პარლამენტთან დაკავებული 5 პირი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

  •  

გუშინ ღამით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბექა კოკაია, ზუკა ბერძენიშვილი, ლაშა ბურდული, ზურაბ მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ, მათი პროცესი 6 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით “თბილსერვისის” თანამშრომლებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღეს და მათ ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დადგეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის ნაწილმა კი კარვების აღება გააპროტესტეს. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.

შედეგად, პოლიციამ გუშინ ადმინისტრაციული წესით 10 პირი დააკავა, მათ შორის: ბექა ბასილაია, ზურაბ ნადირაძე, ზურაბ მჟავანაძე, ლაშა ბურდული, ზურაბ ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, გიორგი შოთაძე,რომეო ფარულავა, ნოდარ რუხაძე, გიორგი მუმლაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ათივე პირის პროცესი გადადო.

მსგავსი თემები

One Thought to “პარლამენტთან დაკავებული 5 პირი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს”

  1. Helpful information. Lucky me I discovered your web site by accident, and I’m shocked why this accident didn’t happened earlier! I bookmarked it.