სოფელ ვაკიჯვარში ჰესის მშენებლობის საკითხის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

  •  

 გურიაში სოფელ ვაკიჯვარში მდინარე ნატანებზე 9 მეგავატიანი ჰესის მშენებლობის საკითხის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მოსახლეობა ჯერ კომპანიის წარმომადგენლებს, შემდეგ კი განსხვავებული აზრის გამო, ერთმანეთს დაუპირისპირდა.  ოზურგეთის რაიონში 9 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. ადგილობრივ მუნციპალიტეტში გარემოს ზემოქმედების შესახებ დასკვნებს ელოდებიან. სოფელ ვაკიჯვარში მერიის წარმომადგენელი გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მოსახლეობას შორის ურთიერთობის დაძაბვად არცერთი პროექტი არ ღირს. “ნატანების 3” აშენებას სოფელ ვაკიჯვარში კომპანია “უნივერსალ ენერჯი” გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სოფელში პროექტის განხორციელების შემდეგ ელექტროენერგიით 250 ოჯახი მომარაგდება და 10-15 ადამიანი დასაქმდება. ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ თუ ჰესის მშენებლობით გარემოს მინიმალური ზიანი მიადგება, პროექტი არ განხორციელდება. ოზურგეთის რაიონში ჰესის მშენებლობის საკითხზე მეორე…

მეტი...

„დამოუკიდებელი დეპუტატები“ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  •  

 ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თითოეულმა წევრმა მხარი დაუჭირა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პოლარიზაციის შემცირებას. “სწორედ მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის გამო ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს არჩევნებში მონაწილეობისაგან ან იძულებულია ხმა მისცეს არა მისთვის სასურველ ძალას, არამედ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი პარტიის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრიდან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო…

მეტი...

“სახელდახელოდ აღკვეცილი, სახელდახელოდაც გამოუშვეს. როგორც მითხრეს საკუთარი მამა მოკლაო” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

  •  

 დეკანოზ ილია ჭიღლაძეს გუშინ, ბერ-მონაზვნის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებამ ერთი ტრაგიკული ისტორია გაახსენა.  დეკანოზ ილია ჭიღლაძის პოსტს “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “სასულიერო აკადემიაში სწავლის პერიოდში მოდიოდა ხოლმე გაპარსული, გაერისკაცებული ბერი ეფრემი, ერისკაცობაში ბესო (ბესარიონი), დაახლოებით, 25 წლისა. ფსიქიკურად შერყეული იყო, გვემეგობრებოდა, შეკითხვებს გვაძლევდა საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხებზე, რომელზედაც ცოდნა პრაქტიკულად არ ჰქონდა. გამოუცდელი და პატარა (ალბათ 18-20 წლისა) აღკვეცეს ბერად ერთ მონასტერში, მალე ფსიქიკურად რომ აურია, გამოუშვეს. არქიმანდრიტმა მითხრა, შევცდი რომ აღვკვეცე, გხდი კაბას, გიშვებ მონასტრიდან და ბერი აღარ ხარო. ასე სახელდახელოდ აღკვეცილი, სახელდახელოდაც გამოუშვეს(თუ გამოაგდეს) და პასუხისმგებლობაც მოიშორეს. ეფრემი-ბესო დაბრუნდა თბილისში, მშობლებთან. საუბარში…

მეტი...

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერ-მონაზონი თავს ცუდად გრძნობს

  •  

 ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერ-მონაზონი თავს ცუდად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, ჯიტა გულუა აცხადებს, მისი თქმით, ახლა ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბერთან ექიმი იმყოფება. „ცუდად გრძნობს თავს, მეტი არაფერი ვიცი. ექიმი დავტოვე მასთან და მე წავედი ზუგდიდში“, – განაცხადა ჯიტა გულუამ. შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. გუშინ დააკავეს. ბერ-მონაზონს ბრალი ოფიციალურად ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

მეტი...

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ერთობლივი განცხადება მოამზადა

  •  

 ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ერთობლივი განცხადება მოამზადა. განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთდა. „რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო შეჭრიდან 11 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სასწრაფოდ შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები, მათ შორის,…

მეტი...

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

  •  

 ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის უფლებადამცველი სოსო ჯალაღონია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დაზარალებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საია-ს ზუგდიდის ოფისის მენეჯერის, ჯემალ ჭკადუას განცხადებით, ფაქტი 27 ნოემბერს მოხდა, დაზარალებულს ჩვენება მისი თანდასწრებით ჩამოართვეს, საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა. ჯემალ ჭკადუას საქმის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. შსს-ს ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი ა. დ. 5 დეკემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ…

მეტი...

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

  •  

 ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.  დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს. „მამაოს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული ეკუთვნის თავად მას. რამდენად მოესწრება დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ნამდვილად ვერ გეტყვით. მოსალოდნელია, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, თუმცა არანაირი საფუძველი ამის არ არსებობს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება დააკმაყოფილოს. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ გამოყენებული იყო ან გირაო, ან თავდებობა, ან…

მეტი...

“მოსკოვში ბოდიში არ მომიხდია, გამოვხატე წუხილი იმაზე, რაც მოხდა ივნისის მოვლენების დროს” – ნინო ბურჯანაძე

  •  

 ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ კონსტანტინ ​კოსაჩოვთან შეხვედრაზე გავრილოვის ინციდენტის გამო ბოდიში არ მოუხდია და მხოლოდ წუხილი გამოთქვა. ბურჯანაძის თქმით, წუხილის გამოხატა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ამ მოვლენას არ მოჰყოლოდა ახალგაზრდების აღშფოთება. „ბოდიშზე არ არის ლაპარაკი, რადგან „ქართული ოცნების“ გაფუჭებულ საქმეებზე მე ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებ. გამვოხატე ნამდვილად წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ივნისის მოვლენების დროს. როგორ შეიძლება არ წუხდა იმაზე, რაც ხდებოდა და რაც მოხდა, აბსოლუტურად „ქართული ოცნების“ სრული არაადეკვატურობისა და არაკომპეტენტურობის გამო. რაც შეეხება გავრილოვის ინციდენტს, ჩემი პარტია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გააკეთა განცხადება და გამოხატა პოზიცია, რომ მიუღებელი იყო გავრილოვის საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის…

მეტი...

“არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით” – მამუკა მდინარაძე

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიულ რესურსებს არ გამოიყენებენ.  „არ და ვერ მოხდება იმიტომ, რომ პარტია და უმრავლესობის უმრავლესობა დგას სხვა პოზიციაზე, სხვა წარმოდგენები აქვს და საარჩევნო სისტემის განსხვავებულ მოდელს უჭერს მხარს.   ამერიკული მოდელიც, შერეული მოდელიც და პროპორციული მოდელიც დემოკრატიულია. სამივე მოდელს იცნობს განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი. არის ქვეყნები, სადაც დემოკრატიით მაინც და მაინც ვერ დაიკვეხნიან , მაგრამ ამ სამიდან რომელიმე მოდელი შეიძლება იყოს. ამიტომ აპრიორი არ უნდა ვთქვათ, რომ რომელიმე მოდელი ცალსახად და უპირობოდ განმსაზღვრელია დემოკრატიულობის ხარისხის.  რა თქმა…

მეტი...

“რეალობას აცდენილი „ოცნება“ ხიფათად იქცა ქვეყნისთვის” – დავით ჭიჭინაძე

  •  

 „როგორ შეიძლება დღეს  „ქართულ ოცნებაში“  რამის სიმყარეზე, ან რამის მდგრადობაზე საუბრობდნენ?! მითუმეტეს, სპიკერებად მოვლენილი „კოლექტიური ზარდიაშვილები“,- ამის შესხებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.  დავით ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანა ჩამოიქცა, ხალხი გაღატაკდა და ქვეყანაში ინფლაცია გაბატონდა. “და ესენი მყარად რაში არიან ვერ გავიგე, თავის სავარძლებში სხედან მყარად? მაგიც ეჩვენებათ მგონი, რადგან ხვალ იმ სავარძლებსაც დაკარგავენ და ქუჩაშიც ვეღარ გამოვლენ ასეთი საქციელით. ერთ-ერთ დეპუტატს, უმრავლესობიდან,  ისიც წამოსცდა, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოსო და თუ ეს მართლა აქვთ გეგმაში, ვაფრთხილებ  „ქართულ ოცნებას“, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოიწვევს აბსოლუტურად არალეგიტიმურობას იმ შედეგისას, რომელიც დადგება, რადგან ის…

მეტი...

ევროსაბჭომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

  •  

 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები კიდევ ერთხელ გაიზიარა და რუსეთს, საქართველოსათვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა. კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა უპირობო ვალდებულებაა და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ვალდებულების მიუხედავად, მოპასუხე სახელმწიფოს დაკისრებული თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა წუხილი გამოხატა, რომ რუსეთის დელეგაცია ცდილობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის თანმიმდევრობა, ეს კი, უპირველესად რუსეთის…

მეტი...

ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

  •  

 მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, ავტომანქანები შეზღუდულად გადაადგილდებიან. შემთხვევას “მედიაცენტრი მთავარის” კორესპონდენტი შეესწრო. ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

მეტი...

ნინო ბურჯანაძემ მოსკოვს ბოდიში მოუხადა

  •  

 „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელიც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მოხდა”, – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო, “ტასი” წერს. როგორც სააგენტო წერს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს პროვოკაცია პირველ რიგში, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო.  „მე არ მეშინია ბოდიში მოვიხადო ამ საშინელი ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ შეგაწვეტინეთ, მაგრამ ნებას არ მოგცემთ დაასრულოთ, სანამ ბოდიშს არ მოგიხდით, რადგან ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“,- მიმართა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს კონსტანტინე კოსაჩოვს შეხვედრისას. თავის მხრივ, როგორც სააგენტო წერს,…

მეტი...

ქართული დიასპორა ორპალატიან პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის არჩევას ითხოვს და ხელმოწერებს აგროვებს  

  •  

 „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებში, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ქართული დიასპორის ხმა. დღეს, როდესაც, საქართველოს პარლამენტის მოდელის და მისი წევრების არჩევის წესის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი, როგორც საქართველოს ერთიანი საზოგადოების ეკონომიკურად, კულტურულად თუ სხვა მახასიათებლით გამორჩეული ნაწილის ჩართულობა“ – აცხადებს ათენში „ქართველ მიგრანტთა ცენტრის ხელმძღვანელი“ ავთანდილ გიუნელი და კონსტიტუციაში დიასპორის ინტერესების გათვალისწინების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. „მედიაცენტრი მთავარი“ ავთანდილ გიუნელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა, პარლამენტის ორპალატიანი, ამერიკული სისტემით დაკომპლექტების შესახებ ვფიქრობ არა მხოლოდ მაღალ ხარისხში უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, პოლიტიკურ განვითარება,ს არამედ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს რეალურ…

მეტი...

“ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით იმსჯელეს

  •  

 პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივაზეც ისაუბრეს. 11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.

მეტი...

“მთელი სამყარო პროპორციულია, მეგობრებო, დედამიწაც პროპორციულია თავისი სიმრგვალით” – შალვა ნათელაშვილი

  •  

 “პროპორციული არჩევნები არის გარანტია, რომ მშვიდობიანად გაეყაროს ქართველი ერი თავის მჩაგვრელს”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხდა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მთელი სამყარო პროპორციულია, მათ შორის, დედამიწა და ადამიანის ორგანიზმი. „მთელი სამყარო პროპორციულია, მეგობრებო. ნახეთ, ელიფსური გალაქტიკები როგორ ემთხვევა ერთმანეთს, დედამიწა როგორი პროპორციულია თავისი სიმრგვალით, როგორი პროპორციულია ადამიანის ორგანიზმი. ყველაფერში პროპორციაა, გული პროპორციულია, ის კბილებიც, რომლითაც ჩვენ ბიუჯეტს ჭამენ, ის კბილებიც კი, პროპორციულად არის განლაგებული. პროპორციის გარეშე ყველაფერი იმსხვრევა. ჩვენ პროპორციას ვაჩუქებთ ჩვენ ქვეყანას, განვითარებას, გამარჯვებას და ვფიცავთ ამას დავით აღმაშენებლის ნატერფალზე, ყველას გეხვევით და გკოცნით, თქვენ შემოგევლეთ“, – განაცხადა…

მეტი...

“დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, ქალბატონი ნინო მოსკოვში აღმოჩნდა, არაა გამორიცხული, რუსული გეგმებიც იყოს“ – მამუკა მდინარაძე

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება. „მაშინ, როდესაც შედგა დიდი ოპოზიციური ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, ამ ერთობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ლიდერი აღმოჩნდა მოსკოვში. რას უნდა ნიშნავდეს? მოდით, ფაქტის აღნიშვნის იქით ნუ წავალთ. ჩვენ ჩვენი შეფასებები გვაქვს, რომელიც ვიღაცას შეიძლება სუბიექტურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, მათი საერთო გეგმების დასახვის პარალელურად, ქალბატონი ნინო მოსკოვში აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, რუსული გეგმებიც იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, საქართველოში სახელმწიფო დგას…

მეტი...

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციას გამართავს

  •  

 14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. “გვსურს, წინასწარ გაცნობოთ, რომ 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს. ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი…

მეტი...

“ნაკერზე გავხევთ “ქართულ ოცნებას” – გრიგოლ ვაშაძე

  •  

 “მოვიდა დრო, რომ საქართველოში იყოს ნამდვილი დემოკრატია” – ამ სიტყვებით მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისში, აქციაზე მისულ ხალხს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მალე “ქართული ოცნების” ხელისუფლება წარსულს ჩაბარდება. “პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქართველს ლაპარაკი არ სჭირდება. ორ წელზე მეტია, ცხოვრების ნახევარს ვატარებ ქუთაისში გული მიკვდება, ქალაქი დაცლილია. ჩვენ, ჩავსვავთ მაგათ ქუთაისის აეროპორტიდან თვითმფრინავში და გავუშვებთ აქედან. გავუშვებთ მათ ხელისუფლებას იქ, სადაც თავს კარგად იგრძნობენ. საქართველოში მათი ადგილი არაა. ჩვენ, იმ მარათონის მორბენალებს ვგავართ, რომელმაც გაუძლო დაკითხვებს, სამსახურიდან გაყრას, სოციალური დახმარების მოხსნას, გინებას, შეურაცხყოფას. ნაკერზე გავხევთ “ქართულ ოცნებას”, – მიმართა…

მეტი...

“ძირს ივანიშვილის მთავრობა, ძირს და ძირს” – შალვა ნათელაშვილი

  •  

 “დღეს ისეთი ერთიანია ქართული პოლიტიკური სპექტრი და მთელი საქართველო, როგორც ეს იყო დიდი აღმაშენებლის დროს. ქუთაისი და საქართველოს არ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს ტყუილებს”, – ასე მიმართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ქუთაისში ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემაა გარანტიაა ქვეყანაში მშვიდობის. “იწყება ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმის შეცვლა. როგორც დავით აღმაშენებელმა გაამზადა დიდგორის მებრძოლები ქუთაისიდან, ისე სახალხო მშვიდობიანი ლაშქარი ელოდება თბილის თქვენი სახით. პროპორციული არჩევნები აჩემებული კი არ გვაქვს. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის გარანტია, რომ მშვიდობიანად გაეყაროს ქართველი ერი თავის მჩაგვრელს. ძირს ივანიშვილის მთავრობა, ძირს, ძირს !”, –…

მეტი...

“ეს უნდა იყოს არა გერმანული ან ამერიკული, არამედ ქართული მოდელი” – უკრაინის ელჩი საარჩევნო სისტემაზე

  •  

 უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იგორ დოლგოვის თქმით, საქართველოს ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა დაინტერესებულია იმით, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს. ​დოლგოვმა აღნიშნა, რომ დიალოგი ერთადერთი გზაა დემოკრატიის გასაძლიერებლად. “ქართველი ხალხის საქმეა, რომ მონახოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი. რაც ჩვენ, დიპლომატებს და ელჩებს გვსურს ისაა, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იყოს, ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გაძლიერებისა და საქართველოს განვითარებისთვის. ყველა თქვენი პარტნიორი და მეგობარი მოვლენების ამგვარი განვითარებითაა დაინტერესებული,” – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

მეტი...

ქუთაისში ოპოზიციის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

  •  

 ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციებს, ვიდრე ხელისუფლება გაცემულ დაპირებას არ შეასრულებს და 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დაამტკიცებს.

მეტი...

ვიქტორ დოლიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

  •  

  საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო დაკავება. ვიქტორ დოლიძემ მათ დეტალურად მიაწოდა საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფომრაცია და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების დროული და ეფექტური რეაგირების აუცილებლობაზე. ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მან შეშფოთება…

მეტი...

“ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მოკლე დროში კომპრომისის მიღწევა არარეალისტურია” – ევროკავშირის ელჩი

  •  

 საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მოკლე დროში კომპრომისის მიღწევა  არარეალისტურია. კარლ ჰარცელის თქმით,  ევროკავშირი პროცესებზე დაკვირვებას აგრძელებს. “შევაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც წარმოდგენილი იქნება. რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო გზა ყველასთვის ხიდების შენებაა და აუცილებელი კომპრომისის პოვნაა. ყველაფერი დიალოგზეა დამოკიდებული. დიალოგი პროცესია. პირველი შეხვედრის შემდეგ რაც ვთქვი, იყო ის, რომ დიალოგი პატივსაცემი და სასარგებლო იყო. ამ შეხვედრის შემდეგ მქონდა განცდა, რომ გვქონდა პლატფორმა და სურვილი ორივე მხარის მხრიდან ამ პროცესში ჩართვის თაობაზე. ის, რომ კომპრომისის პოვნა და საკითხის მოგვარება დაუყოვნებლივ მოხდება, არარეალისტურია. მოვლენებზე…

მეტი...

“მყარი არგუმენტები მჭირდება, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას მხარი დავუჭირო” – შოთა ხაბარელი

  •  

 უმრავლესობის წევრის, დეპუტატი შოთა ხაბარელის განცხადებით, დეპუტატთა ნაწილის ინიციატივა სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების თაობაზე საინტერესო წინადადებაა, თუმცა საკითხს სიღრმისეული გაცნობა სჭირდება. „მსჯელობა იქნება და დისკუსიაში შევალ. მყარი არგუმენტები მინდა, რომ ინიციატივას მხარი დავუჭირო“, – განაცხადა ხაბარელმა. შეგახსენებთ, რომ 11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.

მეტი...

“ორ პოლიტიკურ ძალას შორის უაზრო, ბრძოლის სიმულაცია გრძელდება” – ბექა ნაცვლიშვილი

  •  

 დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სიმულაციური პროცესის გაგრძელებაა. ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტი და ახლა უკვე მაჟორიტარ ჯგუფთა ახალი ინიციატივა, ორი პოლიტიკური ძალის „უაზრო, თითქოს და ბრძოლის სიმულაციაა“. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური ძალების მხრიდან საკუთარი საკონსტიტუციო ინიციატივების განხილვაზე საუბრით, ყურადღების მიღმა რჩება რეალური პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. „ჩვენს პოლიტიკაში რაც ხდება, ეს არის სიმულაციის გაგრძელება. იცით, რომ „ევროპულმა საქართველომაც“ დაარეგისტრირა საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ასევე სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და „ქართული ოცნებაც“ არეგისტრირებს. აი, ეს არის ორი პოლიტიკური ძალის ამ უაზრო, თითქოს ბრძოლის…

მეტი...

“ხელისუფლება რეალობის განცდას კარგავს” – დავით უსუფაშვილი

  •  

 “ხელისუფლება რეალობის განცდას კარგავს და მიიჩნევს, რომ თუ მეორე მხრიდან რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს, რაშიც მან ქვეყანა გახვია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი. „ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს, უკვე სხვა მიმართულებით დიდი შეცდომები დაუშვას. ამის საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ პრინციპულობით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტის გამოხატვით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობითაც და არჩევნებისთვის მზადებითაც. ჩვენ ყველანი ამით ვართ დაკავებულნი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მეტი...

