პარლამენტში ზურაბიშვილის ჩამნაცვლებელზე ჯერჯერობით გუნდში მსჯელობენ

საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ გუნდში, მთაწმინდის შუალედურ არჩევმებში მონაწილე კანდიდატებზე განხილვა მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, კანდიდატი რამდენიმეა, თუმცა, მმართველი გუნდი, ჯერჯერობით, მათ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას არ აპირებს.

„შესაძლოა, გუნდში არის სიები ან მოსაზრებები ვის წარვადგენთ კანდიდატად მთაწმინდის ოლქში, თუმცა ამას ახლა ვერ გავაჟღერებ,” – აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავარში” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, გუნდში ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის: “გუნდში, ამ ეტაპზე, მსჯელობა არ ყოფილა ვინ იქნება მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. როცა კანდიდატზე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააჟღერებს. ამ ეტაპზე, საჯაროდ გამოსაქვეყნებელი პოზიცია არ გვაქვს,” -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთს, რომ თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე, აპრილში ჩატარდება. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტ ატი იყო.

მსგავსი თემები