“ნუ გვწამლავთ” – ფოთში თევზის ქარხნები მუშაობას დროებით აჩერებენ

ფოთში თევზის ქარხნები მუშაობას დროებით შეაჩერებენ – ამ შეთანხმებით დასრულდა უსიამოვნო სუნით შეწუხებული ადგილობრივების საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა ვითარებაში გასარკვევად და პრობლემის მოსაგვარებლად მერიას სამ დღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებით იმუქრებიან. უსიამოვნო სუნი ფოთში ზამთრის დადგომისთანავე დგება. თევზის გადამამუშავებელი ქარხნიდან სპეციფიკური სუნი ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. ადგილობრივების თქმით დისკომფორტის გარდა, შესაძლოა, საფრთხე მათ ჯანმრთელობასაც შეექმნას. მოსახლეობამ დღეს ცენტრალური მაგისტრალი პროტესტის ნიშნად გადაკეტა, რაც დროებითი შეთანხმებით დასრულდა. თევზის გადამამუშავებელი ქარხნები კი იქამდე დაიკეტა, სანამ ორივე მხარე ერთიან პოზიციამდე არ მივა. პრობლემის სიმწვავეზე ყურადღებას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ამახვილებს. ნელი კორკოტაძის თქმით…

მეტი...

სანტა კლაუსმა ტრადიციული მოგზაურობა დაიწყო

ლაპლანდიიდან, სანტა კლაუსმა ტრადიციული მსოფლიო მოგზაურობა დაიწყო. ის ყველაზე გრძელ მოგზაურობაში გაემგზავრა. სანტამ მთელ მსოფლიოში საშობაო საჩუქრები უნდა დაარიგოს. გამგზავრებამდე სანტამ ყველას შობა მიულოცა. “გილოცავთ ყველას, ვიმედოვნებ, ყველა ბედნიერ შობას შეხვდებით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მიმოიხედეთ ირგვლივ და იყავით კეთილები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც დღეს მარტოა,” – განაცხადა სანტამ. შობისთვის სანტა მთელი წელი ემზადებოდა. კეთილმა ბაბუამ ბევრი წერილი მიიღო, მან ყველას სურვილი უნდა შეუსრულოს. სანტა ჯერ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა, იქ საჩუქრები და მარხილს გაამზადა, შემდეგ კი, ჯადოსნურ ირმებთან ერთად საშობაო მოგზაურობა დაიწყო. სანტას მოგზაურობას ჩრდილოეთ ამერიკული აეროკოსმიური თავდაცვა თანამგზავრით აკვირდება. უწყებას…

მეტი...

საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში. საქართველოს სახარებისეული ქრისტიანობის და ეკლესიის კავშირში საზეიმო წირვა ეკლესიის უხუცესმა, წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო, შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა. ქადაგება საეკლესიო საგალობლებით გაგრძელდა. ლოცვები კავშირის პრეზიდენტმა და ეპისკოპოსმა, გია კანდელაკმაც წაიკითხა. ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია 2017 წელს, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 40-მდე ეკლესიასა და 800-მდე წევრს აერთიანებს.

მეტი...

36 წლის დავით გაბედავას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

36 წლის დავით გაბედავას სასწრაფოდ გულის გადანერგვა ესაჭიროება. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. რამდენიმე კვირის წინ, დათო საფრანგეთში სამკურნალოდ მიემგზავრებოდა, როდესაც გზაში კომაში ჩავარდა. ის ამჟამად იტალიაში, ქ.კომოს წმ.ანას სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული.  იტალიელი მედპერსონალის დახმარებით, მისი კომატოზური მდგომარეობიდან გამოყვანა მოხერხდა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა. აუცილებელია მისი გადაყვანა საფრანგეთის კლინიკაში. დათოს ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. გთხოვთ, დავეხმაროთ დათოს, რომ ის ჯანმრთელი დაუბრუნდეს ოჯახს! დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე: თი-ბი-სი ბანკი. TBC Bank: GE31TB7274645064300011მიმღები: ლევან გაბედავა (დათოს ძმა)

მეტი...

