არჩილ თალაკვაძემ 2019 წელი ვიდეომიმართით შაფასა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და 2019 წელს აჯამებს. 

არჩილ თალაკვაძემ იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომლებიც პარლამენტმა და ხელისუფლებამ 2019 წლის განმავლობაში განახორციელა. პარლამენტის თავმჯდომარემ 2019 წელს მიღებულ რამდენიმე კანონზე ხაზგასმით ისაუბრა, მათ შორის არის ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაში 2020 წლის 1 ივნისს შევა. ასევე კანონი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და სხვა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2020 წლიდან გაიზრდება პენსიები, ხელფასები ეზრდებათ ექიმებს, პედაგოგებს, ბაღების აღმზრდელებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს.

“შევეცდები ძალიან მოკლედ ჩაგაბაროთ ანგარიში, თუ რა სამუშაო შეასრულა საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს და რა გადაწყვეტილებები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან და ქმნის სრულიად ახალ, სოციალურ და სამართლებრივ გარანტიებს თქვენი შვილებისთვის. მივიღეთ კანონი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც უფრო ეფექტურად იცავს ქალებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს.

2020 წლიდან იზრდება პენსიები, ხელფასები ეზრდებათ ექიმებს, პედაგოგებს, ბაღების აღმზრდელებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს.

დევნილებისთვის ახალი საცხოვრისების ასაშენებლად გამოყოფილია 122 მილიონ ლარზე მეტი” – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე ვიდეომიმართვაში.

2019 წლის შეჯამებისას პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფომაზეც ისაუბრა.

“ფართო კონსენსუსით დავამტკიცეთ სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში ახალი კადრების სამართლიან შერჩევასა და მომზადებას, კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და მოსამართლეთა საქმიანობის მეტ დამოუკიდებლობას. ამ რეფორმის მიღებას დადებითი შეფასებები მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,” – აცხადებს თალაკვაძე.

მსგავსი თემები