რას გულისხმობს პატიმრების შეწყალების ახალი წესი?

  •  

 საქართველოს პრეზიდენტის აპარატმა პატიმართა შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა. საინტერესოა, რას გულისხმობს ახალი წესი და როგორ შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს? შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება გამონაკლისის სახით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს. შეწყალების უფლების გამოყენებისას, პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს: ა) დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის…

მეტი...

“მინდა გავაფრთხილო ყველა საფლავში ჩამყოლი – სად მიდიხართ, ა?” – მიხეილ სააკაშვილი

  •  

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს აფრთხილებს: „მინდა, გავაფრთხილო და შევახსენო ყველა საფლავში ჩამყოლს – ასლანმა თან რუსეთში მხოლოდ ხუთი კაცი წაიყვანა – ივანიშვილს მაგდენი კეთილშობილებაც არ გააჩნია და მერე სად მიდიხართ, ა?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

მეტი...

მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მოქალაქე გადაარჩინეს

  •  

 თემქაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თემქის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული ჯგუფის ცნობით, ხანძარი რამდენიმე ოთახში იყო გაჩენილი. სახლში ასევე იმყოფებოდა ერთი მოქალაქე, რომლის უვნებლად გამოყვანა დაკვამლიანებული სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული…

მეტი...

საქართველო ევროპის საბჭოს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

  •  

 ევროპის საბჭოში საზეიმოდ გაიხსნა ტრადიციული საშობაო ბაზრობა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. საშობაო ბაზრობის გახსნის ღონისძიებაზე სტრასბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა – სოფო ირმაშვილმა და მარიამ შუბითიძემ ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს, რამაც შეკრებილი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისათვის დათმობილ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს საიმიჯო და საპრომოციო მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის, ბროშურები და ბუკლეტები ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ღვინის უძველესი კულტურისა და ქართული ენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საშობაო ბაზრობა მიმდინარე წელს 2 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით,…

მეტი...

დაპირისპირება “ქართული ოცნების” ოფისთან – დაშავებულია ერთი პირი

  •  

 “ქართული ოცნების” ოფისთან ერთმანეთს მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდა “სირცხვილიას” ერთ-ერთი წევრი. ის საპატრული პოლიციის წარმომადგენელმა ტერიტორიიდან გაიყვანა. შეხლა-შემოხლის დროს, ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ექიმები ადგილზე უწევენ დახმარებას. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან – აქტივისტები მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებას აპროტესტებენ

  •  

 პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „გაბედეს“ აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას აპროტესტებენ.  მოძრაობა “გაბედეს” წევრები მცხეთის მერიასთან მივიდნენ და მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ფიზიკურ და სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ მოძრაობა “გაბედეს” 4 წევრი და “ქართული ოცნების” 3 მხარდამჭერი დააკავა. ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. მცხეთის მერიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოძრაობა “გაბედეს” ორი აქტივისტი თავისა და სახის მიდამოებში მიღებული დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

  •  

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.  ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის შესაბამისად მიმდინარეობს. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიიჩნევს საჭიროდ განმარტოს: ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, რომ შეწყალებასთან დაკავშრებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო. აქვე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ?” – ილია ჯიშკარიანი

  •  

 “ქართული ოცნების“ დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი თანამშრომელზე ძალადობის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს. „თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? ამ ეტაპზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ”, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა. საკრებულოს დეპუტატის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელათ. დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სხდომა 11 დეკემბრამდე გადაიდო. ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო…

მეტი...

თბილისის ზოოპარკს 13 ახალი ბინადარი ჰყავს

  •  

 თბილისის ზოოპარკს 13 ცხოველი შეემატა. როგორც თბილისის ზოოპარკში აცხადებენ, 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან (ესტონეთი), ხოლო ერთი დომბა ნიკოლაევის (უკრაინა)ზოოპარკიდან ჩამოვიდა. მათივე ინფორმაციით, ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განთავსდებიან. მათი ვოლიერები უკვე აშენებულია. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემია. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. საქართველოში მისი გავრცელების არეალის აღმოსავლეთ საზღვარი ლაგოდეხის ნაკრძალია, ხოლო დასავლეთით – მწვერვალი შხარა. 2014 წლის აღრიცხვების მიხედვით, საქართველოში 5000-მდე ინდივიდია დარჩენილი. დომბა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია.…

მეტი...