თამთა თოდაძის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისთვის, მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორმა ის დაზარალებულის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ მარიამ კუბლაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. “გაქნილმა აფერისტმა და გამოცდილმა ინტრიგანმა, დახელოვნებულმა ჩივილებსა თუ სხვადასხვა მახინაციებში, ბაია პატარაიას გუნდს თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ამოფარებულმა “მსხვერპლმა” – თამთა თოდაძემ, აგრეთვე, მისმა გამოცდილმა, ერთ დროს თაღლითობაში გასამართლებულმა დედამ ცალ – ცალკე საჩივარი შეიტანეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშიჩემს წინააღმდეგ. თამთა ჩივის, როგორც ადრე დავწერე, ტელეკომპანია “მთავარ არხზე” მისი წარსული გმირული საქციელები, რატომ გავაჟღერე. დედა ჩივის, ნასამართლევი რომ ვარ…

მეტი...

მარტვილში, რამდენიმე სოფლის მიმდებარედ ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

მარტვილის რაიონში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. კერძოდ, ცეცხლი გაუჩნდა ფოთლებსა და ეკალ-ბარდებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების – ნახუნაო, ნალეფსაო და აბედათის მიმდებარედ ფერდობებზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან ერთად უკვე მოახერხეს ხანძრის კერის ლოკალიზება ნახუნაოში. ამჟამად ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს აბედათსა და ნალეფსაიოში. რაც შეეხება ბალდის მთის ფერდობებზე გუშინ გაჩენილ ხანძარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი იქ უკვე ლოკალიზებულია. სამუშაოებს ართულებს ძლიერი ქარი.

მეტი...

ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, 25 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს. 18:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ ტრანსპორტი მესხიას ქუჩის გავლით იმოძრავებს. დღის განმავლობაში მიკროავტობუსები N15 და N61 ანალოგიური სქემით ისარგებლებენ. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ.

მეტი...

“გარანტიები არ გვაქვს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია, რის გამოც შფოთავენ პარტნიორები” – ლევან გოგიჩაიშვილი

“გარანტიები არ გვაქვს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში, რის გამოც ვშფოთავთ ჩვენ და შფოთავენ  პარტნიორებიც”, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ის, რაც ხდება საქართველოში, სასამართლოსა და პროკურატურაში და რაც ზოგადად ავტორიტარიზმის ნიშნებია, ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. “სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ ეკონტროლებინა სასმართლო და შესაბამისად, სააკაშვილის და ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები გადმოიფორმა, რითაც სასამართლო პოლიტიკურ ვერტიკალში მოაქცია. ეს საზოგადოების თავის ტკივილია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელახლა დავიწყოთ სასამართლოს გათავისუფლება და დეპოლიტიზაცია იმ უწყებების, რომელიც გვეგონა, გავიარეთ…

მეტი...

“ომბუდსმენის განცხადებები ამ საკითხზე მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურად ანგაჟირებულია” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სახალხო დამცველის მიერ რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა.  გია ვოლსკის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაზე კონტროლი უნდა გაგრძელდეს. თუმცა, ამავე დროს, ვოლსკი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განცხადებები ამ საკითხზე მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურად ანგაჟირებულია. „პენიტენციალურ სისტემაზე კონტროლი არ უნდა შეწყდეს, მაგრამ სახალხო დამცველის განცხადებები ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მაშინ, როდესაც საუბრობს პატიმრების მიმართ არასწორ მოპყრობაზე და პირობებზე, რომელიც პატიმრებს გააჩნიათ დღევანდელ ციხეში. იმ რეალურ სიტუაციას არ იხსენიებს, რასაც ჰქვია ასობით, ათასობით ადამიანის განგებ მოკვდინება ციხეში. რეალური შედარების არანაირი სურვილი არ გააჩნია და მისი პათოსი მნიშვნელოვნად სცილდება ობიექტურობას, რომელიც „ნაციონალურ მიძრაობას“ ახასიათებს. სამწუხაროა…

მეტი...

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცის მიმდებარედ ტყეში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცთან ხანძარია. ცეცხლი წიწვოვან ტყეში გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ბრიგადებს მისვლა უჭირთ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დასახლებიდან დაახლოებით, ხუთ კილომეტრშია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ლოკაციაზე მისულები არიან, თუმცა რთული რელიეფის გამო, სახანძრო ბრიგადები უშუალოდ ხანძრის კერამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ამ დროისთვის მერიის სპეც ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს, რათა ხანძრის ადგილამდე გზა გაიყვანონ იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.

მეტი...

როგორ ხვდება ბერკემერ-მახარაძეების ოჯახი შობა-ახალ წელს თბილისში (ვიდეო)

წელს, ცნობილი მევიოლინე, ბელა ბერკემერ-მახარაძე და ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერი ოჯახთან ერთად შობა-ახალ წელს თბილისში ხვდება. მათ დღეს შობა გერმანული წესით აღნიშნეს – შეასრულეს საშობაო სიმღერები, ტრადიციულად გახსნეს საჩუქრები და საშობაო-საოჯახო ვახშამი გამართეს. კიდევ რა საშობაო ტრადიციები აქვთ ბერკემერ-მახარაძეების ოჯახს, იხილეთ “მედიაცენტრი მთავარის” მოკლე ვიდეორგოლში.

მეტი...

“გამოძიებასთან კითხვები არ არის, კითხვები არის მოსამართლესთან” – კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ცოტნე გამსახურდიაზე იყო თავდასხმა და არა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შემთხვევა. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მას კითხვები აქვს სასამართლოსთან, თუ რატომ არ მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ერთ-ერთი ბრალდებულის, თორნიკე ქავთარააძის მიმართ. „გამოძიებასთან კითხვები არ არის, კითხვები არის მოსამართლესთან, რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის გაშვება, რომელმაც არ ითანამშრომლა არც ერთ პუნქტში გამოძიებასთან. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ის არის ადამიანი, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე თითი ეჭირა ჭრილობაზე, რომ ნაკლები სისხლი დაეკარგა ცოტნეს. ის არ გაქცეულა და ბოლომდე იქ იყო. რაც შეეხება დანაშაულის ინსტრუმენტს, ორივე დანა არის გადაგდებული, სავარაუდოდ,…

მეტი...

მერაბ ქვარაიამ ზუგდიდში, საბავშვო ბაღის, გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერა

ქ. ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამდა საკრებულოს წარმომადგენლებმა N2 საბავშვო ბაღის, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერეს. N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი  ღირებულება 1 167 999 ლარია. საბავშვო ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს  იღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება. აქტიურად მიმდინარეობს ლომთათიძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა. შენობა ერთსართულიან კარკასულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც გათვლილია შვიდ ბრიგადაზე, ერთი ბრიგადის დამატების პერსპექტივით. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 505 477 ლარია. მერაბ ქვარაია, კონსტანტინე კაკავა და მამუკა წოწერია ჩიქოვანის ქუჩაზე სოციალური სახლის მშენებლობის პროცესსაც გაეცნენ. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 26 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათგან 5 სახლი ქალაქის ტერიტორიაზე შენდება. ინფორმაციას N65…

მეტი...

“აშშ აღიარებს იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ყველა სფეროში” – ირაკლი ბერაია

“ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ მასთან თანამშრომლობას ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს, იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების ყველა სფეროში. ოფიციალური ვაშინგტონის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება არის ამის ნათელი დადასტურება”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. „განცხადებაში აქცენტი არის გაკეთებული სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და მის მნიშვნელობაზე, იმ სწორ ნაბიჯებზე, რაც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაში არის ასახული. რეფორმის…

მეტი...

ქრთამის აღების ბრალდებით, VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.-მ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო მისიით მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 2 500 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 000 აშშ დოლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების…

მეტი...

“ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე” – რომის პაპის წერილი ილია მეორეს

რომის პაპი ფრანცისკე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს წერილით მიმართავს.  საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილს “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს. “რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული სიახლოვითა და გრძნობით მახსენდება თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა. მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს, რომ შესაძლებლობა მომცა გულში ჩამეკრა ძმა და მოწმე,…

მეტი...

დეკემბერში, საახალწლო ასაფეთქებლით მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს ცხრა პაციენტმა მიმართა

საახალწლო ასაფეთქებლით  მიღებული დაზიანებებით დეკემბრის თვეში დამწვრობის ცენტრს ცხრა პაციენტმა მიმართა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, ცხრა პაციენტისგან ერთის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანება სახის არეში აღენიშნებოდა, შედარებით მძიმე იყო. „მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ზეიმი ჯერ კიდევ თითქოს შორს არის, დეკემბერში უკვე ცხრა პაციენტი გვყავდა ასაფეთქებლით მიღებული დაზიანებებით, ძირითადად ბავშვები. ერთი პაციენტი იყო შედარებით მძიმე, სახის დაზიანებით, რომელიც რამოდენიმე დღე მოთავსდა სტაციონარში. დანარჩენი შემთხვევები შედარებით მსუბუქი დაზიანებები იყო“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. ქაშიბაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით წლევანდელ სტატისტიკაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ზოგადად, წლიდან წლამდე ასეთი შემთხვევების რაოდენობა მატულობს. „ჯერჯერობით სტატისტიკაზე საუბარი ნაადრევია,…

მეტი...

“როდესაც ლუკა კაბინეტიდან გამოვიდა, მოითხოვა სასწრაფო, ტიროდა, შემდეგ დაიწყო აღიარება”-გარდაცვლილი მოზარდის ძმა

“მესამე პიროვნებას, კაბინეტში ჩემი ძმა დაახლოებით 5 წუთამდე ჰყავდა. როდესაც კაბინეტიდან გამოვიდა ლუკა, მოითხოვა სასწრაფო და ტიროდა,“ – ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბექა სირაძის თქმით, ლუკა თავის ყოფილ სკოლელ გოგონასთან დააპირისპირეს, რომელიც ვერ ადასტურებდა, რომ ეს მან ჩაიდინა: “მესამე პიროვნებას, კაბინეტში ჩემი ძმა დაახლოებით 5 წუთამდე ჰყავდა. როდესაც კაბინეტიდან გამოვიდა ლუკა, მოითხოვა სასწრაფო და ტიროდა. ამის შემდეგ დაიწყო აღიარება. როგორც ვიცი, პირისპირ თუ გვერდიგვერდ დასვეს ლუკა და მისი სკოლელი გოგონა. იდეა ის იყო, რომ ამ გოგონას ეუბნებოდნენ ხომ…

მეტი...

საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა, ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა. ფიზიკური ინციდენტის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.

მეტი...

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართვა მოსახლეობას

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი გრიპსა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებითან დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით, ამიტომაც აუცილებელია, დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით, ოჯახის ექიმს, პედიატრს ან თერაპევტს მივმართოთ. „ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მომართვიანობამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისადმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი სწორედ გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის. თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას – გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე…

მეტი...

“დედამ ჩოლოიანს დახმარება სთხოვა ლუკას მოძებნაში, მაგრამ უარი მიიღო” – გარდაცვლილი მოზარდის ძმა

„დედაჩემმა პირველ რიგში მარიანა ჩოლოიანს დაურეკა და სთხოვა, დახმარებოდა შვილის მოძებნაში, მაგრამ უარი მიიღო“, – ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბექა სირაძის განცხადებით, დაკითხვის მეორე დღეს, ლუკა ისევ ამტკიცებდა, რომ არ იყო დამნაშავე და ამის გამო, ანერვიულებული გავიდა სახლიდან: „როდესაც ლუკა გაიქცა სახლიდან, დედაჩემმა პირველ რიგში დაურეკა მარიანა ჩოლოიანს და სთხოვა, მოეძებნა მისი შვილი და დახმარებოდა. ამაზე მიიღო უარი და უთხრა, – შენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოგაძებნინოსო (მე გორში ვიყავი). დედამ გაუმეორა კითხვა, არ შეგიძლიათ, რომ…

მეტი...

მაშველებმა ძაღლი, მდინარეში ჩავარდნისგან გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, შავი ფერის მეტისი გადაარჩინეს. როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მეტისი, გაგარინის მოედანზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ჯებირს გაუყვა და უკან ვეღარ ბრუნდებოდა. მაშველებმა, ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს. “ჩვენმა მაშველებმა კიდევ ერთ ცხოველს აღმოუჩინეს დახმარება. შავი ფერის მეტისი, როგორც ჩანს, გზიდან ჩამავალი კიბიდან მდინარე მტკვრის ჯებირს გაუყვა და დაიკარგა. როგორც თვითმხილველმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შეატყობინა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გაგარინის ქუჩის მიმდებარედ, დაბნეული ცხოველი ჯებირის გასწვრივ გადაადგილდებოდა და უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა ძაღლი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და სტერილიზაციის მიზნით თავშესაფარში გადაიყვანეს,”- განუცხადეს სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს”.

მეტი...

“ლუკას მიმართ ძალადობა და იძულება მიმდინარეობდა პოლიციის განყოფილებაში” – გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ადვოკატი

“ლუკას მიმართ პრობლემა შეიქმნა უშუალოდ განყოფილებაში და განყოფილებაში მიმდინარეობდა მასზე ძალადობა და იძულება, – ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ დედის ჩვენება არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა დასტურდება: „პრობლემა ის არის, რომ თუკი სკოლამ დაარღვია კანონი, თუკი სკოლამ უკანონოდ მოიპოვა მტკიცებულება – პირადი ინფორმაცია, პირადი მიმოწერა გადასცა გამომძიებელს… პრობლემა ლუკას ნაწილში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა მუქარა დაძალადობა ანუ ის ფაქტი, რასაც ედავებიან უშუალოდ ამ მომენტში გამომძიებელს,…

მეტი...

ლუკა სირაძის ოჯახი მოითხოვს, ყველა ის პირი დაისაჯოს, რომლებსაც ლუკასთან შეხება ჰქონდათ

გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახი, ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, რომლებსაც  უშუალოდ შეხება ჰქონდათ მოზარდთან. როგორც  გარდაცვლილი მოზარდის ძმამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოჯახი გამოძიებას ენდობა, რადგან საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა – მარიანა ჩოლოიანი დაკავებულია. „ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, ამ ეტაპზე იმ პირების დაკავება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში. ის რამდენიმე პირი ვისაც უშუალოდ შეხება ჰქონდა ლუკასთან,  ემუქრებოდნენ, თუნდაც ცალკე გაიყვანეს და ა.შ. გამოძიებას ვენდობი, იმიტომ, რომ პროგრესი აშკარად ჩანს, დააკავეს ერთ-ერთი,“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ბექა სირაძის განმარტებით, გამოძიება დროში გახანგრძლივდა, ვინაიდან დედა ჩვენების მისაცემად, ვერ ახერხებდა…

მეტი...

„დედა ითხოვდა, რომ გადაიხდიდა ზარალს და მშვიდობიანად მოგვარდებოდა ყველაფერი”- გარდაცვლილი მოზარდის ძმა „მედიაცენტრ მთავარში“

„დედა ითხოვდა, რომ არ გაგრძელებულიყო პროცესი ისე, როგორც  სისხლის სამართლის საქმე, გადაიხდიდა იმ ზარალს და მშვიდობიანად მოგვარდებოდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ მოხერხდა“,- ამის შესახებ დაღუპული 15 წლის მოზარდის ძმამ, ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ინცინდენტის შემდეგ „მწვანე სკოლა“ ოჯახს არ დაკავშირებია. ლუკა სირაძის ოჯახი და სკოლის წარმომადგენელი ერთმანეთს პოლიციის განყოფილებაში შეხვდა:    „დედა ამბობდა, რომ რადგან მოხდა ეს ფაქტი, დაზიანდა მერხები და დაფები, გადაიხდიდა ზარალს, რომ არ გაგრძელებულიყო პროცესი ისე, როგორც  სისხლის სამართლის საქმე. მშვიდობიანად მოგვარდებოდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ მოხერხდა, იმიტომ რომ ვერ დამტიცდა, იყო…

მეტი...

„მუქარას მარიანა ჩოლოიანი იწყებდა, მან ლუკა დაკითხა როგორც კრიმინალი, გაბრაზდნენ რომ ვერ აალაპარაკეს“ – გარდაცვლილი მოზარდის ძმა

აწ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ძმა ბექა სირაძე“მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ ლუკაზე ზეწოლას და მუქარას უშუალოდ საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ახორციელებდა. ბექა სირაძის განცხადებით, სწორედ ის იყო პირველი, ვინც ლუკაზე ძალადობა დაიწყო. „მწვანე სკოლიდან“ ამოღებული კამერების ჩანაწერი ვნახე, რაც ტელევიზიით გავიდა. შეუძლებელია, იქიდან ვინმე ამოიცნო. უბრალოდ , ჩანს, რომ ადამიანი რაღაცას აკეთებს. ჯერჯერობით არავის იდენტიფიცირება არ მომხდარა და დედას ახალი ჩვენებაა საჭირო. ამ მომენტში, ყველამ იცის რა სიტუაციაც არის და ვერ ახერხებს დედა დაკითხვაზე მისვლას, თუმცა, ჩავნიშნეთ შეხვედრა და რამოდენიმე დღეში მოახერხებს დედა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მისვლას და კიდევ ერთი…

მეტი...

ლუკა სირაძე “მწვანე სკოლიდან” გადასახადის გამო გადაიყვანეს

დაღუპული 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლუკას „მწვანე სკოლიდან“ გადაყვანის მიზეზზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოზარდს, აღნიშნულ სკოლაში არანაირი პრობლემა არ შექმნია, მისი გადაყვანა, დედის სურვილი იყო. ბექა სირაძის თქმით, ლუკა სწავლის პერიოდში, სკოლის მხრიდან, არანაირი შევიწროებას არ განიცდიდა, მათ შორის არც გადასახადის გამო:    „მწვანე სკოლაში“ ჩემი ძმა არავის შეუვიწროებია, ის უბრალოდ, დედამ გადაიყვანა სხვა სკოლაში. გადავიყვანეთ იმ მიზეზით, რომ სკოლაში იყო გადასახადი, მაგრამ არც ამაზე შექმნილა პრობლემა. არავის შეუვიწროებია ამის გამო ჩემი ძმა, ან ჩემი ოჯახი, – რომ ვერ იხდი, შენი…

მეტი...

„პოლიციის უფროსის ოთახიდან გამოსული ლუკა ტიროდა და დაიწყო აღიარება“ – გარდაცვლილი მოზარდის ძმა

„პოლიციის უფროსის ოთახიდან გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, ლუკამ დაიწყო აღიარება. დედამ რომ ჰკითხა შიგნით რა მოხდაო, ლუკამ თქვა რომ ე.წ. კაპეზეთი ემუქრებოდნენ“ – ეს განცხადება 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ლუკას პოლიცია დანაშაულს ვერ უმტკიცებდა. გარდაცვლილი მოზარდის ძმის ინფორმაციით, დაკითხვის პირველი დღის დასრულების შემდეგ ლუკა სახლში იმ იმედით გაუშვეს, რომ მეორე დღეს აღიარებას გააგრძელებდა. „იმ დღეს, რატომღაც არ მოხდა დაკითხვის გაგრძელება და გადაიდო მეორე დღისთვის. მეორე დღეს დაბარებულები იყვნენ ზუსტად 11:00 საათზე. თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დედას ჰქონდა პრობლემა და ექიმთან…

მეტი...

„იყო მუქარა, დაგიჭერთო, ჩაგაყუდებთო, შენნაირი აქ ათასი გვყოლიაო, აღიარე თორემ შენ ძმას პრობლემებს შევუქმნითო“ – ლუკა სირაძის ძმა

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ძმა ბექა სირაძე აცხადებს, რომ მის ძმას, პოლიციის განყოფილებაში უყვიროდნენ, ემუქრებოდნენ და მისგან არჩადენილი დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ. კონკრეტულად, რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა, ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „10 რიცხვში, დილით დარეკეს და დედა და ჩემი ძმა დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში. როგორც ვიცი, დაკითხვა თავიდან დაიწყო დედასთან ერთად, იყო თავიდანვე აგრესია, მუქარა, შეურაცხყოფა. ეუბნებოდნენ, რომ ლუკა ჩანდა კამერებში, თუმცა დედამ ითხოვა, რომ ნახავდა კამერის ჩანაწერს და თუ ის ამოიცნობდა თავის შვილს არ იქნებოდა ზარალის ანაზღაურებაზე პრობლემა. უთხრეს…

მეტი...

