,,რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა”- ირაკლი კობახიძე

,,რადიკალურ ოპოზიციას პერიოდულად აქვს წამოცდენები, ზურაბ ჯაფარიძესაც წამოსცდა, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციამ დაინახა, რომ ომის რიტორიკა არ არის მომგებიანი.

„რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ომის რიტორიკა არ არის მომგებიანი და პერიოდულად აქვთ წამოცდენები. ზურაბ ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა. ჩვენ ამ გზით ვერ წავალთ და ვერ გავყვებით მათ დღის წესრიგს. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მიზნები, ეს არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები