“ერეკლე კუხიანიძემ ბოდიშის მოსახდელად დრო ითხოვა” – ბექა დავითულიანი

  •  

 ერეკლე კუხიანიძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს ეხებოდა, ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს უმრავლესობაში. მათი თქმით, ისინი ემიჯნებიან კუხიანიძის განცხადებას, რომელმაც ბოდიშის მოსახდელად გარკვეული დრო ითხოვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი აღნიშნავს, რომ საკრებულოს უმრავლესობა ერეკლე კუხიანიძის განცხადებას არ იზიარებს და ყველამ ერთად მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. “ამ განცხადებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს უმრავლესობა და ვემიჯნებით კიდეც კუხიანიძის განცხადებას. ეს საკითხები განხილული იქნება ფრაქციის ფორმატშიც. ყველამ დავუფიქსირეთ, რომ მის განცხადებას არ ვეთანხმებოდით. ერეკლე კუხიანიძემ ითხოვა გარკვეული დრო ოჯახისთვის ბოდიშის მოსახდელად”, – განაცხადა…

მეტი...

საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს

  •  

 საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს, რაც 116 111 ოჯახს შეადგენს. წლის დასაწყისიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 25 700-ით შემცირდა. ამ დროისთვის მას მოსახლეობის 11.2% იღებს. ამ მიზნით სახელმწიფომ წლის დასაწყისიდან 286 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ “ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი” წერს.  ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც საარსებო შემწეობას ადგილობრივი მოსახლეობის 37% იღებს.  შემწეობაზე დამოკიდებულთა რაოდენობა (წილი) რეგიონების მიხედვით: საქართველო – 411 400 – 100 %;  აჭარა – 41 504 – 12,3%;  თბილისი 86 700 – 7.5%; გურია – 18 427 – 16.3%; რაჭა/ლეჩხუმი/ქვ.სვანეთი – 11 852…

მეტი...

ორ სამართალდამცავს, 15 წლის მოზარდის საქმის გამოძიების დასრულებამდე, უფლებამოსილება შეუჩერდა

  •  

 შსს-ს ინფორმაციით, თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილესა და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს“, – აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული მოსამართლეები სხვადასხვა თანამდებობაზე გადანაწილდნენ

  •  

 საქართველოს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა უძღვებოდა. პლენუმმა კენჭი უყარა მოსამართლეთა გამწესებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატებში და პალატების თავმჯდომარეების არჩევას, რის შედეგადაც პალატების თავმჯდომარეები და შემადგენლობა ასე განისაზღვრა: სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ პლენუმის მიერ ერთხმად იქნა არჩეული მოსამართლე შალვა თადუმაძე. ხოლო პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას (თავმჯდომარე მზია თოდუა), დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის…

მეტი...

ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს – პარლამენტში ნივთიერების დასხმის საქმე

  •  

 „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ 12 დეკემბრის ინციდენტზე საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლაზე უარი თქვა. ,,მე ვუთხარი, რომ საერთოდ არ განვიხილავდი გამოკითხვაზე მისვლის საკითხს და ვთხოვე, ამ თემაზე აღარ დაერეკათ. ამის შემდეგ რა იქნება გამოძიების ნაბიჯები, არ ვიცი. არც ის ვიცი, მომივა თუ არა უწყება მაგისტრატი მოსამართლისგან, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ დაზუსტებით – სერიოზულად ამ საქმეს ვერ შევხედავ. ეს ფეკალიების საქმეა და ფეკალიებს რაც უფრო გაქექავ, უფრო სუნი დგება“,- განაცხადა დეპუტატმა. პარლამენტის სხდომაზე ნივთიერების გაშვების ფაქტზე, თბილისის პოლიციის მთავარ…

მეტი...

19 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

  •  

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ. უგულავას ინფორმაციითვე, შაბათს და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში. “შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ, რაც უფრო ხისტი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია. ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს და ჩვენ ველით, თუ მოვიდა გონს უმრავლესობა, მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებით, ჩვენი წინადადებები მათთვის ცნობილია და შემდეგ უკვე შაბათს და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში.…

მეტი...

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავრცელებს

  •  

 “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, კონსორციუმმა მოიძია ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით. მათივე ინფორმაციით, კონსორციუმმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩააყენეს. “როგორც ჩვენ განვუმარტეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან, დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ მიგვიღია მსგავსი პოზიცია სახელმწიფოსგან. ამრიგად, ჩვენ ველოდებით მთავრობას, რადგან ზემოთ აღწერილი სიტუაცია არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, თუმცა პარალელურად აქტიურად ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციურ…

მეტი...

“96 წლის მამაკაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება” – სუს-ი

  •  

 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება. შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 96 წლის გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. აღსანიშნავია, რომ გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.

მეტი...

“კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს, აზრის გამოხატვის უფლება ყველას გვაქვს” – თეა წულუკიანი

  •  

 იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს, რადგან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს. “ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცენდენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით”,- განაცხადა თეა წულუკიანმა საქმე ეხება თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქპოსტებს, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმი, ვაჟა…

მეტი...

“არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით ხელახლა გავაკეთოთ დავალება” – ნინო ბურჯანაძე

  •  

 „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი შესთავაზა და ახლა უკვე მმართველმა პარტიამ უნდა თქვას, რომელი ვარიანტია ხელსაყრელი. „ჩვენ არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით დაგვიბრუნონ საშინაო დავალება ორიანით, დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ დავალება და მივიტანოთ მათთან. პროპორციული სისტემიდან წამოვედით დათმობაზე გერმანულ მოდელზე, შემდეგ გავყავით გერმანული მოდელი, შემდეგ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი მრავალმანდატიანის. ახლა ნამდვილად მათ მხარეს არის ბურთი, რაც არ უნდა ისაუბრონ, მე მგონი დიპლომატების საუბრითაც ნათლად ჩანს. მე პირდაპირ შევთავაზე, ასევე ჩემმა კოლეგებმაც, თქვენ გვითხარით, რა გაწყობთ. ხომ არ შეიძლება ჩვენ კიდევ ახალი ვარიანტი მივიტანოთ, შემდეგ კიდევ…

მეტი...

სოფო კილაძემ ციხეში, 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები მოინახულა

  •  

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს, ბესიკ თამლიანსა და ზურაბ ბუდაღაშვილს შეხვდა.  დეპუტატის თქმით, ორივე პატიმარი თავს კარგად გრძნობს. კილაძის ინფორმაციით, ზურაბ ბუდაღაშვილმა სხვა საკანში გადასვლა მოითხოვა, რასაც ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა.  დეპუტატის ინფორმაციით, დაკავებულებს მასთან ზეწოლის ან მუქარის ფაქტებზე არ უსაუბრიათ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპუტატი მას შემდეგ მივიდა, რაც დაკავებულების დედებმა მიაწოდეს ინფორმაცია მათი შვილების სავარაუდოდ ცუდ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით.

მეტი...

“ივანიშვილი გუნდს უმტკიცებს, რომ შეუძლია ბოკერიაზე გაქაჩვა, ვნახოთ ვისი აჯობებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

  •  

 “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიმართ დაწყებულ სამართლებრივ პროცესებს, ივანიშვილის ძალის დემონსტრირებად აფასებს “ტაბულას” მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი.  “ივანიშვილის გუნდში აქვს პრობლემები. მას სასიცოცხლოდ სჭირდება ძალის დემონსტრირება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იზრდება მისი იზოლაცია დასავლეთში. ხედავთ საერთაშორისო პრესა რა სიტყვებითაც ამკობს. რა მკაცრი განცხადებები კეთდება დასავლეთიდან და გუნდს უმტკიცებს ახლა, რომ ის ისეთი ძლიერია, ბოკერიაზე შეუძლია გაქაჩვა და გაიქაჩოს, ვნახოთ ვისი აჯობებს”,- განაცხადა გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა.  ცნობისთვის, რომ უკვე ერთ საათზე მეტია, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს. 

მეტი...

“პარლამენტის დარბაზში უცხო წარმოშობის ნივთიერების შეტანაზე გამოძიება სავალდებულო პროცედურაა” – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

 დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტის დარბაზში უცხო წარმოშობის ნივთიერების შეტანაზე, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ზიანი მიაყენა, გამოძიების დაწყება სავალდებულო პროცედურაა. მისივე თქმით, წინასწარ ვერ ეცოდინება, რა შეიძლება იყოს გამოძიების შედეგი. „როდესაც საპარლამენტო დარბაზში შემოტანილია უცხო წარმოშობის ნივთიერება და შედეგი დგება ის, რომ რამოდენიმე ადამიანი იწამლება, მის ჯანმრთელობას ადგება ზიანი, გამოძიება ეს არის სავალდებულო პროცედურა. რა შედეგი დადგება, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა და წინასწარ დაკვეთილი განაჩენები, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, ეს დრო უკვე კარგა ხნის დავიწყებულია. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.  მთავარი არის ის, რომ მითუმეტეს საკანონმდებლო ორგანოში, მითუმეტეს დეპუტატების…

მეტი...

“საქმე გვაქვს ტრაგიკომედიასთან” – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საოკუპაციო რეჟიმის “საკანონმდებლო” ინიციატივებზე

  •  

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელ „საკანონმდებლო“ ინიციატივებს ეხმაურება.  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა „კანონმდებლობასთან“, არამედ ტრაგიკომედიასთან, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული და მათ მიერ მკაცრად კონტროლირებადი, ფაქტობრივად ანექსირებული აფხაზეთის „პარლამენტი“, რომელიც თავის მხრივ რუსეთის მოქალაქეებისაგან შედგება, „ზრუნავს“ მეოთხედი საუკუნის წინ მიტაცებული ტერიტორიის „მთლიანობაზე“ და „სუვერენიტეტზე“. „ისმის კითხვა: რასთან გვაქვს საქმე, რით არის გამოწვეული სისხლის სამართლის „კანონმდებლობის“ ასეთი გამკაცრება? დასმულ კითხვაზე პასუხს იძლევა ე.წ. კოდექსში შეტანილი სხვა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ისჯება ღია მოწოდებები აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ; იგივე…

მეტი...

“ქუჩაში იყვირეთ რამდენიც გსურთ” – არჩილ თალაკვაძე თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანს

  •  

 “ვის ეშინია თქვენი ყვირილის ან თქვენი ეპატაჟების? ქუჩაში იყვირეთ რამდენიც გსურთ, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში და თქვენ ყოველთვის გაგაძევებენ ყველანაირი ცივილიზებული ფორმატიდან, როდესაც ასე მოიქცევით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომიდან სერგო რატიანისა და თინა ბოკუჩავას გასვლის შემდეგ განაცხადა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს პატიმრებზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვთ. „ეს ის ხალხია, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება პატიმრების უფლებებზე საუბრის არ გააჩნიათ. ეს ხალხი წლების განმავლობაში დახუჭული თვალებითა და დუმილით ხვდებოდნენ ადამიანების წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ადამიანები წელიწადში 340-ზე მეტი ადამიანის საპატიმროებში გარდაცვალებას ხვდებოდნენ დუმილით. დღეს მოდიან და აქ ხმამაღლა…

მეტი...

პარლამენტის დარბაზში ნივთიერების გაშვების ფაქტზე, დეპუტატები გამოკითხვაზე დაიბარეს

  •  

 პარლამენტის დარბაზში ნივთიერების გაშვების ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ენძელა მაჭავარიანი და კობა ლურსმანაშვილი, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. ენძელა მაჭავარიანი პოლიციის სამმართველოში უკვე მივიდა. „გამოკითხვაზე ვარ და რასაც შემეკითხებიან, შევეცდები, პასუხი გავცე. წინასწარ არ ვიცი, რა შეკითხვები ექნებათ. შევხედე, რომ შემოვიდნენ, მაგრამ როგორც სხვებს ახსოვთ დეტალურად, ასე არ მახსოვს. როგორც კი სუნი ვიგრძენი, გამოვედი. მაშინ სხვა რამეზე ვიყავი გადართული და არ მიფიქრია, რატომ შემოვიდნენ. ეს შეკითხვა მაშინ გამიჩნდა, როდესაც სხვებმა იკითხეს, რატომ შემოვიდნენო“, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა. დეპუტატების გამოკითხვაზე დაბარება 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების გაშვებას უკავშირდება, რის…

მეტი...

“ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ” – ხმაური პარლამენტში

  •  

 “ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ,”- ამ სიტყვებით მიმართა ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მანამდე კი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს ბუტაფორია უწოდა და ციხეებში შეშვება მოითხოვა: „ბუტაფორია ხარ თავიდან ბოლომდე. არავინ არაფერს გეკითხება, მაგრამ ადამიანობა მაინც გამოიჩინე, რომ ციხეში შეგვიშვა“, – მიმართა თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს. არჩილ თალაკვაძემ კი, ბოკუჩავას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ეს ის ხალხია, ვინც ბოიკოტის წერილებს წერს: „თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც თან ბოიკოტის წერილებს წერთ, თან ბიუროს…

მეტი...

15 წლის მოზარდის მდგომარეობის შესაფასებლად, ისრაელიდან პროფესორები ჩამოდიან  – „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ფაქტი    

  •  

 “მწვანე სკოლის” ყოფილი მოსწავლის, რომელმაც თვითმკვლელობა მე-9 სართულიდან გადმოხტომით სცადა, მდგომარეობა ისევ რთულია. როგორც მოზარდის ძმამ „მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა“ მკურნალობაში ხვალიდან ისრაელიდან ჩამოსული პროფესორები ჩაერთვებიან. „ხვალ ექიმებს ველოდებით ისრაელიდან. კონსილიუმი ექნებათ და გაერკვევიან მის მდგომარეობაში. ამჟამად, მისი მდგომარეობა იგივეა კომაშია, მძიმედაა. კვალიფიციური სპეციალისტები ჩამოჰყავთ და ერთად დააკვირდებიან და შეჯერდებიან“ – განუცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ 15 წლის თბილისელი მოსწავლე  იაშვილის კლინიკაში სიკვდილს ებრძვის, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უმძიმესია, მრავლობითი მოტეხილობები და თავის ქალის მძიმე ტრავმა. ლუკა ოთხშაბათს, 9 სართულიდან გადახტა და  მეოთხე დღეა მართვით სუნთქვაზეა. თვითმკვლელობის მცდელობამდე, სამშაბათს და ოთხშაბათს…

მეტი...

ბექა დავითულიანი: „ემოციური მოსაზრების გამოხატვის ფუფუნება არ გვაქვს, როცა ჩვენი თანამემამულე ოკუპანტთა ტყვეობაში იმყოფება“

  •  

 თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ემოციური და მოსაზრების გამოხატვის ფუფუნება არავის გვაქვს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი თანამემამულე საოკუპაციო რეჟიმის ტყეობაში იმყოფება. „პირველი-სახელმწიფოს, ხელისუფლების, საკრებულოს უმრავლესობის და საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ამოცანა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა. ამისთვის სახელმწიფო ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებს და სახელისუფლებო გუნდი ძალისხმევას არ აკლებს. მეორე – რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, არავითარი ემოციებისა და მოსაზრებების გამოხატვის უფლება და ფუფუნება არ აქვს არავის იმ პირობებში, როდესაც…

მეტი...

გიორგი ტყემალაძე: „ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის განცხადება მიუღებელია“

  •  

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ერეკლე კუხიანიძის კომენტარზე განცხადება გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიზანია, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს. „მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ და ძალიან მოკლე ვადებში ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. ჩვენ ამაში ერთიანები ვართ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. რაც შეეხება, ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს განცხადება იყო ემოციური და არაკორექტული. „მე მინდა…

მეტი...

“ეს “ულან-ბატორი” როდემდე უნდა ავიტანოთ, რაც რუსთაველზე ხდება, როდემდე ვუყუროთ ამ კოშმარს” – გიორგი ხაინდრავა

  •  

 „8 მილიონი ტურისტი ჩამოდის საქართველოში და აქედან 90% გადის რუსთაველზე. ეს „ულან-ბატორი“ როდემდე უნდა ავიტანოთ მაინტერესებს, როდემდე უნდა ვუყუროთ ამ კოშმარს, რომელიც იქ ხდება?!“- ამის შესახებ კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისი ეკუთვნის 4 მილიონ ქართველს და არა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მარგინალურ ჯგუფებს:  „ეს ქუჩა თბილისის გული და ცენტრია. თბილისი ეკუთვნის 4 მილიონ ქართველს და არა რაღაც მარგინალურ ჯგუფებს, რომელიც იქ არიან შეკრებილები. მე მეკუთვნის, თქვენ გეკუთვნით… გასეირნება გინდა ადამიანს. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი შვილიშვილი მინდა გავიყვანო, გავასეირნო და გული მტკივა, როცა…

მეტი...

ოკუპანტებმა 96 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს

  •  

 ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ამჯერად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები 96 წლის გორა ღარიბაშვილი აიყვანეს. „ინფორმაცია გვქვს, რომ გორა ღარიბაშვილი დაკავებულია, თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ე.წ. მესაზღვრეებმა ის ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს თუ ცხინვალის მილიციაში. იგივე ბრალდებით, გორა ღარიბაშვილი შარშანაც იყო დაკავებული და მაშინ ცხინვალში არ გადაუყვანიათ. ახალგორის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იყო მოთავსებული და მალევე გაათავისუფლეს. დაკავების დეტალებზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა გორა ღარიბაშვილი ქსნის ხეობიდან არის, მისი წინაპრების სასაფლაოებიც ოკუპირებულ ქსნის ხეობაშია დარჩენილი და ოჯახის წევრების თქმით, მოხუცს ხშირად აქვს…

მეტი...

„ვინც პარლამენტში შხამი დაასხა, ის შაჰიდის ღილაკსაც დააჭერს თითს“ – გოგა ხაინდრავა პარლამენტში მომხად ფაქტზე

  •  

 კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს ტერორისტულ აქტს უწოდებს და ამბობს, რომ ის, ვინც პარლამენტში საწამლავი დაასხა, შაჰიდის ღილაკზეც თითის დამჭერია. აღნიშნული განცხადება ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ეს არის პოლიტიკური შაჰიდიზმის წინაპირობა. ფაქტი, რომელიც პირდაპირ მეტყველებს, რომ შაჰიდები გაჩნდნენ ჩვენთან და ისინი არიან ქალბატონი ნადირაშვილი და ქალბატონი ქებურია. ის, რაც მათ გააკეთეს, ეს არის პირდაპირი ტერორისტული აქტი. ადამიანი, რომელიც გადააბიჯებს თავის თავში იმას, რომ შხამი დაუსხას თავის კოლეგებს, ის ღილაკსაც ხელს დააჭერს“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“. მან არ გამორიცხა, რომ დეპუტატ ლელა ქებურიას შესაძლოა,…

მეტი...

“პარტიულობა ოჯახის ბიზნესზე გადავიდა, შვილებიც ჩართეს” – გოგა ხაინდრავა

  •  

 „იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერანაირად იარსებებს“ –  განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი შეფასებით, ერთკაციან პარტიებს არანაირი უფლება აქვთ კრიზისსა და მოსალოდნელ აპოკალიფსზე ისაუბროს. „კამათი შეიძლება იმაზე, საქართველოსთვის რა არის უფრო საინტერესო – მთლიანად მაჟორიტარული, ნახევრად მაჟორიტარული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პროპორციული, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერანაირად იარსებებს. 32 პოლიტიკური პარტია, რომელიც, თითქოს, წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, შეკრებილები არიან და აპოკალიფსურ სურათს გვიხატავენ, რომ საქართველოს ელოდება კრიზისი. საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც საზოგადოებას არ წარმოადგენენ. არანაირი საზოგადოებრივი…

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილის რანგის დესპანი, მსოფლიო ასპარეზზე, საქართველოს არ ჰყოლია” – გოგა ხაინდრავა

  •  

 „სალომე ზურაბიშვილის რანგის დესპანი, მსოფლიო ასპარეზზე, საქართველოს არ ჰყოლია, იმიტომ, რომ ის საქმე, რასაც ის ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა გიორგი ხანდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია გარკვეული კატეგორიის ადამიანების მიერ: „ის აბსოლუტურად მომწამლავი კამპანია, რაც იყო პრეზიდენტის წინააღმდეგ, როდესაც აქ რუსი „ჩეკისტები“ ჩამოვიდნენ, დაწყებულია ბოკერიას და გრიგოლ ვაშაძის მიერ, რომელზეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსეთის უშიშროების თანამშრომელია. ეს არის სუფთა საბჭოთა უშიშროების მეთოდი და ხრიკები, „კაგებე“- დან მოყოლებული, როდესაც…

მეტი...

„პეტრე ცაავა რუსეთის უშიშროებაში ბურბულისის კაცია“ – გოგა ხაინდრავა

  •  

 კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, მეუფე პეტრე ცაავა რუსეთის უშიშროებასთანაა შეკრული. ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ კონკრეტული გვარიც კი დაასახელა, ვისთანაც, მისი თქმით, პეტრე ცაავა თანამშრომლობს. „პეტრე ცაავა შეკრულია რუსეთი უშიშროების ხალხთან. ზუსტად ვიცი ვისთანაც. გენადი ბურბულისი იყო ესეთი ელცინის ხელისუფლებაში. თუ ასე არ არის,  გამოვიდეს პეტრე ცაავა და თქვას, რომ ის არაა ბურბულისთან შეკრული. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ფიგურა, რომელიც იყო ელცინის დროიდან მოყოლებული და რომელმაც ის უბედურება დამართა საქართველოს, რაც რუსეთმა დამართა, დაწყებული ცხინვალიდან, აფხაზეთიდან და ამის ერთ-ერთი შემოქმედი იყო ბურბულისი. აი ამ ბურბულისის კაცია პეტრე ცაავა. მაგრამ ვერ იტყვის.…

მეტი...

“იმ ბარბაროსულ დარბევას, რაც „სირცხვილიამ“ თქვენს ოფისში ჩაატარა, ომბუდსმენი არც კი გამოეხმაურა – გოგა ხაინდრავა “მთავარში”

  •  

 „შეშფოთებული ვარ, რომ იმ ბარბაროსული დარბევის ფაქტს, რაც მოძრაობა „სირცხვილიამ“ თქვენს ოფისში ორჯერ ჩაატარა, სახალხო დამცველი ერთხელაც არ გამოხმაურებია და არც უკითხავს, რა დღეში ხართ“, – ამის შესახებს კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ხაინდრავას განმარტებით, თავისუფალ მედიაზე მსგავსი თავდასხმის ფაქტით, ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ. „მადლობა ღმერთს, რომ იპოვეთ ბინა და აგრძელებთ მუშაობას. მინდა გამოვხატო გაოცება იმასთან დაკავშირებით, რომ იბ ბარბაროსულ დარბევას, რაც „სირცხვილიას“ წევრებმა ჩაატარეს თქვენს ოფისში ორჯერ, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და რაც მთავარია, სახალხო დამცველი არ გამოხმააურებია და არც კი უკითხავთ, რა…

მეტი...

„არ მაინტერესებს, მან ციანიდი ჩაიტანა თუ არა,  ესეთი ეკლესიის მსახური ვინმეს სჭირდება?!“ – გოგა ხაინდრავა პატიმარ მამაოზე

  •  

 კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, შეწყალების აქტის გამოცემა პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა, გიორგი მამალაძის შემთხვევაში, ასეთი სასულიერო პირის საჭიროება არც არსებობს. ეს განცხადება გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ, რას ლაპარაკობდა ეს მამალაძე. როგორ გაუშვა მარილზე იქით-აქით. არ მაინტერესებს, მან ციანიდი ჩაიტანა თუ არა. ისეთი ეკლესიის მსახური ვინმეს სჭირდება ქვეყანაში, როგორიც გიორგი მამალაძეა? დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, ასე იყო თუ არა, დაუმტკიცეს თუ ვერ დაუმტკიცეს, ხომ გვესმოდა, ხომ ყველამ ვნახეთ მისი საუბარი“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშრებით.…

მეტი...

„რითია გიორგი მამალაძე სხვა პატიმრებზე უკეთესი, რითია გამორჩეული?!“ – გოგა ხაინდრავა მამა გიორგის შეწყალებაზე

  •  

 „რითია უკეთესი მამალაძე, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ვინც ციხეში ზის. მე ვარ ნაჯდომი იმ ციხეში თავის დროზე. არ მესმის რითია მამალაძე უკეთესი?“ – ეს განცხადება კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა, როცა ის პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებზე საუბრობდა. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა,  გიორგი მამალაძის იმ მოტივით  შეწყალება, რომ მას პეტრე ცაავა მფარველობს, გაუმართლებელია.   „უნდა შეიწყალონ იმიტომ, რომ პეტრე ცაავა, ეს ზღვარგადასული პოლიტიკოსი, რომელიც ამოფარებული იყო ანაფორას, მას იცავს? ვინ არის მამალაძე საერთოდ, რომ ამხელა ამბავი ატყდა მამალაძე შეიწყალონ. რითია უკეთესი ის მამალაძე ნებისმიერ სხვა პატიმარზე, რომელიც…

მეტი...

