დაპირისპირება “ქართული ოცნების” ოფისთან – დაშავებულია ერთი პირი

“ქართული ოცნების” ოფისთან ერთმანეთს მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდა “სირცხვილიას” ერთ-ერთი წევრი. ის საპატრული პოლიციის წარმომადგენელმა ტერიტორიიდან გაიყვანა.

შეხლა-შემოხლის დროს, ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ექიმები ადგილზე უწევენ დახმარებას.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები