,,არ მომიცია შენთვის ხმა, არც გილოცავ”- ანა ნაცვლიშვილი ლევან იოსელიანს

,,ლევან იოსელიანი, არ მომიცია შენთვის ხმა, არც გილოცავ,”- ამის შესახებ ”ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანს მიმართავს და ელის, რომ იოსელიანი, როგორც სახალხო დამცველი აქციაზე მოქალაქეებთან ერთად დადგება.

,,მოგმართავ საჯაროდ – ველი შენს განცხადებას ახლა პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონის ქურდულ განხილვაზე, საერთაშორისო არენაზე განგაშს და ველი რომ სახალხო დამცველი დადგები დღეს აქციაზე მოქალაქეებთან ერთად!,”- წერს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი  96 ხმით დაუჭირა.

მსგავსი თემები