დედაქალაქში, კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, დღეს 00:00 საათიდან 3 დეკემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან – მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მსგავსი თემები