დედაქალაქში, კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო გადაიკეტება

  •  

 დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, დღეს 00:00 საათიდან 3 დეკემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან – მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მეტი...

“მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ, კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის” – ირაკლი კობახიძე

  •  

 სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ეხმაურება. ირაკლი კობახიძე, ნიკა მელიას კრიმინალს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი რბილია. “ყველამ იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი. პოლიტ-ანგარიშსწორება რომ ყოფილიყო, უფრო მკაცრი იქნებოდა სასჯელი. ცხადი დანაშაული ჩაიდინა. თუ შემოვა ეს საკითხი პარლამენტში, დავუჭერ მხარს. კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის.  რატომ 7 წლის შემდეგ? ეს კითხვა მეც მექნებოდა. 7 წელი არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ათასობით დანაშაულზეა საუბარი. მათი დანაშაულები იყო რეკეტი, გაუპატიურება. საქმე გვაქვს კრიმინალებთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ნიკა…

მეტი...

„ბუნებაში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომ ამ ქვეყანაში „ნაცებმა“ გაიმარჯვონ“ – დავით ჭიჭინაძე

  •  

 „როდესაც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ისინი მიდიან სხვადასხვა პროვოკაციებზე, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს და ჩვენ ეს ერთხელ ნანახი გვაქვს….“ – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრობას,“ არც ერთი საარჩევნო მოდელით, გამარჯვების შესაძლებლობა არ გააჩნია. „როგორც ჩანს ოპოზიციას უფრო კარგი წარმოდგენა აქვს „ქართულ ოცნებაზე“, ვიდრე „ოცნებას“ საკუთარ თავზე, რადგანაც ფიქრობდნენ რომ „ოცნება“ არ დაარღვევდა დანაპირებს. რეალურად კი, ორივე პარტია, „ქართული ოცნებაც“  და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავისი განაყოფებით, აბსოლუტურად ერთნი არიან და  ერთნაირი მონდომებით იბრძვიან ამ ქვეყანაში ისეთი საარჩევნო მოდელის მიღებაზე, რომლის მეშვეობითაც გამარჯვება უნდათ. მაგრამ…

მეტი...

თბილისში პიროტექნიკით მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა

  •  

 პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თბილისში მცირეწლოვანმა ბავშვმა დაზიანება მიიღო. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ მცირეწლოვანს ​სახის მარჯვენა მხარე აქვს დაზიანებული, თუმცა ჭრილობა ღრმა არ არის. „გუშინ შემოვიდა ოთხი წლის ბავშვი კლინიკაში. საახალწლო პეტარდის შედეგად დაზიანებული აქვს სახის მარჯვენა ნახევარი, ორივე ქუთუთო, საბედნიეროდ თვალი გადარჩენილი გვაქვს. ბავშვს გაუმართლა, რადგან ღრმა დაზიანებები სახეზე არ აღენიშნება, თუმცა იყო ალბათობა, რომ გაცილებით დიდი დაზიანება მიეღო. ეს იყო წელს პირველი შემთხვევა, ამის შემდეგ, დასვენების დღეებში, არდადეგებზე უფრო მეტ შემთხვევას ველოდებით, მით უმეტეს ახალი წელი ახლოვდება. მშობლებს ვთხოვ, ბავშვებთან მოსალოდნელ საფრთხეებზე…

მეტი...

აკაკი ზოიძე პოლიტიკიდან მიდის

  •  

 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს რომ, პარლამენტის მანდატს ტოვებს. აკაკი ზოიძის განცხადებით, ის ტოვებს პოლიტიკურ საქმიანობასაც. კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებდა და გადაწყვეტილებას საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე მიიღებდა. “ორი კვირის წინ ვთქვი, რომ პრაგმატული პოლიტიკის გონებით მესმის, მაგრამ გულით არა. ხოლო უგულოდ არცერთი საქმის კეთება კარგად არ გამოსდის ადამიანს, მათ შორის პოლიტიკის. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პრიცესი მკვეთრად პოლარიზებულია, რაშიც ჩემ წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, 2020 წელსვე…

მეტი...

გარდაბანში ჯანდარის ტბაზე ორ მამაკაცს ეძებენ

  •  

 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე, ორ მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფი. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცები მეთევზეები არიან. ისინი ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ. საგანგებო სიტაუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.

მეტი...

წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში მოხდება

  •  

 აჭარაში მანდარინის რთველს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. მინისტრის თქმით, მას რეალიზაციის კუთხით ოპტიმისტური პროგნოზი აქვს. „ბოლო წლებში სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ქართული ციტრუსის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებდა, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. წელს ტრადიციულ ქვეყნებს ოთხი ქვეყნის ბაზარი დაემატა, მოთხოვნილება არის ქართულ მანდარინზე, შესაბამისად ფასებიც წელს უფრო მაღალია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში მოხდება. ტრადიციულ ბაზრებს წელს შეემატება ლიეტუვა, სინგაპური, ყატარი და სლოვენია. მათივე ინფორმაციით, წელს რეგიონში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან…

მეტი...

ბათუმის სპორტ სკოლამ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები იპოვა

  •  

 საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაეკვონდოში ბათუმის სპორტ სკოლის მორიგი წარმატებით დასრულდა. ჩემპიონატს თბილისი 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა და მასში 300-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. გათამაშება ორ –  A და B კატეგორიად გაიმართა და ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია: ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ : მიხეილ გავრინჩენკო (51კგ), თენგიზ ნიქაბაძე (54კგ) და ზურა კინწურაშივილი (63კგ); ვერცხლის მედალს დეუფლნენ : ლუკა ცენტერაძე (23კგ) და რამაზ წუწუნავა (63კგ); ბრინჯაოს მედალს არამ საფარიანი (58კგ) დასჯერდა; ტურნირზე, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ ბათუმის სასპორტო სკოლის მწვრთნელი აკაკი ცენტერაძე ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. სასპორტო სკოლის…

მეტი...

პრესკლუბი „მთავარი“ ხვალ გაიხსნება

  •  

 ახალი ძალით, ახალი ენერგიით, ახალი შემართებით, უკვე ახალი გამოცდილებით, ახალ ოფისში „მედიაცენტრი მთავარი“ ხვალ იხსნება. კოლეგებო და პრესკლუბის სტუმრებო, „მთავარის“ მთავარი ღირებულება უცვლელია – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მონაპოვარია! „მედიაცენტრი მთავარი“ და პრესკლუბი ახალ მისამართზეა: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. 3 სართულიანი აგურის შენობა). იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება

მეტი...

შეუჩერდება თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი, პარლამენტი გადაწყვეტს

  •  

 პროკურორის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სასამართლომ დანიშვნითი თანამდებობის დაკავება აუკრძალა, ნიკა მელია კი არჩეული თანამდებობის  პირია. კითხვაზე, უნარჩუნდება თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი, პროკურორმა უპასუხა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. „ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. მას შემდეგ, როდესაც ჩვენ განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გავეცნობით, როდესაც განაჩენი შევა კანონიერ ძალაში, ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ მიერ, ისე პარლამენტის მიერ მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პროკურორმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.…

მეტი...

ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

  •  

 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. აღნიშნული განცხადებით ზაზა თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართა. “როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 22 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (N1-21959/19) რომლითაც მოვითხოვე გარკვეული ვადით გადაგედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენალური სხდომისთვის წარდგენა. ხსენებულ განცხადებას საზოგადოებაში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები. მათ შორის, გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული. როგორც წინარე წერილში ავღნიშნე, ჩემთვის, როგორც მოქმედი…

მეტი...

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა

  •  

 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 %-ით ნაკლებია. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია ასახულის, იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი. ყველაზე მეტი, სამი ათასზე მეტი მოსწავლე მეათე კლასიდან გავიდა. 2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო,…

მეტი...

“ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

  •  

 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. ასევე, 2 წლითა და 3 თვით აეკრძალა თანამდებობის   დაკავების  და  საქმიანობის  უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენიც გამოაცხადა. მოსამართლემ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა.  ამასთან სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა

მეტი...

სასამართლომ “ბანკი ქართუს” საქმეზე, ნიკა მელიას განაჩენი გამოაცხადა

  •  

  “ქართუ” ბანკის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა.  ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა.  “ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია  ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

მეტი...