„ბუნებაში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომ ამ ქვეყანაში „ნაცებმა“ გაიმარჯვონ“ – დავით ჭიჭინაძე

„როდესაც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ისინი მიდიან სხვადასხვა პროვოკაციებზე, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს და ჩვენ ეს ერთხელ ნანახი გვაქვს….“ – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრობას,“ არც ერთი საარჩევნო მოდელით, გამარჯვების შესაძლებლობა არ გააჩნია.

„როგორც ჩანს ოპოზიციას უფრო კარგი წარმოდგენა აქვს „ქართულ ოცნებაზე“, ვიდრე „ოცნებას“ საკუთარ თავზე, რადგანაც ფიქრობდნენ რომ „ოცნება“ არ დაარღვევდა დანაპირებს. რეალურად კი, ორივე პარტია, „ქართული ოცნებაც“  და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავისი განაყოფებით, აბსოლუტურად ერთნი არიან და  ერთნაირი მონდომებით იბრძვიან ამ ქვეყანაში ისეთი საარჩევნო მოდელის მიღებაზე, რომლის მეშვეობითაც გამარჯვება უნდათ. მაგრამ შემიძლია დავაწყნარო, რომ  ბუნებაში არ არსებობს ისეთი მოდელი,  რომ ამ ქვეყანაში „ნაცებმა“  გაიმარჯვონ.

ამასთან, მათ იმდენად არაადეკვატური შეხედულება აქვთ დღევანდელ რეალობაზე,  რომ ვერ აფასებენ იმ მხარდაჭერას, რომელიც საზოგადოებაში გაგაჩნიათ და მაინც  ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ. ამას კი, სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა  ძალადობა საზოგადოებაზე და ეს  მემკვიდრეობით სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუტოვა, იმიტომ რომ, მხოლოდ ასეთი კონკურენტი აწყობდათ.

რადგან ვერც „ოცნებაში“ უშვებენ ხელისუფლებიდან წასვლის ალბათობას  და ჰგონიათ, რომ მხოლოდ „ნაცებთან“ დაპირისპირება შეუზღუდავს მოსახლეობას არჩევანის საშუალებას.

მაგრამ, როდესაც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ისინი მიდიან სხვადასხვა პროვოკაციებზე, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს და ჩვენ ეს ერთხელ ნანახი გვაქვს….“ – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები