დრომდე არ ემსახურება. მატარებლები მეტრო „სამგორამდე“ მოძრაობენ.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკების წარმომადგენლებს ხვდება. მედიკოსების ცნობით, განხილვის მთავარი თემა 21 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციები იქნება. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, მათი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წინაშე დააყენებენ, არის ის, რომ მინიმუმ ექვსი თვით შეჩერდეს 520-ე დადგენილება, რათა უკეთ მოხდეს ტარიფების დაანგარიშება. მედიკოსების განცხადებით, 21 ნოემბრის შემდეგ ისინი გადავიდნენ ახალი ტარიფებით მომსახურებაზე, თუმცა ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც კლინიკებს, ისე პაციენტებს. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ მწვავე პაციენტებს ემსახურებიან და გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩაინიშნა.  მიმდინარე წლის 21 ნოემბერს…

მეტი...

გერმანიიდან 2 რუს დეპუტატს აძევებენ – ზელიმხან ხანგოშვილის საქმე

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, გერმანიიდან ორ რუს დიპლომატს აძევებენ. რუსეთის საელჩოს ორი წარმომადგენელი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და მათ გერმანიის ტერიტორია 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გადაწყვეტილების მიზეზად ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებასთან დიპლომატების არასაკმარისად აქტიურ თანამშრომლობას ასახელებს. სამინისტროს განცხადების მიხედვით, საგამოძიებო ორგანოები ეჭვობენ, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების, ან ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მითითებით შესრულდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს ოფიციალურად მიმართავს, საქმესთან დაკავშირებით გერმანიის გენერალურ პროკურატურას ყველა შესაძლო გზით დაეხმარონ. საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ქისტი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში აგვისტოში მოკლეს. 

მეტი...

“არავითარი მოტივაცია ეკლესიაში არ გაგვაჩნია, რომ დეკანოზი მამალაძე იჯდეს ციხეში” – მეუფე ნიკოლოზი

“შეწყალება ძალიან რთული პროცესია მაშინაც კი, როდესაც მარტივ საკითხებს ეხება”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ის პრეზიდენტის პრეროგატივაში ვერ ჩაერევა. „მე პრეზიდენტის პრეროგატივაში ვერ შევიჭრები, ვერც ვარაუდებს გამოვთქვამ. ის ვიცი, რომ მე თვითონ ბევრჯერ მიმიმართავს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრეზიდენტისთვის შეწყალებაზე. ძალიან რთული პროცესია მაშინაც კი, როდესაც მარტივ საკითხებს ეხება, მაშინაც კი, როდესაც არ არის ასეთ მძიმე მკვლელობის ბრალდებით. მარტივ რაღაცაზე კი, პრეზიდენტის შეწყალება ძალიან ძნელი მისაღებია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ამასთან ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიას არ აქვს…

მეტი...

მიკროავტობუსის ტარიფი, შესაძლოა, 20-30 თეთრით გაიზარდოს

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის დავით ასანიძის განცხადებით, კომპანია იძულებულია, ტარიფის 20-30 თეთრით გაზარდოს. წინაღმდეგ შემთხვევაში, მიკროავტობუსების პარკი ვერ განახლდება. დავით ასანიძის თქმით, ტარიფის ზრდის შემთხვევაში მგზავრების გარკვეული რაოდენობა დაიკარგება, თუმცა, კომპანია შეეცდება დარჩენილ მგზავრებს მაღალი დონის მომსახურება გაუწიოს. “ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს, თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მონდომებული ვართ, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ და მოსახლეობა ავტობუსების რეალურ კონკურენტად აღგვიქვამდეს. ჩვენს მიერ გადაყვანილი მგზავრობის რაოდენობა უტოლდება ავტობუსების მიერ გადაყვანილ რაოდენობას. ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ეჭვს იწვევს რამდენი უნდა იყოს ტარიფი,…

მეტი...

დასაქმებულთა 64 პროცენტს მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. 2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი – მამაკაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 3.9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 2 632.6 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.9 პროცენტით მეტი).…

მეტი...

თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატს ტოვებს

პარტია „კანონი და სამართალი“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატს ტოვებს. ამის  შესახებ პარტიის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ამის მიზეზი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება გახდა.  „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელთან ერთადაც ერთი მაგიდის ირგვლივ ვისხედით „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, დღეს გაემგზავრა ოკუპანტ ქვეყანაში – რუსეთში. მართალია ვერც ერთ პარტიას ვერ ვუკარნახებთ პოლიტიკური დღის წესრიგს, თუმცა აქამდეც გვიძნელდებოდა პარტნიორობა საგარეო კუთხით განსხვავებული კურსის მქონე პოლიტიკურ სუბიექტთან და მივიღეთ ურყევი გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ამ ფორმატში მონაწილეობაზე და დავტოვოთ იგი. „კანონი და სამართალი“ რჩება აქამდე გაცხადებული პრინციპების ერთგული, ვრჩებით გაერთიანებაში…

მეტი...