„სკოლის მხრიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია, პირდაპირ პოლიციაში დაგვიბარეს“  – გარდაცვლილ ლუკა სირაძის ძმა

17 დეკემბერს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე აცხადებს, რომ „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ფაქტის გამო სკოლიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია და ბექა პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. აღნიშნული განცხადება ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ეს ამბავი გავიგე პირველი დაკითხვის დღეს, ანუ 10 რიცხვში. დამირეკა დედამ საღამოს და მითხრა, რომ განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ლუკას აბრალებდნენ „მწვანე სკოლის“ კედლების დაზიანებას, კედლების მოხატვას და ა.შ. მე არ ვიმყოფებოდი ამ პერიოდში თბილისში და  ტელეფონით ვესაუბრე დედასაც და ჩემს ძმასაც, რომელმაც მითხრა, რომ დამნაშავე არ იყო. სკოლის მხრიდან ოჯახთან დაკავშირება არ…

მეტი...

“სააპელაციო სარჩელი, უკიდურეს შემთხვევაში – გირაო – პეტრე ყუფარაძის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

“ვაპირებთ, პეტრე ყუფარაძის მიმართ, სარჩელი შევიტანოთ სააპელაციო სასამართლოში. ვთვლით, რომ უკანონოა პატიმრობა, მე სასამართლოშიც ვთქვი, რომ მას არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს,”- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი ვაჟა არობელიძე, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარე აყენებს ალტერნატიულ საკითხს, გირაოს სახით, რათა უდანაშაულო ადამიანი რამდენიმე თვე ციხეში არ იჯდეს: “პეტრე ყუფარაძის მიმართ, სარჩელს შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში. ვთვლით, რომ უკანონოა პატიმრობა, მე დაყენებული მაქვს საკითხი და სასამართლოშიც ვთქვი, რომ მას არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს, იმიტომ რომ…

მეტი...

“ორი ადამიანი გაიქცა, მესამესთან, რომელიც „კასტილებით“ იყო, ცოტნემ ჩხუბი გააგრძელა” – რა მოხდა ინციდენტის დღეს (ვიდეო)

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი ვაჟა არობელიძე, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ინცინდენტის დღეზე საუბრობს. მისი განმარტებით, ბავშვობის მეგობრები, ერთ-ერთი მეგობრის ძმის გარდაცვალების დღის აღსანიშნავ სუფრასთან შეიკრიბნენ, სადაც ცოტნესა და სტუმარს შორის შელაპარაკება მოხდა. ულებადამცველი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პეტრე ყუფარაძე სუფრასთან მოგვიანებით მივიდა:     „ცოტნესა და პეტრეს მეგობარს, კახა ჩხეტიანს, რომელიც დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამოა დაკავებული, ძმა ჰყავს გარდაცვლილი და სამეგობრო ყოველ წელს აღნიშნავს მის გარდაცვალების დღეს. ასე იყო 19-შიც, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ დაესწრო, რადგან ახალობელი გარდაეცავალა…

მეტი...

“ყუფარაძე უდანაშაულოა, იგივე ბრალდებით ყველა იქ მყოფი შეიძლება მისცე პასუხისგებაში” – ადვოკატი (ვიდეო)

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმისთვის დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი ვაჟა არობელიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, უდანაშაულოა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის უფლებადამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძე, დაჭრილს მხოლოდ ეხმარებოდა და მას, პოლიციასთან ერთად, საავადმყოფოშიც თვითონ გაჰყვა: „პეტრე ყუფარაძეს არა აქვს დანაშაული ჩადენილი. არც საქმეში და არც მოსამართლის განჩინებაში, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სანამ სასწრაფო და პოლიცია მოვიდოდა, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, დაჭრილი ცოტნე რომ ნახა, რომელსაც მხარზე ჭრილობა შეამჩნია, დააწვინა და პატრონობდა. პოლიცია როცა მოვიდა, იკითხა რაშია საქმეო, იცნეს…

მეტი...

სარფის საბაჟოზე 41 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი “სარფი”-ის გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობა, რომლის საბაჟო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...