აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან – აქტივისტები მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებას აპროტესტებენ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „გაბედეს“ აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას აპროტესტებენ. 

მოძრაობა “გაბედეს” წევრები მცხეთის მერიასთან მივიდნენ და მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ფიზიკურ და სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ მოძრაობა “გაბედეს” 4 წევრი და “ქართული ოცნების” 3 მხარდამჭერი დააკავა. ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.

მცხეთის მერიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოძრაობა “გაბედეს” ორი აქტივისტი თავისა და სახის მიდამოებში მიღებული დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები