„უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს, რომ გუნდი შენარჩუნდეს“ – გურამ მაჭარაშვილი

“პოლიტიკურ ცხოვრებაში გუნდური თამაშის წესების შესრულება მნიშვნელოვანია. კარგია, როცა განსხვავებული აზრი არსებობს, თუმცა, ამ პოზიციების გაჟღერება გუნდში, წესების შესაბამისად უნდა მოხდეს. შემდეგ, გუნდურად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულებაც“ – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეტა.

დეპუტატის შეფასებით, უმრავლესობის სხდომაზე სავარაუდოდ ეკა ბესელიას საკითხიც განიხილება, თუმცა, დღის წესრიგში კონკრეტულად რა საკითხები მოხვდება, მისთვის უცნობია.

“პოლიტიკურ პარტია “ქართული ოცნებას” ჰყავს თავისი ხელმძღვანელობა, მისი გადაწყვეტილებით, როდესაც უმრავლესობის სხდობა ჩაინიშნება, ყველა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. წინასწარ არ შემიძლია ვთქვა, უმრავლესობის სხდომაზე განსახილველად რა საკითხები ჩაინიშნება. პოლიტიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი შენარჩუდეს და არცერთი ადამიანი არ იყოს უკმაყოფილო“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა „მთავარში“.

მსგავსი თემები