“შოკოლადი და მიწის თხილი მქონდა ახალი წლისთვის შენახული” – ვაჟა ექიმი გათავისუფლებას არ მოელოდა

ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მოელოდა, რომ ახალი წლის გატარება პატიმრობაში მოუწევდა, შეწყალების თხოვნა კი წინა საღამოს ჰქონდა დაწერილი. “გუშინ საღამოს დავწერეთ ის წერილი, რა და როგორ იქნებოდა ნამდვილად არ ვიცოდი, რა და როგორ მიაწვდიდნენ, დილით დაახლოებით 10-ის 25 წუთი იყო დაცვა შემოვიდა, ციხის უფროსი გეძახისო და გაგიშვესო. ბარგიც კი მე არ ჩამილაგებია, იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, ახალი წლისთვის შენახული, ცხადია იქ იქნებოდა პატარა ზეიმივით მაინც და ვფიქრობდი, რომ საერთო სუფრაზე შევიტანდი, ან თუ ადრე გამომიშვებდნენ ვინმეს დავუტოვებდი,” – განაცხადა…

მეტი...

ვისი დამსახურებით მოხდა ვაჟა ექიმის შეწყალება?! – თამილა ლაფანაშვილი შეწყალებისთვის ბიბილოვს მადლობას უხდის  

ოკუპაციური რეჟიმის მიერ დატყვევებული და დღეს განთავისუფლებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი მისი მეუღლის შემწყალებელს მადლობას უხდის. თამილა ლაფანაშვილმა იმ საკითხზეც ისაუბრა, თუ ვისი დამსახურებით მოხდა ვაჟა ექიმის შეწყალება და აღნიშნა, შეწყალების წერილში მისი მეუღლე ბრალს არ აღიარებს.   „გათავისუფლებას რაც შეხება, პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო სახელმწიფო და სახელმწიფო ორგანოები, უშიშროების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვინმე რომ არ გამომრჩეს, სახელობითად ყველას ჩამოთვლა წარმოუდგენელია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მეგობრები საზღვარგარეთ, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი მეგობრები, ყველას სათითაოდ სახელობითად ვერაფრით ჩამოვთვლი. იგივე, ჩვენი გამოჩენილი მომღერლები, მეცნიერები, მწერლები, იგივე ბატონი პაატა ბურჭულაძე.…

მეტი...

“ჩემი ავადმყოფის სანახავად გადავედი” – ვაჟა გაფრინდაშვილი

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ქართველმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბრიფინგ გამართა. ვაჟა გაფრინდაშვილმა ბრიფინგის დასაწყიში ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. “დიდი მადლობა ყველას, ცოტას ვნერვიულობ, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს, ჩემი დიქციიდან გამომდინარე ყოველთვის ვერიდებოდი. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ ექიმობა ავირჩიე, სადაც უფრო სხვებს უსმენ და უფრო ნაკლებს შენ ლაპარაკობ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ იქ ნაკლებად მქონდა ინფორმაცია, სულ ორჯერ შევძელი ტელევიზიის ნახვა. ერთხელ იყო ცხინვალის ტელევიზიაში გადაცემა და მცირე ინფორმაციას ვიღებდი ადგილობრივი გაზეთებიდან. ვიცოდი, რომ იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ ამხელა მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის…

მეტი...

“მივესალმებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას” – ლიეტუვის საგარეო უწყება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ მომავალში მსგავსი ტიპის დაკავებების აღარ უნდა მოხდეს. „მივესალმებით სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც 9 ნოემბერს „საზღვრის“ უკანონო კვეთისთვის დააკავეს. მომავალში მსგავსი ტიპის დაკავებები არ უნდა მოხდეს და ყველასთვის თავისუფალი გადაადგილება გარანტირებული უნდა იყოს“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის​“ გვერდზე. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

მეტი...

ნინო ბურჯანაძემ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის მადლობა რუს მაღალჩინოსნებს გადაუხადა

ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა და მადლობა რუს მაღალჩინოსნებს გადაუხადა, რომლებმაც მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის ძალისხმევა გაწიეს: “ვულოცავ ბატონი ვაჟას ოჯახს და ყველა მის გულშემატკივარს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ველოდით, ის ახალ წელს თავის ოჯახში შეხვდება. მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც ძალისხმევა გამოიჩინა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე, მადლობა გადავუხადო და განსაკუთრებით პირადად მადლობა გადავუხადო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ რუდენკოს და ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ კოსაჩოვს,”- განაცხადა ბურჯანაძემ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული…

მეტი...

“ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად პაატა ბურჭულაძე მუშაობდა” – გოჩა დათუსანი

“სიმართლე ვაჟა ექიმის გათავისუფლების შესახებ, რომლის უშუალო მოწმეც მე ვარ. პაატა ბურჭულაძე მუშაობდა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად!”, – ამის შესახებ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის მომღერალი, გოჩა დათუსანი სოციალურ ქსელში წერს. მომღერალი ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს და ყვება იმას, რაც მას თავად გადახდა და მისი თქმით, არის სიმართლე. “რამდენიმე დღის წინ მოვინახულე ყველასათვის საამაყო ბატონი პაატა ბურჭულაძე. ჩვენი ერთად ყოფნის დროს დაიწყო მართლაც ისტორიული პროცესი: პაატა ბურჭულაძე მუშაობდა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად! ვაჟა ექიმის მეუღლე დაუკავშირდა მაყვალა ქასრაშვილს და სთხოვა ცნობილ მომღერალთან ვერონიკა ჯიოევასთან დარეკვა, რათა მას ეშუამდგომლა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის.(ვერონიკა და…

მეტი...

“ციხეში ნორმალურად ექცეოდნენ, არაფერი უღიარებია” – ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ძმამ, ლევან გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს ექიმის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ვაჟას არაფერი უღიარებია.  “პირველად, დღეს დილას ვნახეთ სახლში. იქ, ნორმალურად ექცეოდნენ, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. თავს ნორმალურად გრძნობს, ჯანმრთელობის მხრივ მშვენივრად არის. დანარჩენს დაწვრილებით ბრიფინგზე, ალბათ, თვითონ იტყვის. მისი გათავისუფლება, აბსოლუტურად, მოულოდნელი იყო. არავის გავუფრთხილებივართ, წინასწარ არვის არაფერი უთქვამს”, – განაცხადა ლევან გაფრინდაშვილმა. რაც შეეხება ოსური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ პრეზიდენტის ანატოლი თიბილოვის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა პატიმრობიდან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმის ძმა პასუხობს, რომ მას არაფერი უღიარებია. “მას არაფერი უღიარებია. თვითონ წერილი მისწერა, მაგრამ აღიარება ნამდვილად არ…

მეტი...

სოფელ ქაქუბში, 7 სულიან ოჯახს სახლი დაეწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაქუთში გვიან ღამით რომანაძეების სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 7-სულიანი ოჯახი თავს მეზობლებს აფარებს. ხანძრის გაჩენის მიზეზად ოჯახის წევრი ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას ასახელებს. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ სპეციალური კომისია რომანაძეების ოჯახის პრობლემას შეისწავლის. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

მეტი...

“გაფრინდაშვილის გათავისუფლებით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ოკუპაცია გძელდება” – არჩილ თალაკვაძე

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პარალელურად, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალი წლის დღეებში ე.წ.საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს. მიზეზად საახალწლო ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები სახელდება. მიმოსვლა ე.წ. საზღვრის “ქარძმანის” მონაკვეთზე, 30 დეკემბრის საღამოს 8 საათიდან დროებით შეწყდება და 3 იანვრის დილი 6 საათიდან გაიხსნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოკუპაცია ისევ გრძელდება, ადამიანების უკანონო დაპატიმრება კი კვლავ პრობლემად რჩება. “იმ ფაქტით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოკუპაციის პროცესი რაიმე განსხვავებულ პოზიციაში გადავიდა. სანამ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან, კონკრეტულ საკითხებზე გაკეთებული გადაწყვეტილებები ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ოკუპაცია…

მეტი...

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართველი ექიმის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართველი ექიმის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი გააქტიურდა დღეს დილით. ასევე, მისიის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ადგილზე, ერგნეთში, როცა მოხდა ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება,”- წერია განცხადებაში. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლა.

მეტი...

“პატრიოტთა ალიანსის” შრომამ შედეგი გამოიღო, ამიტომ გაათავისუფლეს ვაჟა გაფრინდაშვილი” – ირმა ინაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე პირველი კომენტარი პოლიტიკოსებმა გორში გააკეთეს, ისინი ექიმს პოლიციის შენობასთან ელოდებოდნენ. “პატრიოტთა ალიანსმა”, ფაქტი საკუთარ მიღწევად გამოაცხადა. ხელისუფლება კი განმარტავს, რომ ტყვეობიდან ქართველი ექიმის გამოსახსნელად ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად მუშაობდა.  “დღეს, რუსული მხარის შუამდგომლობის შედეგად მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, “პატრიოტთა ალიანსს”, მე და დავით-თარხან მოურავს გვქონდა ინფორმაცია, რომ გამოიღო ნაყოფი ჩვენმა შრომამ და ის სწორედ ამის გათვალისწინებით გაათავისუფლეს,” – განაცხადა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა.  მანამდე ირმა ინაშვილი ერგნეთის გამშვები პუნქტიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილს დახვდნენ. „საერთოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ურთიერთდაფასება და უნდა ვისწავლოთ სიმართლის ხმამაღლა თქმა.…

მეტი...