“სალობიეშიც ვივლი, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ” – სალომე ზურაბიშვილი

  •  

 “ვხვდები ხალხს, ვგრძნობ მათ სიყვარულს და ესაა ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა პრეზიდენტს და არა 5 კაციანი აქციები,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციას, რომელიც მოძრაობამ “შეცვალე” პრეზიდენტის არჩევიდან 1 წლისთავის აღსანიშნავად გამართა. პრეზიდენტის თქმით, ის ხშირად დადის რეგიონებში და ხალხისგან უნდობლობა არ უგრძვნია. “სალობიეშიც ვივლი, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად. მე არ მინახავს მოსახლეობის უნდობლობა. დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს, ვგრძნობ მათ სიყვარულს და ესაა ჩემთვის საზომი. პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ უნდა გაწყდეს ურთიერთობა, ესაა მნიშვნელოვანი,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო…

მეტი...

საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს

  •  

 თბილისის საკრებულოსთან,”ქართული ოცნების” დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს. აქცია “სამოქალაქო მოძრაობის” მიერ არის ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და დეპუტატის გადადგომას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძემ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან. „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და…

მეტი...

“წარწერა, რაც მოზარდმა გააკეთა, მის სასოწარკვეთილებაზე მიუთითებს”, – ფსიქოლოგი სკოლაში მომხდარ ინციდენტზე

  •  

 წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებული მოზარდის შესახებ, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისტემური პრობლემა იკვეთება, რაც დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული შესაბამისი ორგანოს მიერ. „საკითხი სისტემურად დგას. აქ არამარტო პოლიციის სავარაუდო დანაშაული იკვეთება, არამედ იკვეთება თვითონ ამ სკოლაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური გარემო და არაადეკავატური დამოკიდებულება არასრულწლოვნების მიმართ. წარწერა, რომელიც ვიხილეთ, არ შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ გამოეძახათ პოლიცია და არასრულწლოვანი გადაეცათ პოლიციისთვის. ეს არის სკოლის მიერ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია და ამგვარი დამოკიდებულება…

მეტი...

“იხარჯება მნიშვნელოვანი თანხები, ვკარგავთ დროს” – დიმიტრი ხუნდაძის საგანგებო განცხადება მცხეთის გენ.გეგმასთან დაკავშირებით

  •  

 მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამხანაგობა „აქოლისის,“ რომელსაც მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, უპასუხისმგებლობასა და დანაშაულზე საუბრობს და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს. „მედიაცენტრი მთავარი“ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:     „ჩემს მიერ არაერთგზის გაკეთებულმა განცხადებამ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესის, მის მიზნებთან არაადეკვატურობის შესახებ, დასტური ჰპოვა იუნესკოს წარმომადგენლობის შეფასებაში. ვახორციელებ რა მოსახლეობისგან მონიჭებული მანდატის ფარგლებში ჩემს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, მინდა სამართლებრივი რეაგირებისათვის დავაყენო შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: ამხანაგობა „აქოლისმა“ ვერ მოახერხა გენერალური გეგმის გეგმარებით დავალებით განსაზღვრულ ვადებში ფორმირება (5 ეტაპიდან დოკუმენტურად დასრულებულია მხოლოდ პირველი), რაც პირდაპირ აისახება ქალაქში შემოღებული…

მეტი...

“როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს მოსახლეობას ან პოლიტიკურ პარტიებს” – სალომე ზურაბიშვილი

  •  

 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არცერთ პარტიას არ წარმოადგენს და შესაბამისად, საარჩევნო სისტემაზე საკუთარ მოსაზრებებს პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას თავს ვერ მოახვევს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრი შეთანხმებას მიაღწევს. “მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს მოსახლეობას ან პოლიტიკურ პარტიებს. ამ საკითხე უნდა დავუთმო მოსაზრებები პოლიტიკურ პარტიებს. არ ვარ არცერთი პარტიის წევრი. შემიძლია ვთქვა, რომ ვისურვებდი ამ საკითხზე დაპირისპირების მაგივრად მოინახოს გამოსავალი. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...