დავით საგანელიძემ თბილისს რაჭიდან ჩამოტანილი უნიკალური ფიჭვის ნერგები აჩუქა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭიდან ჩამოტანილი, საკუთარი ეზოს, 4000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი  გამწვანების მიზნით, თბილისს ტრადიციულად წელსაც აჩუქა. ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ფიჭვის ნერგები ამჯერად თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა ოჯახის წევრებთან ერთად „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდის თანამშრომლებმა,  „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. „ეს ტრადიცია უკვე მეხუთე წელს ითვლის. რაჭიდან ჩემი ეზოდან გადმოგვაქვს ნერგები, ოჯახთან და ფონდის თანამშრომლებთან ერთად ყოველწლიურად ვრგავთ თბილისში სხვადასხვა ტერიტორიებზე. ამით ვცდილობთ, მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ,…

მეტი...

“ერთადერათი, რაც შემიძლია, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს საჩუქრად კომპასი გადავცე” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “სამოქალაქო მოძრაობის” კამპანიას – “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარი”  გამოეხმაურა. “უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? – დღეს არის კვირა დღე და ალეკო ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. „სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა ოზურგეთში, ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული, სტიკერები „მაჟორიტარი ფეოდალია“ გააკრეს. ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ ქმედების მიზანი თალაკვაძის არაეფექტური მუშაობის მხილებაა.

მეტი...

“ვაშინგტონში, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება” – ირაკლი ბერაია

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, ვაშინგტონში, ამერიკელ სენატორებთან, კონგრესმენებთან და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება. „ორშაბათიდან, საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული კვირა ვაშინგტონში, სადაც ვხვდებით ჩვენს კოლეგა სენატორებსა და კონგრესმენებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებს. მათთან განსახილველი საკითხების ჩამონათვალში, ერთ-ერთი უმთავრესი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაა“,- აცხადებს ირაკლი ბერაია. ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების, მისი ყველა შესაბამისი უწყების, ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. მისივე თქმით, საკითხი აქტუალურია საქართველოს…

მეტი...

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი  გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურაში დაბარება უკავშირდება 6-წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.  „გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია…

მეტი...

“ყველა ის კონტაქტი, რაც მქონდა და გამაჩნია, გამოვიყენე” – სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაზე

“ყველა ის კონტაქტები, რაც მქონდა და გამაჩნია, გამოვიყენე იმისთვის, რომ ძალიან აქტიურად მოვითხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა ამ საქმეში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკებული ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ახალი წლის პერიოდში მოხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. “ეს არის ჩვენი რეალური ბერკეტი, რომ გამოვიყენოთ და იმათ იმოქმედონ ჩვენთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მივაღწიეთ შედეგს, რომელიც არის ექიმის გათავისუფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შობა-ახალი წლის პერიოდში მაინც მოხერხდება ეს და მინდა აქედან ოჯახს ვუსურვო მხნეობა,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  ქართველი…

მეტი...

გურიაში, ჩაის პლანტაციებს ცეცხლი უკიდია

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუს ტერიტორიაზე, ჩაის პლანტაციები იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ორ კერად არის გაჩენილი და თანდათან დიდ ფართობზე  ვრცელდება. 112 -ის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიემართებიან. 

მეტი...

“ვის შევიწყალებ, წინასწარ ვერ გამოვაცხადებ” – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წინასწარ ვერ იტყვის შეიწყალებს თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. პრეზიდენტის თქმით, საკითხის გამო მასზე ზეწოლა არ ხორციელდება. „ვის შევიწყალებ, ამას წინასწარ ვერ გამოვაცხადებ. სია იქნება ერთობლივად გამოცხადებული და ყველას ერთად გავაცნობ ამ სიას. დღეს არ მქონია მეუფე შიოსთან ამაზე საუბარი და მგონი, არავინ ერევა ჩემს გადაწყვეტილებაში. არანაირად არ არის ჩემზე რამე ფორმით ზეწოლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დეკანოზის, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით სინოდმა მნიშვნელოვანი გადაწყვტილება მიიღო და დამატებით განცხადებებს ვერ გააკეთებს.

მეტი...

„ბედნიერი ვარ, რომ ორივე მხრიდან ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას” – კარლ ჰარცელი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, შეიქმნას პლატფორმა, რათა დაიწიოს დაძაბულობამ და პოლარიზაციამ. ​„ბედნიერი ვარ, რომ ორივე მხრიდან ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას, რადგან ჩვენ გადავედით მესამე დიალოგ-შეხვედრაზე. ჩემთვის აბსოლუტრად ნათელია, რომ დიალოგი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, შეიქმნას პლატფორმა, რათა დაიწიოს დაძაბულობამ და პოლარიზაციამ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ განხილვა იყო მარტივი. ეს არის ფუნდამენტური საკითხები. არსებობს განგრძობითი ვალდებულება, რომ წავიდეთ წინ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. დღეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

მეტი...

“ჩემი გამოსვლა არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ ჯარზე გაკეთებული განცხადების კონტექსტი არ ეხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იყო სტილისტური ფორმა. „ჩემი გამოსვლა იყო სრულიად კულტურულ სივრცესა და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით, რათა შეგვექმნა საკოორდინაციო ცენტრი. არანაირად არ ეხებოდა ეს ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სადაც სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ…

მეტი...

“ყველა უწყება ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში, ჩვენი ერთობა უნდა იყოს გამორჩეული” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ყველა უწყება ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში. როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ერთობა უნდა იყოს გამორჩეული.  „ვითარება რთულია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. დაკავებულია ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ექიმი და ჩვენი მეგობარი. ის ჩემი მეგობარია და ჩვენ ერთად გვიმუშავია საოპერაციოში. ექიმებს არ ატყვევებენ, პირიქით, პირობას უქმნიან, რომ იმუშაონ. ექიმებისთვის არ არსებობს საზღვრები. ისინი იცავენ ნებისმიერ ადამიანს და იცავენ ავადმყოფების უფლებებს. ეს ყოველგვარ წესებს სცილდება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში ჩართულია საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები. „ყველა უწყება დაწყებული ადგილობრივით დამთავრებული საერთაშორისო არის ჩართული.…

მეტი...

“ლელო” ერეკლე კუხიანიძისთვის საკრებულოს დეპუტატის მანდატის შეჩერებას მოითხოვს

“კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა – ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დაატოვებინოს “ქართული ოცნების” პარტიის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს, ასევე, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს”, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, “ქართული ოცნების”, საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და მისი ოჯახის შეურაცხყოფა მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის ღირსების შემლახველი ქმედებაა. “ქართული ოცნების” პარტიის წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის -ერეკლე კუხიანიძის ამორალური განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ექიმის პროფესიული და პატრიოტული…

მეტი...

თეთრი ხალათი საოკუპაციო ხაზზე გადააფრინეს, ექიმის მეუღლე ოს ხალხს მიმართავს

ოკუპანტების მიერ დატყვევებული გმირი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ოს ხალხს მიმართავს და სთხოვს, ტოლერანტობისა და ვაჟკაცობის გვერდით დადგნენ. „მინდა ვთხოვო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს: საუკუნეებია, ჩვენ, კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობის და ტოლერანტობის პრინციპებს. მინდა და მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ისევ მოგვარებადია ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. ვაჟა, რასაც ემსახურება, ეს პირველ რიგში არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა. ვინც მას იცნობს, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტი…

მეტი...

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის მოედანი გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 დეკემბრის, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება. სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მეტი...

“ყველას გთხოვთ, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ” – თამილა ლაფანაშვილი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი ყველა ადამიანს, უპარტიოსა თუ პარტიის წარმომადგენელს, თხოვნით მიმართავს, გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. „მინდა, მოგმართოთ, ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ვამბობთ, რომლითაც გამოვხატავთ მის მხარდაჭერას გინდა აქ, გინდა თბილისში, ინტერვიუებში, ან ჩვენს გამონათქვამებში, ყოველი სიტყვა არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება, მის საზიანოდ მოტრიალდეს. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა უპარტიოს, პარტიულს, ყველა წარმომადგენელს, გთხოვთ, გაიზიაროთ ეს ჩვენი თხოვნა და ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ, სანამ ვაჟა გაფრინდაშვილი დაგვიბრუნდება და ისედაც, შემდეგაც, ჩვენი შერიგებისა და ერთად ყოფნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აქცია…

მეტი...

“რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ახლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას” – ნინო წილოსანი

ალეკო ელისაშვილისა და მისი მხარდამჭერების ჩოხატაურში ვიზიტს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ნინო წილოსანი ეხმაურება. “დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხატაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს, რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს, არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ, მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ავითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ახლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს…

მეტი...

საოკუპაცი ხაზთან, ჰელიუმის ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს ცაში – სოლიდარობა ვაჟა ექიმს

სოფელ ოძისში, საიდანაც ოკუპანტებმა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, კოლეგები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგით ადამიანები არიან შეკრებილები.  დემონსტრანტებმა საოკუპაციო ხაზთან ჰელიუმის ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს ცაში. ამ პერფორმანსით კი ოჯახის წევრებს სურთ გაუშვან გზავნილი, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ.  აქციის მონაწილეები ვაჟა ექიმს სოლიდარობას უცხადებენ და მარიონეტული რეჟიმის მხრიდან, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 37-ე დღეა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იყოფა. 

მეტი...

გამწვანების აქცია ამჯერად ქუთაისში გრძელდება

ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში  დარგვის აქცია გაიმართა.  ჭავჭავაძის გამზირზე 80-მდე ფოთლოვანი სახეობის  – იფანის ნერგი ქუთაისის მერმა  საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად დარგო.   აქციას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახელობაც შეუერთდა, რომლებიც ახალგაშენებული ნერგების მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ. აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პასიხისმგებლობის ამაღლებაა. ქუთაისის  მერის თქმით,  მსგავსი აქტივობები ადგილობრივ თვითმართველობას ქალაქის სხვა უბნებშიც აქვს დაგეგმილი.

მეტი...

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს” – ერეკლე კუხიანიძე

თბილისის საკრებულოს წევრი, რომლის ფეისბუქსტატუსსაც ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, საზოგადოებაში დიდი კრიტიკა მოჰყვა, ახალ განცხადებას ავრცელებს. ერეკლე კუხიანიძე პირველ სტატუსში ბრალდებებს ვაჟა გაფრინდაშვილს უყენებს, მეორეში კი იმ მოქალაქეებს აკრიტიკებს, რომელთა გამოხმაურებაც არ მოეწონა. “მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს. სამწუხაროდ, ადამიანთა ნაწილი მხოლოდ რეფლექსების დონეზე არსებობს და მოკლებულია უნარს, რაიმე სიღრმის ანალიზი გააკეთოს ჩვენი რეალობის. მოკლედ შევეხები მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტს. სამყაროში არსებობს მთელი რიგი კანონზომიერებებისა, რითიც იმართება, ფაქტიურად, ყველაფერი. მათ შორის არის ისეთი რთული სფერო ცხოვრებისა,…

მეტი...

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საავტომობილო მსვლელობით საოკუპაციო ხაზისკენ მიემართებიან

რესპუბლიკის მოედნიდან დუშეთის რაიონის სოფელ ოძისამდე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საავტომობილო მსვლელობით მიემართებიან. აქციას ბაიკერებიც შეუერთდნენ. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი ამბობს, აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გააკეთებს მცირე მიმართვას. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

მეტი...

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3 000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს. „სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. მამაკაცი კონტაქტურია და ის თბილისში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი. სამაშველო ოპერაციაში დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ…

მეტი...

გუშინ, ღონისძიებაზე “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება

გუშინ, “ქართული ოცნების” ღონისძიების დასრულების შემდეგ, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, ოპერატორს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის განმარტებით, აგრესიულად განწყობილ ადამიანებს ის კითხვები არ მოეწონათ, რომელსაც ჟურნალისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსვამდა. “ტვ პირველის” გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო. “154-ე მუხლით აღიძრა საქმე, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა გულისხმობს. “ტვ პირველის” ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც ჟურნალისტებს ასე მოექცევა, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს”, – აცხადებს ინგა გრიგოლია.

მეტი...

დღეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება

დღეს, 12″00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გაიმართება. მორიგ შეხვედრაზეც განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. ამ ეტაპზე, უცნობია, კონკრეტულად ვინ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას. პირველი ორი შეხვედრა 30 ნოემბერსა და 8 დეკემბერს შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს გაუწიეს ანგარიში და მათ მიერ შეთავაზებულ შეხვედრას დათანხმდნენ.

მეტი...

“ჩვენი შეთავაზება ემსახურება იმას, რომ დესტრუქციულმა  ძალებმა  ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში არ მოაქციონ“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის შეთავაზებაზე განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას ქვეყნის არასტაბილურობაში გადაყვანის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. „ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის, ვინაიდან,  ასეთ დროს, არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა  ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, 2020 წელს, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, 2024 წლიდან  ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე და ყოველი შემდეგი არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით გაიმართება და ეს დადგენილია მოქმედი კონსტიტუციით.  „იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის, კონსტიტუციის გარდამავალ…

მეტი...

“აქცია იქნება მდუმარე” – დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს

დღეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. უკანონოდ დატყვევებული ექიმის მეგობრები და გულშემატკივრები 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. როგორც დაკავებული ექიმის შვილმა განაცხადა, აქცია იქნება მდუმარე და მხოლოდ ოჯახის წევრები გააკეთებენ მიმართვას. “მეგობრებო, ვაჟა ექიმის გულშემატკივრებო! პირველ რიგში დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს ძალიან ბევრი ვიქნებით. გვინდა შეგატყობინოთ დღევანდელი აქციის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი: ვიკრიბებით 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და 11:30-12:00 ოკუპაციის ხაზისკენ (სოფელი ოძისი) გაემართება მანქანების მარში. შეკრება მოხდება მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას, ყოველგვარი პროვოკაციისგან თავის დასაზღვევად. აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გავაკეთებთ…

მეტი...