ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდა 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, მიხეილ გიორგაძე კლინიკიდან 4 იანვარს გაწერეს. ის ჯერ საქართველოში მკურნალობდა თუმცა, მდგომარეობის გაუარესების გამო, 21 ნოემბერს, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მსგავსი თემები