2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 %-ით ნაკლებია.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია ასახულის, იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი. ყველაზე მეტი, სამი ათასზე მეტი მოსწავლე მეათე კლასიდან გავიდა.

2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა არ შეცვლილა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.

მსგავსი თემები