ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, საქართველოში თურქი ექიმები იმყოფებოდნენ, რომლებმაც გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს და თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და სხვადასხვა სახის გამოკვლევა უტარდება.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

მსგავსი თემები