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

ე.წ “გერმანული მოდელი” პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივა საკანონდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მიიტანა. შეთავაზება ახლა პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც დოკუმენტური შესწავლის შემდეგ, პროექტს ბიუროზე გაიტანს. ბიუროზე დარეგისტრირების შემდეგ კი სახალხო დამცველს უკვე უფლება ექნება კანონპროექტი ექსპერტული ანალიზისთვის  ეუთი/ოდირს გაუგზავნოს. როგორც პარლამენტის ვიცეს-პიკერი, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, სწორედ ეს კანონპროექტია ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. “ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის რეფორმას, მასში გათვალისწინებულია  გერმანული პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და ასევე გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს. ამ კანონის…

მეტი...

„უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ“ – გადატრიალების მოწოდებისთვის შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

„უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს, ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ!“ ეს არის ნიკა გვარამიას სიტყვები, რომელზეც, შესაძლოა, სახელმწიფოს დამხობის მოწოდებისთვის გამოძიება დაიწყოს.  საპარლამენტო ოპოზიცია ნიკა გვარამიას განცხადებაში საგანგაშოს და ნეგატიურს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ „დამხობა“ ჩვეულებრივი ტერმინია. „ჩემთვის, „დამხობა“, როგორც ამას სხვები ხმარობენ, არის არჩევნების გზით ხელისუფლების გადაგდება, ხელისუფლების შეცვლა, გასტუმრება ოპოზიციაში. არ გადაგვიხვევია და არც ვაპირებთ, გადავუხვიოთ. ეს გზა ნიშნავს, რომ მათ შორის გამოყენებული იქნება მშვიდობიანი პროტესტის…

მეტი...

“ვენეციის კომისია ​ფაქტია კრემლით შეცვალეს” – ოხანაშვილი ოპოზიციის კანონპროექტზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ პროექტს აკრიტიკებს და მას “ნაციონალური მოძრაობის” მოდელს უწოდებს.  ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციამ ვენეციის კომისია კრემლით ჩაანაცვლა და ნინო ბურჯანაძე მოსკოვში კანონპროექტის და სამომავლო გეგმების შესათანხმებლად წავიდა: “დაიწყეს “გერმანული მოდელის” მოდიფიცირებულ ვერსიაზე საუბარი, შემდეგ დაიწყეს რეალურ ქართულ მოდელზე საუბარი, რეალურად მივიღეთ “ნაციონალური მოძრაობის” მოდელი. ეს, “ნაციონალური მოძრაობის” მოდელი სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ საბაბი, რომ დრო გაიწელოს, იქნება და პროცესი გადავიდეს ქუჩაში. უხერხულია თავი ჩაიგდო იმ მდგომარეობაში, რაზეც ყველა გონიერი იურისტი თანხმდება, რომ ეს არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ეს ადამიანები, რომლებიც ერთად სხედან მოლაპარაკებათა მაგიდასთან,…

მეტი...

ხოლოში აქციის მონაწილეებს ცოცხებით დახვდნენ – ხმაური მაჟორიტარის ბიუროსთან

უკიდურესად დაძბულია სიტუაცია ხულოში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან. დეპუტატის ოფისთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ანზორ ბოლქვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. “აქტივისტებს” ადგილზე “ქართული ოცნების” აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენეს. მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

“თავისუფალი ზონის” წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შესასვლელ კარს მავთულხლართი შემოახვიეს

სამოქალაქო მოძრაობის “თავისუფალი ზონის” წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტოს შესასვლელ კარს მავთულხლართი შემოახვიეს. უწყებასთან მოძრაობის მიერ მიტანილ მავთულხლართზე სხვადასხვა დროს რუსეთის მიერ რეპრესირებული საქართველოს მოქალაქეების ფოტოები იყო დატანილი, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. როგორც “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, მიუღებელია იქ პოლიტიკა, რასაც ქართული მხარე რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მიმართ იჩენს. გარდა ამისა, აქტივისტებმა აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრაზე განხილული საკითხი, საქართველოში შესაძლო რუსული კულტურის ცენტრის გახსნა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი რამ მიუღებელია. “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

მეტი...

ჰააგის სასამართლო, რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიებას, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაასრულებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია  და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, ფატუ ბენსუდას ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი შეხვდა.  შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ  ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის,…

მეტი...

“ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი გასაღიზიანებელი არაა” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტში გასაღიზიანებელი არაფერია. როგორც შალვა ნთელაშვილმა აღნიშნა, დღეს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა ერთი მოთხოვნით, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ხელისუფლებაში. „ამ მიზნის მიღწევაზე თათბირობს ყველა ორიენტაციის მქონე პარტიები, პროდასავლური, პროამერიკული პრორუსული და სხვადასხვა პრო. შესაბამისად, არანაირი ვალდებულება, რომ ჩვენი იდეოლოგია, საშინაო და საგარეო სტრატეგია უარვყოთ, კონკრეტული ფორმატის გამო, არ არის. ვთვლი, რომ პარტიები გააგრძელებენ რბოლას ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, პეკინში, სადაც სურთ და არავითარი შემზღუდავი გარემოება, რომ ჩვენ ივანიშვილის მოცილებაზე აქ ვიკრიბებით და ვმსჯელობთ არ შეიძლება იყოს საგარეო აქტივობისთვის. იმედი მაქვს,…

მეტი...

“ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს” – ილია მეორე

“ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ქადაგებაში პატრიარქმა სწორედ ტაძარში სიარულზე და ადამიანის ბუნებასთან კავშირის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. პატრიარქმა მიმდიანარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარშემო საშინელი ბრძოლა მიმდინარეობს. „ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს, მასზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს, კეთილ გზას თუ ბოროტ გზას. ადამიანმა უნდა შეძლოს ღმერთთან დაახლოება. ადამიანს უნდა ჰქონდეს გახსნილი გონება. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, დედამიწასთან.…

მეტი...

„გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ” – კალაძე ბურჯანაძეზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯამაძის რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია ყველანაირ ძალადობასა და დაპირისპირებას ემიჯნება. „ნინო ბურჯანაძე გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ. რაც შეეხება აქციებს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას. ეს არ არის ნორმალური ფორმა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირისპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ. არავის არ გამოუვა არც დამხობა და არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი…

მეტი...

თბილისის მერია მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას 1 კვირაში წარადგენს

“მიკროავტობუსების კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, ერთი კვირის თავზე წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას”, – ამის შესახებ ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მერისათვის „თბილისის მიკროავტობუსთან“ დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე ანგარიშის ჩაბარებისას განაცხადა.  მისი თქმით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო.   „ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა კომპანიასთან და ერთი კვირაა მხოლოდ მათ პრობლემებს ვისმენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ამოვდივარ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. თქვენი მოცემული ვადიდან კიდევ ერთი კვირა მაქვს დარჩენილი. ამ ერთ კვირას ძალიან ეფექტურად გამოვიყენებ და პირობას გაძლევთ, რომ წარმოვადგენ…

მეტი...

2020 წლისთვის ვაკის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

“ჩვენ გვყავს შერჩეული ბრიტანული კომპანია, რომელმაც უნდა დააპროექტოს ვაკის პარკი. 2020 წელს დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და განახლება,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკის დაპროექტებასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. “კომპანიამ წლის ბოლოსთვის უკვე პროექტი უნდა ჩაგვაბაროს. შესაბამისად, დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესი და სწორედ ამ მიზნით გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შაბათს 12:00 საათზე ვაკის პარკში გამართავს საჯარო შეხვედრას მოსახლეობასთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და კომპანია წარუდგენს საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი პარკის რეაბლიტაცია.…

მეტი...

“ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს NATO-ს წევრობისკენ სვლას დააჩქარებს” – დავით ზალკალიანი

NATO-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას ეხებოდა, უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. NATO შავი ზღვის პაკეტზე მუშაობს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის მეტ დახმარებას ითვალისწინებს. დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრი მალე გახდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად იყენებს უკვე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც ქვეყნის NATO-ს წევრობისკენ სვლას დააჩქარებს. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო იცავს NATO-ს სტანდარტებს და მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობები გააძლიეროს. “სხვადასხვა გადაწყვეტილებასა და დეკლარაციებში ნათქვამი იყო, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ დღეს NATO-ში არსებულ…

მეტი...

ლადო ასათიანის ქუჩაზე მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი მოეწყობა

2020 წლიდან, მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში სპორტული ცენტრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რომლის შემდეგაც მულტიფუნქციური დარბაზი მოეწყობა. მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მოსაწყობად უკვე შესყიდულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, რომელზეც 81 420 ლარი დაიხარჯება, ხოლო პროექტის განხორციელების სავარაუდო ღირებულებაა 1 712 942 ლარი. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სპორტული დარბაზის მაკეტი წარმოადგინა. „გვინდა, რომ ყველა რაიონში იყოს მულტიფუნქციური ცენტრები. პარალელურად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დავიწყეთ სპორტული ცენტრების მშენებლობა. რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში ვიყავით, სადაც ასეთივე ძალიან კარგი ცენტრი გაიხსნა, ორი საფეხბურთო მოედნითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. გვსურს, ყველა რაიონთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება…

მეტი...

“რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში და დანარჩენები სატელიტური დამანამატები არიან” – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოში არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ეს ოპოზიციისთვის კარგადაა ცნობილი. მისი თქმით, საზოგადოებას თავს ახვევენ მოსაზრებას, თითქოს აღნიშნულ საკითხზე მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს. „თავადაც კარგად იციან, რომ ეს მოდელი ვერანაირად ვერ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. თან რაოდენობრივად ბევრნი იკრიბებიან და მოსაზრებას, რომ თითქოს მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს, თავს ახვევენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა უკანონო აქციისას იყენებენ. მათ შორის მცოდნე ადამიანები არიან, რომლებმაც გამორიცხულია, რომ არ იცოდნენ ამ მოდელების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ. მაინც ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში…

მეტი...

“ოპოზიციის დაჟინებული და არარეალური მოთხოვნა შეიძლება სხვა მიზნებსაც ემსახურებოდეს” – მაია ცქიტიშვილი ე.წ. გერმანულ მოდელზე

ვიცე-პრემიერისა და ინფრასტურქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული მოდელი არაკონსტიტუციურია. ცქიტიშვილის შეფასებით, ოპოზიციას აღნიშნულ საკითხზე მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. “როდესაც ჩვენ ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, რომ ე. წ გერმანულ მოდელზე გადასვლა მოხდეს მაშინ, როდესაც ის არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს ოპოზიციაში საკმაოდ კვალიფიციური ადამიანები, პოლიტიკოსები და იურისტები არიან იმისთვის, კარგად ესმოდეთ, რომ აღნიშნული მოდელი ჩვენს კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამდენად, ოპოზიციის ეს დაჟინებული და არარეალური მოთხოვნა შეიძლება სხვა…

მეტი...

მაშველებმა, ჯანდარის ტბაში ორი ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ​ჯანდარის ტბაზე, მაშველებმა დაკარგული ორი ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა. პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი. საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. “, – ნათქვამია განცხადებაში.…

მეტი...

“შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის დასრულების შემდეგ, დედაქალაქში გამართული, მოწესრიგებული ტრანსპორტი იმოძრავებს. „როდესაც პროექტის განხორციელებას დავასრულებთ, შემიძლია წავიტრაბახო – ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები მთლიანად, ყველა ახალი იქნება. პარალელურად, მიკროავტობუსები უნდა ჩანაცვლდეს აუცილებლად. ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარებს და მართლაც ძალიან მაგარია, ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოებაც ხედავს და აფასებს, თუმცა რეფორმა ჯერ არ დასრულებულა და იქნება შემდეგი ეტაპები“,-განაცხადა კალაძემ.

მეტი...

116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, შესვენების დროს უფროსკლასელებმა მე-8 კლასის მოსწავლეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაშავებული მოსწავლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. “მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება,…

მეტი...

საქართველოში არსებულ 21 რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას, თვის ბოლოს კიდევ ერთი შეემატება

საქართველოში, დღეის მონაცემებით 21 რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს. როგორც ვებ-გვერდი “აი.ფაქტი” ავრცელებს, 2018 წელს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციები რუსეთიდან მიღებული ფულითაა დაფინანსებული. “აი.ფაქტის” ინფორმაციით, საქართველოში არსებული რუსული ორგანიზაციებია: საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი “ჟემჩუჟინა” საქართველო რუსეთის ურთიერთობების ასოციაცია აჭარაში სრულიად ქრისტიან-მოლოკანთათემი აჭარის რუსულენოვანი ინტელიგეციის ასოციაცია “რასვეტი” ჰუმანიტარული საქველმოქმედო კავშირი “რუსი” ქალაქი ფოთი დუხობორების საზოგადოება რუსეთის თანამემამულეთა აჭარის საზოგადოება კავშირი “ბულგარი” საქართველოს კაზაკთა გაერთიანება საერთაშორისო ახალგაზრდული ასოციაცია რუსული საზოგადოება “თანამემამულენი” საზოგადოება “ნადეჟდა” “როდნიკი” “რუსული კლუბი” ჟიული შარტავას სახელობის სოციალურ-კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “სპექტრი” საქართველოს რუს ქალთა კავშირი “იაროსლავნა” რუსეთის თანამემამულეთა კავშირი საქართველოს რუს თანამემამულეთა…

მეტი...