ეკა ბესელიას მოვალეობას, დროებით, მისი ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომიტეტის წევრები 14 იანვარს აირჩევენ. მოვალეობის შემცრულებელი კი კომიტეტს მანამ უხელმძღვანელებს, სანამ საპარლამენტო სესიაზე კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს არ დაამტკიცებენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგლამენტის თანახმად, როცა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ტოვებს თანამდებობას, კომიტეტის წევრები თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მის ერთ-ერთ მოადგილეს მანამ დააკისრებენ, სანამ პარლამენტი შეიკრიბება.

“დღევანდელი მდგომარეობით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა, ასევე გადადგა მისი პირველი მოადგილე, თუმცა, თავმჯდომარეს პირველი მოადგილის გარდა კიდევ ჰყავს ორი მოადგილე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ასეთ შემთხვევში, ერთ- ერთი მოადგილე მოიწვევს სხდომას და ამ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის წევრები ერთ-ერთ მოადგილეს დააკისრებენ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას. ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა კი საპარლამენტო სესიაზე მოხდება“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები