რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ. ზაზა ურუშაძე წლების განმავლობაში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ბოლო დროს მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმმა „მანდარინებმა“, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე. ასევე „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

მეტი...

ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილი კომპანიის “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც წინა მოადგილე ჯემალ ახალაია კომპანიის დირექტორად დაინიშნა. შპს „ენერგოტრანსის“ 100%-იანი წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”. შპს „ენერგოტრანსის“ საქმიანობა რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნულ კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, თავის მხრივ, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია, რომლის  აქციების სრულ პაკეტს კი ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი “საპარტნიორო ფონდი”, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და…

მეტი...

“რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა” – ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთში ვიზიტის დროს რუსი პოლიტიკოსებისგან მიიღო პირობა, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთში ვიზიტები ხელისუფლების მხრიდან უნდა განხორციელდეს. “განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისაგან, მსოფლიოს ყველა დედაქალაქში ხედავენ, რომ ქვეყანაში არის ძალიან მწვავე კრიზისი. ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი რთული ურთიერთობებიდან გამომდინარე ის, რომ რუსეთის უმაღლესმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად გააკეთეს განცხადება, როგორც საჯაროდ, ასევე პირადი შეხვედრების დროს, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ამ თემაში, იმიტომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ ყველა თემას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება.…

მეტი...

“დიალოგისთვის კარი ღიაა, ოღონდ საოცრებებს ნუ იტყვიან” – მამუკა მდინარაძე

“დიალოგისთვის კარი ღიაა, ოღონდ საოცრებებს ნუ იტყვიან იმ დიალოგის დროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შესაძლოა ოპოზიციასთან უახლოეს მომავალში მორიგი შეხვედრა შედგეს. “გერმანულ მოდელზე თვითონაც აღარავინ საუბრობს ოპოზიციის მხრიდან, ისინი, ერთი მხრივ, რაღაც დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ. დამხობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. მეორე მხარე თითქოს კონსტრუქციულია. მესამე მხარე რუსეთში დარბის. აჭრილები არიან. რა თქმა უნდა, არსებობს დიალოგის გაგრძელების რესურსი, თუ ოდნავ რაციონალურ წინადადებას ვინმე დააყენებს. რაღაც საუბრები არის ამასთან დაკავშირებით და შეიძლება უახლოეს მომავალშიც შედგეს ასეთი შეხვედრა. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, დიალოგისთვის კარი ღიაა,…

მეტი...

“ხელისუფლებებს სჭირდებათ გამოფხიზლება, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ თბილისის ქუჩებიდან” – დავით უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით  უსუფაშვილის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესს დაუბრუნდეს. თუმცა უსუფაშვილის თქმით, ამისთვის ხელისუფლება გონივრული კომპრომისისთვის მზად უნდა იყოს. “ყველაფერი უნდა დასრულდეს შეთანხმებით, ცივილიზებულად, მაგრამ ხელისუფლებებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე სხვანაირი გამოფხიზლება, ზოგჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ თბილისის ქუჩებიდან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესს, ოღონდ ამისთვის საჭიროა, ხელისუფლება მზად იყოს გონივრული კომპრომისისთვის,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მეტი...

“შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა” – დიმიტრი ხუნდაძე

“უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა, აიღონ პასუხისმგებლობა და გამოასწოროს საკუთარი შეცდომა”, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ე.წ. ამერიკულ მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მოსაზრება არ იცვლება, ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია. „საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა ეს ჩვენი ინიციატივა, მათ ერთი კვირის ვადა აქვთ, რომ განიხილონ საკითხი და მოგვცენ ფორმები, რითიც შევძლებთ, რომ გავიდეთ ხალხში და დავიწყოთ სავალდებულო 200 000 ხელმოწერის შეგროვება. ჩვენი მიზანი არის ორი, ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს იმდაგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც მისცემს გარანტიას, შემდგომ მისი…

მეტი...

“ვაჟა გაფრინაშვილის საკითხზე ვგრძნობდი ადამიანურ თანადგომას” – ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია.  ნინო ბურჯანაძე თბილისში უკვე ჩამოფრინდა. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მოსკოვში გამართული შეხვედრების დროს მიიღო დაპირება, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება. “ძალიან კარგი და საინტერესო ვიზიტი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილს ეხება, ძალიან მნიშვნელოვნად იყო განხილული. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე საუბარს ვიწყებდი ამ თემით და ვხედავდი ძალიან სერიოზულ ადამიანურ თანადგომას, ასევე რუსი პოლიტიკოსები ძალიან კარად ხედავენ  ამ საკითხის არამხოლოდ ადამიანურ, არამედ პოლიტიკურ მნიშვნელობას. ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა…

მეტი...