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა

  •  

 ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით “ზურაბ ჟვანია – ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები”. ზურაბ ჟვანიას მეუღლის ნინო ქადაგიძის თქმით, ქართული საზოგადოება რჩება იმ დასავლური ღირებულებების და ქვეყნის განვითარების იმ გზის ერთგული რომელიც ზურაბ ჟვანიას ჰქონდა და მიუხედავად სირთულეებისა ის დარწმუნებულია რომ ქვეყანა ამ გზას წარმატებით გაივლის. ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტიც. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებში და აქტიურ ცოდნაში ზურაბ ჟვანია მუდამ აქტუალური იყოს. “ეს არის პოლიტიკოსი რომლის მოღვაწეობით არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ფრაზით, რომელიც ვიცით,…

მეტი...

“არც ჩვენ ვართ ცოტა, უკვე 30-ზე მეტნი ვართ” – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

 უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომაზე, დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე შეჯერება ვერ მოხდა. დეპუტატის თქმით, საჭიროა უმრავლესობის მორიგი შეხვედრა ჩაინიშნოს. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტის ავტორები, პროცესის სრული დაცვით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. “ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი, უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა,  დადებითი პასუხი ვერ მივიღე. ვერ მივიღე დადებითი პასუხი კითხვებთან დაკავშირებითაც, რომელიც გვაქვს. ამიტომ, გავაგრძელებთ პროცესს, გავალთ ხალხში, გავაცნობთ კანონპროექტს, დავიცავთ ყველა პროცედურულ საკითხს. ვარ უმრავლესობის წევრი, დამფუძნებელი და კანონმდებელი, მაქვს უფლება, მით უმეტეს პროცედურების დაცვით გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა…

მეტი...

„გიორგის ფეხმძიმე ცოლი ელოდება სახლში, ვისაც შეგიძლიათ  გვერდით დგომა, დაგვიდექით“ – „ხლაპუშკას” სროლისთვის გიორგი ონიანი დააკავეს

  •  

 8 ნოემბერს, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გაპროტესტებისას, საახალწლო მაშხალის გასროლისთვის, „ქართული მარშის“ წევრი გიორგი ონიანი დააკავეს. ბრალდება, რომელსაც დაკავებულს ედავებიან, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც „ქართული მარშის“ დამფუძნებელმა სანდო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სასამართლომ დაკავებულს გირაო –  3 000 ლარი შეუფარდა და ამ წუთებში ონიანის გასათავისუფლებლად თანხას აგროვებენ. „ისევ დააკავეს ჩემი მეგობარი გიორგი ონიანი, იმ ბრალდებით რომ თურმე 8 ნოემბერს ქართული “ლგბტ” ფილმის ჩვენების ჩაშლის დროს, საახალწლო მაშხალა, 50 თეთრიანი “ხლაპუშკა” ესროლა პოლიციას, რამაც პოლიციელის დაზიანება გამოიწვია და ამის გამო 4 დან 7 წლამდე პატიმრობას იმსახურებს. ორი დღეა…

მეტი...

“უმრავლესობა დგას მყარად და დაშლის საფრთხე არ ემუქრება” – მამუკა მდინარაძე

  •  

 “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ამ პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავა დეპუტატის თქმით, უმრავლესობის დაშლის საფრთხე, მიუხედავთ განსხვაბული მოსაზრებებისა არ არსებობს. “არ დაგიდასტურებთ დაპირისპირებას. ესაა ჯანსაღი კამათი. მიხეილ ყაველაშვილს დაჩი ბერაიას, დიმიტრი ხუნდაძე, გოგა გულორდავას აქვთ უფლება, რომ ილაპარაკონ ნებისმიერ თემაზე, მეორე საკითხია ჩვენ ამას დავეთანხმებით თუ არა. პროპორციული სისტემა ამ ქვეყნისთვის არის კარგი, საპირისპირო სისტემაზე ვფიქრობ არც კი უნდა ვისაუბროთ. საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს,…

მეტი...

