“ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ, კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში” – ილია მეორე

“ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი მიიღო. ილია მეორეს თქმით, პიეტრო პაროლინის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ ისტორიული ურთიერთობის გაგრძელებაა.  „ურთიერთობა ვატიკანსა და საქართველოს შორის მრავალი საუკუნე გრძელდებოდა. მეოთხე საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა, მირიანის მეფობის დროს და მეხუთე საუკუნეში ავტოკეფალური გახდა, ცნობილი კანონისტი მალსაბონი, რომელიც შემდგომ იყო ანტიოქიის პატრიარქი წერს, რომ საქართველოს ეკლესია და კვიპროსის ეკლესია გახდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ნეტარი პეტრეს დროს. მეთერთმეტე საუკუნეში საქართველოს მეთაურს ეწოდა პატრიარქის…

მეტი...

“ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ბატონი ვაჟა არის საკუთარ ოჯახში, დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს” – დავით ზალკალიანი

“ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ბატონი ვაჟა არის საკუთარ ოჯახში, დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენა. „ყველამ იცის, ბატონი ვაჟას ოჯახმა, საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ, რომ პირველი დღიდანვე ხელისუფლება იყო ჩართული ამ პროცესში, პირველი დღიდან მაქსიმალურად ყველა მექანიზმი იყო ამოქმედებული, არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, მაღალი დონის ტრიბუნა, უშიშროების საბჭო, ეუთო-ს მინისტერიალი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, პრემიერ-მინისტრი თავისი აპარატით, ბატონი ზურაბ აბაშიძე, ყველა ერთად  ვიყავით ამ პროცესში ჩართული. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ბატონი…

მეტი...

“ჩვენ ხომ ვთხოვეთ და გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო, რატომ არ იწყალებს არ ვიცი” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ სინოდმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა და ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო, თუმცა რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი დეკანოზს, არ იცის. “ჩვენ ხომ ვთხოვეთ და გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო, რატომ არ იწყალებს არ ვიცი, ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებია და მარტო მამალაძე არ არის, ჩვენ სხვაზეც ვთხოვთ შეწყალებას,” – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს.

მეტი...

“ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთი პრობლემის წინაშე გაერთიანდა, რის შედეგად ვარ მე დღეს აქ” – ვაჟა გაფრინდაშვილი

“ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთი პრობლემის წინაშე გაერთიანდა, რის შედეგადაც, დღეს მე ვარ თბილისში”, – ამის შესახებ ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფ ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „დღეს პადრე ჯუზეპემ აქ მოგვიწვია კარდინალთან შესახვედრად. ნამდვილად, მე რაც არ მქონდა ინფორმაცია, დღეს გადმომცეს. მგონი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ყველა კონფესიის წარმომადგენელი გავერთიანებულვართ ერთ პრობლემაზე მსჯელობით. ეს არ არის ჩემი წარმატება, ეს არის ჩვენი ყველას წარმატება. გაერთიანება მოხდა რაღაცით, პრობლემის გარშემო და ამ გაერთიანების შედეგად ვარ მე დღეს აქ, თბილისში“,- აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილმა. კარდინალი პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვია, სადაც კათოლიკური ეკლესიის…

მეტი...

“პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ ის მამალაძეს არ შეიწყალებს” – მიხეილ რამიშვილი

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ წინასაახალწლოდ პატიმრების შეწყალება არ მოხდება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოეხმაურა. რამიშვილის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მამალაძის შეწყალების პოლიტიკური ნება არ არსებობს. “პასუხისმგებლობის მოხსნა საპატრიარქოს მხრიდან, ვითომ რეკომენდაცია გადასცეს პრეზიდენტს, არის აბსურდი. ისინი არც კი დაინტერესებულან, რა შედეგი გამოიღო ამ რეკომენდაციამ. პრეზიდენტის დღევანდელი  გადაწყვეტილება მანიშნებელია, რომ პრეზიდენტი არ შეიწყალებს მამალაძეს, რადგან სხვა სამართლებლივი ახსნა ამას არ აქვს, ფაქტია, პოლიტიკური ნება არ არსებობს,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტი წინასაახალწლოდ პატიმრებს არ შეიწყალებს. შესაბამისად, საკანში შეხვდება ახალ წელს დაკავებული დეკანოზიც.

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს. მათივე განმარტებით, შეწყალება უშუალოდ ახალი წლის წინ არ იგეგმება და პატიმართა ნაწილის გათავისუფლება, მხოლოდ შობის დღესასწაულისთვის მოხდება. იქნება თუ არა ამ სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, უცნობია.

მეტი...

“უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში, აღმა ავდივართ თუ დაბლა ვეშვებით” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, წმინდა ანგია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს მრევლს მისი სიტყვები გაახსენა. ილია მეორეს თქმით, წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ხალხს მიმართავდა: „თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო“. ილია მეორეს განცხადებით, ყველა ადამიანმა სულიერი ტაძრის მშენებლობაზე უნდა იფიქროს. „ჩვენთან არს ღმერთი! დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. ის მიმართავდა ებრაელ ხალხს, ისრაელ ხალხს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებსო და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და საოცრად დაგვეხმარა, საოცარი ტაძრები…

მეტი...

მომხმარებელმა, კარფურში ნაყიდ პროდუქტში მატლები იპოვა (ვიდეო)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი სოციალურ ქსელში ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც კარფურშია გადაღებული და წერს: “კარფურში პრემიუმ კეშიუს ყიდვას თუ გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ თან მოჰყვება ასევე პრემიუმ ხარისხის მატლი და რაღაც მწერები. ყველა ყუთი ასეთია. უკვე მესამედ ვუთხარით კონსულტანტს, მაგრამ სამჯერვე ისევ დაგვხვდა”, – წერს ნატა ძველიშვილი.

მეტი...

“ქულაზე ბევრად მეტი” – რატომ თქვეს უარი პასუხის გაცემაზე „წიგნების თაროს“ მონაწილეებმა (ვიდეო)

გადაცემაში „წიგნების თარო“, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებიან,  მოწინააღმდეგეებმა მეგობრული ჟესტი გამოხატეს. გადაცემის წამყვანი კითხულობდა ციტატას ქართული ენციკლოპედიური თხზულებიდან „კალმასობა“, მონაწილეებს კი უნდა გამოეცნოთ, თუ რომელი ნაწარმოებიდან იყო ეს სიტყვები. ერთ-ერთი გუნდის წევრს თხზულების სათაურში ერთი სიტყვა შეეშალა და  „კალმისობა“ უპასუხა. მოწინააღმდეგე გუნდმა სწორედ ამ პატარა შეცდომის გამო მათ მიმართ მეგობრული სოლიდარობა გამოხატა. ვეკუას სკოლამ პატივი სცა მოწინააღმდეგე გუნდს და უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ სწორი პასუხი იცოდნენ. ვიდეო: https://web.facebook.com/wignebistaro/videos/456066468439395/

მეტი...

“შემიძლია, წავიტრაბახო, ასეთი პროექტები ქალაქში არასდროს განხორციელებულა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი რამე თბილისში ჯერ არ მომხდარა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამის გაკეთება დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია. “მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება ქალაქის სხვადასხვა რაიონში. შემიძლია წავიტრაბახო, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები ერთდროულად ქალაქში არასდროს არ განხორციელებულა. ამას, რა თქმა უნდა, ახლავს თავისი დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. დავამკვიდრეთ ახალი სტანდარტი, რომ სადაც შევდივართ, გვინდა, ძირეულად გავაკეთოთ სამუშაოები. თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებით, წყლის სისტემის გამართულობით, კეთილმოწყობითი სამუშაოებით”, – აცხადებს კალაძე. 

მეტი...

“შეწყალების თხოვნა დავწერე, მაგრამ იქ ბრალი აღიარებული არ მქონდა” – ვაჟა გაფრინდაშვილი

“შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, დაახლოებით 7 საათი იყო, მაგრამ იქ მე ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა, რაც იყო თავიდანვე”,- აღნიშნული განცხადება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მადლობა ყველას, ვნერვიულობ. არ არის გასაკვირი, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს, ექიმობა ავირჩიე, სადაც უფრო სხვას უსმენ და ნაკლებს ლაპარაკობ“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. ექიმის განმარტებით, მას პოზიცია არ შეუცვლია და რუს მესაზღვრეებსა და ცხინვალის მილიციის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ მას საქართველოს საზღვარი არ დაუტოვებია, არამედ იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. “ჩემი პოზიცია იყო პირველივე დღიდან და არც შემიცვლია და ეს ჩემი…

მეტი...

“მოხარული ვართ, რომ ბატონი გაფრინდაშვილი ახალ წელს ოჯახთან ერთად აღნიშნავს” – უკრაინის საელჩო

“საქართველოში უკრაინის საელჩო მიესალმება ყველა ქართველის და უცხოელი მეგობრების ერთიან ძალისხმევას, რამაც ექიმ ვაჟას გათავისუფლება შესაძლებელი გახადა”, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. „უკრაინის საელჩო ყველას ულოცავს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მოხარული ვართ, რომ ბატონი გაფრინდაშვილი ახალ წელს და შობის დღესასწაულს ოჯახთან და ძვირფას ადამიანებთან ერთად აღნიშნავს. საქართველოში უკრაინის საელჩო მიესალმება ყველა ქართველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი მეგობრების ერთიან ძალისხმევას, რამაც ექიმ ვაჟას გათავისუფლება შესაძლებელი გახადა“ – აღნიშნულია უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

მეტი...