ხანძარი ბენზინგასამართ სადგურზე – დაშავებულია სამი ადამიანი

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას სამი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების საშიშროება მოხსნილია. ხანძრის მიზეზები ჯერ უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მეტი...

ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარია

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე მივიდნენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია. დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამ საქმეზე უკვე 22 პირია დაკავებული.  საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.  დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე,…

მეტი...

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე 25-მდე კომპანიის მიერ წარმოდგენილია ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვნება და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ტკბილეული, ასევე, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და საახალწლო ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიებას დაესწრო დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე. ასევე, შოკოლადის ფესტივალზე იმყოფებოდა ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, რომლის თქმითაც, ბაღი მსგავს ღონისძიებას მომავალშიც უმასპინძლებს. „მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკური ბაღისთვის უკვე ტრადიციად იქცა და ის არის საახალწლო თემატიკის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება თბილისში. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ფესტივალი ძალიან დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. წელს…

მეტი...

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი ღამის საათებში გადაიკეტება. „დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“11-15 წლის მოზარდების მშობლებს დიდი ყურადღება მართებთ” – სპეციალისტები საშიშ ინტერნეტთამაშებზე

ბოლო დროს ინტერნეტთამაშში არასრულწლოვნების ჩათრევის გახშირებულ ფაქტებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორში გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ და იმ საფრთხეზე მიუთითებენ, რაც შესაძლოა მსგავს ფაქტებს მოჰყვეს. პრობლემის შესახებ საუბრობენ ფსიქოლოგებიც. სპეციალისტები მშობლებს გარკვეული რეკომენდაციებით მიმართავენ. “სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაქტზე უნდა მოახდინონ სწრაფი რეაგირება  და დაადგინონ ამ ფეისბუკმომხმარებლის ვინაობა და მიზანი, თუმცა გავრცელებული აუდიოჩანაწერი გადაჭრით იმის თქმის საშუალებას არ იძლევა, რომ მაინც და მაინც საქმე გვაქვს “ლურჯი ვეშაპის”, ან სხვა მსგავსი ხასიათის თამაშთან. შესაძლოა, ეს მომხმარებელი იყოს ფსიქიკურად დაავადებული პირი, ან ამოძრავებდეს სხვა მიზნები,” – განაცხადა “სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა გიორგი გაბოძემ. ბავშვთა…

მეტი...

“იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ერთმანეთს მივულოცავთ” – პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილზე

„იმედი მაქვს უახლოეს, პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში მოქმედებს. „ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ყველა ერთმანეთს მივულოცავთ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მეტი...

ქობულეთში სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ზღვაში ჩაიძირა

ფოთიდან ქობულეთის მიმართულებით, სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ზღვაში ჩაიძირა. შემთხვევა ქობულეთის აკვატორიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სეინერი მოძველებული იყო და მის წინა კორპუსს პრობლემები ჰქონდა, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა. გემი ქაფშიით იყო დატვირთული. სეინერი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ეკუთვნის.  შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეკიპაჟის წევრები ახლოს მდებარე სეინერის ეკიპაჟმა გადაარჩინა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის თქმით, სეინერზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

მეტი...

“ევროკავშირი საკმაოდ აქტიურადაა ჩართული ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო დაკავების საქმეში” – კარლ ჰარცელი

“ევროკავშირი სხვადასხვა აქტორების საშუალებით საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო დაკავების საქმეში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს ზეწოლას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. „სამწუხაროდ ეს არ არის განცალკევებული შემთხვევა, ეს მწვავე ვითარების ნაწილია. ვითარების, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ვხედავთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვცადოთ მისი მოგვარება, რადგან ეს ჰუმანიტარულ და ადამიანთა უფლებების საკითხზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს“, – განაცხადა ჰარცელმა.

მეტი...

ხაშურში, 14 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ, სურამში, ორი ნგრევადი ობიექტი იხურება, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ბინები სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა გადასცეს. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 154 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებმა 2000-მდე დევნილმა ოჯახმა ბინა ახალაშენებულ კორპუსებში…

მეტი...

“ყველა დაკავებულმა იცოდა, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ მათ შვილებს” – არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების გადაღება-გასაღების საქმის პროკურორი, მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ მტკიცებულებების მიხედვით, ყველა დაკავებულმა იცოდა, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ მათ შვილებს, ანაზღაურების სანაცვლოდ. პროკურორის თქმით, დღევანდელ განსახილველ საქმეზე ბრალდებულია ჯამში 21 პირი, აქედან 10 ადამიანს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეფარდებული აქვს. „დღეს განიხილება 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება. აქედან 10 მშობელია, ერთი მასწავლებელი. ყველა მშობლის შემთხვევაში, ისევე, როგორც მასწავლებლის შემთხვევაში, ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ. ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად. ისინი იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც ხდებოდა ფოტოების გადაღება. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად, გარდა იმისა, რომ…

მეტი...

ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა

“ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა. პროტესტის ნიშნად, ჩხარტიშვილმა იზოლატორთან ლობიო მიმოფანტა. “ივანიშვილის ოცნებაა” ერთპარტიული, ერთპიროვნული დიქტატურა. ეს ოცნება აუცილებლად დაიმსხვრევა ჩვენი ხელით. ასეთი ოცნებები ჰქონიათ სხვებსაც. თუმცა ის რაც ჩაიდინა ივანიშვილმა, არ გაუკეთებია არც შევარდნაძესა და არც სააკაშვილს. ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაკავებები. ივანიშვილს ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი და ეს აუცილებლად მიეცემა მას პასუხისგებაში მიცემის წინ, საკუთარ მონებთან – წულუკიანთან, კობახიძესთან, თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს, საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.…

მეტი...

შსს-ს მომსახურების სააგენტო 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე. სააგენტოს ინფორმაციით, სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულოა დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში. ამასთან, მათივე ცნობით, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის.

მეტი...

8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ვაკეში შემდეგი სატრანსპორტო სქემა იმოქმედებს: ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მოძრაობისას, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებთან დასაკავშირებლად გაივლის მიშველაძის, არაყიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებს. ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, კვლავინდებურად ნებადართული იქნება ყიფშიძის ქუჩისკენ მარცხნივ მოხვევაც. ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობისას, მარცხნივ მოხვევა ნებადართული იქნება მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩისკენ. აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება კავსაძის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთისა და ერისთავის ქუჩებიდან.…

მეტი...

პოლიკლინიკები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშონ

პოლიკლიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშონ, თუმცა ცვლილებები პირველ ეტაპზე საქართველოს დიდ ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება. აღნიშნულ ინიციატივაზესაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ სამინისტრო კლინიკების გეოგრაფიულ მდებარეობას გაითვალისწინებს და სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ისეთ დასახლებებში შენარჩუნდეს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო კაპიტაციური (სულადობრივი) ტარიფის გადახედვაზე იმუშავებს. საქართველოს პარლამენტისთვის აღნიშნული ინიციატივის შესახებ არაფერია ცნობილი. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, პროფესიით ექიმმა მირიან წიკლაურმა…

მეტი...

კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბილბორდი დაუდგა

„სამოქალაქო მოძრაობა“ კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილი და მისი გუნდის წევრები დღეს დმანისში ჩავიდნენ. ელისაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს, ცოტა ხანში კი დეპუტატ კახა ოქრიაშვილის ბიუროსთან მისვლას გეგმავენ. სტუმრებს მაჟორიტარი ორიგინალურად დახვდა, დმანისში ახალი ბანერი და სტიკერები გამოჩნდა. “კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში”, “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო”, – წერია ბანერსა და სტიკერებზე. როგორც დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ელისაშვილის მშვიდობიანად და ღიმილიანად ხვდებიან. „ეს ბანერი და პლაკატები ჩემი ფინანსებით დავბეჭდე. ხომ ამბობს მშვიდობით ჩავდივარო, ჩვენც მშვიდობითა და ღიმილით ვხვდებით. ბატონო ალეკო მობრძანდით,…

მეტი...

შსს-მ თბილისში ბინების გაქურდვის 24 ფაქტი გახსნა – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს. „სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული რვა ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს…

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. „გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

„ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა და დანერგვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოხდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონმდებლობის ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოში ნარჩენების მართვის მიდგომები. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტში გარკვეული კორექტირება შევა. თუმცა ჩვენ, მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის – სახელმწიფოს, თვითმმართველობისა და ბიზნესის მოსაზრებები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.…

მეტი...

8-9 დეკემბერს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობის ფარგლებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე მდებარე რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო, 8 დეკემბრის 22:00 სთ-დან 9 დეკემბრის 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...