20-21 ივნისის დაზარალებულებისთვის, სამართლებრივ და სამედიცინო სერვისებს ევროკავშირი დააფინანსებს

  •  

 „ეს არის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ევროკავშირის მხრიდან, 20-21 ივნისის დაზარალებულების დაცვის მიმართულებით. ჩვენ ვიმუშავებთ როგორც პროკურატურის, შს სამინისტროს, საქართველოს საერთო სასამართლოზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართულებით. ამ სამართლებრივი მიმართულებებით გავუწევთ დახმარებას 20-21 ივნისის, „გავრილოვის ღამეს“ დაზარალებულ ადამიანებს“ – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო–რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ იურისტმა გიგა ლემონჯავამ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც 20-21 ივნისის დაზარალებულებისთვის უფასო სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს. იურისტის ინფორმაციით, ცენტრს რამდენიმე ადამიანმა უკვე მომართა. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კი სტატუსის მინიჭების მომლოდინეთა სიაშია. „მომართვები გრძელდება. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტმა…

მეტი...

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

  •  

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით   ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა უალტერნატივოა  და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობას წარმოადგენს.  დელეგაციის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსმა, გოშგარ თამაზლიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათი ახლადშექმნილი სააგენტოსთვის საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს გამოცდილების გაზიარება  მნიშვნელოვანია.  შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი  და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელმა კოლეგებმა  სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში სპეციალური აღჭურვილობა…

მეტი...

ბიზნეს სექტორი პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

  •  

 ბიზნეს სექტორი პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მათი თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და აუცილებელია მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტზე გაზრდილი ფასები და ლარის გაუფასურება საგანგაშო ნიშნულს აღწევს, ამიტომ აუცილებელია ეკონომიკური გუნდის სწორი პოლიტიკური ქმედებები. შეხვედრის ზუსტი თარიღი უცნობია. “დაახლოებით 15%-დან 20%-მდეა ფასები გაზრდილი. 100-დან დაახლოებით 5% არის სეზონური მაჩვენებელი, ხოლო სხვა დანარჩენი პირდაპირპროპორციულად არის მიბმული ლარის ფაქტორზე. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის ორ სექტორს შორის ურთიერთობის დაბალანსება და იმ რეგულაციაზე საუბარი და დეტალურად ახსნა, თუ რისთვის არის ეს რეგულაცია საჭირო. აგრეთვე პრემიერისგან საინტერესოა გავიგოთ, თუ…

მეტი...

„ვუყურებ, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიცია, ერთ ოთახში შეძლო ორგანიზებულად მუშაობა“  – გიორგი მარგველაშვილი

  •  

 “ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაში არამცთუ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი“ – აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას ხელისუფლების უსუსურობას უკავშირებს. მისი თქმით, დღეს ოპოზიცია ბევრად უფრო გაზრდილია და ისინი საერთო მიზნისკენ მიდიან. “ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაში არამცთუ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი. მათ ტელევიზიით მაინც რომ ენახათ, რამდენჯერ ყოფილა საქართველოში ასეთი კონტრ-აქციები, ასეთი დაპირისპირება და რომ ეს იყო ერთმნიშვნელოვნად ნიშანი, რომ ამის მერე საზოგადოების სრული გაუცხოება ხდება ხელისუფლებასთან, ეცოდინებოდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან საშიშია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მათთვის პირადად“…

მეტი...

ევროკავშირი, 21 ივნისს დაზარალებულებს მსხვერპლებად ცნობს და მათ დასახმარებლად პროექტს იწყებს

  •  

 „პროექტი 20-21 ივნისის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებისთვის“ – ასე აფასებს წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ინიციატივას, რომელზეც მან „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო პროექტი. ესა არის ჰოლისტური დახმარების პროექტი, 20-21 ივნისის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებისთვის. მოგეხსენებათ 21 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ მონაწილეები, მათ შორის დაახლოებით 200 ადამიანი საავადმყოფოში მოთავსდა სხვადასხვა დაზიანებებით, მათ შორის მძიმე დაზიანებით. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით 500-ზე მეტმა სამოქალაქო პირმა მიიღო დაზიანება. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებს ამ ადამიანების იდენტიფიცირებას, სასამართლო, სამედიცინო და სასამართლო ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე, იურიდიულ დახმარებას და…

მეტი...