“ვუერთდებით ყოველი ქართველის სიხარულს” – აშშ-ს საელჩო ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურება. „მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. ამასთან, საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გადასასვლელი პუნქტები. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის…

მეტი...

“ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გილოცავთ, მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ულოცავს. „დამდეგ ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

მეტი...

“ოსებმა გამომიშვეს და თქვენ არ მიშვებთ სახლში” – ვაჟა ექიმი ჟურნალისტების “ტყვეობაში”

ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის დღეს გათავისუფლება საზოგადოებისთვის ისევე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც თავად ვაჟა გაფრინდაშვილისთვის.  გორის სამმართველოს დატოვების შემდეგ, ვაჟა გაფრინდაშვილი ჟურნალისტების “ტყვეობაში” აღმოჩნდა. ექიმმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მან საზოგადოებასა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. ჟურნალისტები მის დაკავებასთან დაკავშირებული დეტალებით დაინტერესდნენ, თუმცა ვაჟა ექიმმა განაცხადა, რომ უფრო ვრცლად მოგვიანებით ისაუბრებს. “ოსებმა გამომიშვეს და თქვენ არ მიშვებთ სახლში. ამიტომაც ვამბობ, საშიშროება მოდის თქვენი მხრიდან. გამიშვით სახლში”, – მიმართა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს.

მეტი...

რა ღირს ახალი წელი? – ბაზრის ფასები (ვიდეო)

“მედიაცენტრი მთავარი” ბაზრებში, წინასაახალწლოდ, პროდუქტების ფასს გაგაცნობთ. დაახლოებით, რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა – „მედიაცენტრი მთავარის“ ვიდეორგოლი. რესპონდენტები აცხადებენ, რომ ფასები გაზრდილია, მოვაჭრეები კი მყიდველების ნაკლებობაზე ჩივიან. გოჭი – 130 – 150 ლარი; ინდაური – 70 – 100 ლარი; ნიგოზი – 12 – 40 ლარი; ყველი – 13 ლარიდან.

მეტი...

“ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია” – ირაკლი ჩიქოვანი

“მას შემდეგ, რაც ვაჟა გაფრინდაშვილი იყო უკანონო პატიმრობაში, პირველივე დღიდანვე მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურები, ყველა ქვედანაყოფი, რომლის პასუხისმგებლობაშიც ეს თემა შეიძლებოდა, მოხვედრილიყო, ყველა კოორდინირებულად მუშაობდა”, – ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ყურადღება არ მოუდუნებია. „ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალური კოორდინაცია შეგვენარჩუნებინა ოჯახთან ერთად. ვაწვდიდით მათ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, შედეგი, რა შედეგიც დადგა, ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით და ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღებით, არის ყველასათვის მისასალმებელი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველისთვის ეს არის სასიხარულო ინფორმაცია, რომ  ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფლად შეხვდება თავის…

მეტი...

“არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა” – ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, მისი გათავისუფლება მოულოდნელი იყო. ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. „სრულიად მოულოდნელად, არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩანიშნული, რომელზეც თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული. პირველ რიგში, მადლობა მინდა,  ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია თუ უშიშროება. პირველ რიგში, მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ასევე, მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში გვერდზე მედგნენ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა…

მეტი...

ოსური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაჟა ექიმი შეიწყალეს

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოსური მედია წერს, რომ ის შეიწყალეს. „sputnik-ossetia“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაჟა ექიმი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა და შესაბამისი ბრძანებას ხელი  დღეს მოეწერა. შეგახსენებთ, რომ  ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მეტი...

“მივდივარ გორში და მოგვიანებით ვისაუბრებთ მეც და ვაჟაც” – თამილა ლაფანაშვილი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები გორში მიემგზავრებიან. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა აღნიშნა, რომ მოგვიანებით ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად გააკეთებს კომენტარს. „ახლა გზაში ვარ, მივდივარ და მოგვიანებით ვისაუბრებთ, კომენტარს გავაკეთებთ მეც და ვაჟაც“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.

მეტი...

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამჟამად, იგი იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი დღიდან იყო ჩართული. ამ საქმეში ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და  დაუღალავი საქმიანობის შედეგად და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მოწმენიც გავხდით. ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი. ამ წუთას როგორც მოგახსენეთ,…

მეტი...

წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 98 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის 59 ფაქტი გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი. მცხეთა-მთიანეთში – 47, აჭარაში – 43, კახეთში – 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, შავ ზღვაშიც – 24, გურიაში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, თევზჭერის 3…

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, ღამით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა იყო.

მეტი...

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება. “გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მე-8 მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება. N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მე-7 მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

მეტი...

საახალწლო დღეებში, ცხინვალი ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს. „30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში. ადგილობრივი სააგენტო „რესის“ ცნობით, „საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო.

მეტი...