პარტნიორების მხრიდან ვეჯახებით დოგმატიზმის ყრუ კედელს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ უცხოელი პარტნიორების მხრიდან ვერ ისმენენ არგუმენტებს თემაზე, თუ რატომ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. მისი თქმით, ამ და სხვა საკითხებზე მსეჯლობისას ეჯახებიან ,,დოგმატიზმის ყრუ კედელს”. ,,მთავარ გაკვირვებას იწვევს შემდეგი რამ, როდესაც დახურულ კარს მიღმა ვსაუბრობთ რაღაც საკითხებზე, თუნდაც კანონპროექტი იქნება, თუ სხვა საკითხები, ვსაუბრობთ და იქ მსჯელობის დროს რაიმე კონტრარგუმენტი ჩვენ არ გვესმის, პირიქით, დათანხმებაც არის ხოლმე საკითხებზე, მაგრამ შემდეგ, საჯაროდ კომენტირებისას სხვა პოზიციები ჟღერდება, ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ამიტომ თუ კი არის სურვილი მონაწილეობისა ქართულ შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში და კანონპროექტების…

მეტი...

უკრაინაში მებრძოლ ქართველ სნაიპერზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა და დაუსწრებლად ,,დააკავა”

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე, სნაიპერ გიორგი გელაშვილზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა და დაუსწრებლად, ,,ექსტრემიზმისთვის” პატიმრობა მიუსაჯა. ,,რუსმა გამომძიებლებმა გამოსცეს დადგენილება 2002 წელს დაბადებული გეორგი ბესიკის ძე გელაშვილის შესახებ, რომელიც წინასწარი გამოძიების ორგანოებს ემალება. მას სიძულვილის დანაშაულებსა და დაქირავებულ მებრძოლობაში ედება ბრალი.გამოძიებამ სასამართლოს დაუსწრებლად პატიმრობის მოთხოვნით მიმართა”, – წერს რუსული მედია. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ TASS-ს დაუდასტურა, რომ გელაშვილს პატიმრობა მიესაჯა. როგორც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, გელაშვილის დაუსწრებლად დაკავების ვადის ათვლა დაიწყება რუსეთის ტერიტორიაზე მისი ექსტრადირების, ან რუსეთის ფედერაციაში დაკავების მომენტიდან. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაში შევიდა, დასძინა სასამართლომ. იქამდე, ბასმანის…

მეტი...

არა რუსულ კანონს! – პარლამენტთან პროტესტი განახლდა

საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყველა, ვინც მზად არის წინ აღუდგეს რუსულ კანონს. ,,ოცნების” პარლამენტი რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვას პლენარულ სესიაზე სწორედ დღეს, დღის მეორე ნახევარში გეგმავს. აქციის მონაწილეები ამჟამად პარლამენტის უკან იმყოფებიან, საღამოს 19 საათიდან კი პროტესტი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

მეტი...

დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში – პაპუაშვილი

დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, – თქვა პარლამენტის თავმდჯომარე, შალვა პაპუაშვილმა. მას ჰკითხეს გუშინ პრემიერსა და აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ელოდება თუ არა მათი მხრიდან პოზიციის ცვლილებას რუსულ კანონზე. ,,ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როცა პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც მე ჩემი წუხილები მაქვს, რომ სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, რაც გარკვეულწილად გასაგებია, ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი სამყაროს, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე, ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძული…

მეტი...

როგორ უნდა აღიქვას ვინმემ საქართველოს მთავრობა სერიოზულად – ჰამილტონი

,,როგორ უნდა აღიქვას ვინმემ საქართველოს მთავრობა სერიოზულად, როდესაც მათი კრიტიკა მიმართულია მხოლოდ დასავლეთის ინსტიტუტებისკენ და არა რუსეთისკენ”, – ამის შესახებ ბრიტანელმა ანალიტიკოსმა, დანიელ ჰამილტონმა X-ზე დაწერა. ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომლებიც დღითიდღე უფრო მეტად ეშვებიან პრორუსულ უფსკრულში, ძალიან უყვართ იმის გახსენება, თუ რა საშინელება ხდებოდა სააკაშვილის დროს. დიახ, ის ნამდვილად არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მე მაშინ არ შემიმჩნევია პრორუსული კანონმდებლობა პარლამენტის დარბაზში. ყველაფერი, რასაც მე ვხედავდი, იყო ნამდვილი პროდასავლური პოლიტიკა. ბოლო განცხადება თბილისის მერ კახა კალაძისგან, რომელიც პროდასავლელად ითვლება. როგორ უნდა აღიქვას ვინმემ საქართველოს მთავრობა სერიოზულად, როდესაც მათი კრიტიკა მიმართულია მხოლოდ…

მეტი...

პაპუაშვილის აზრით, სწორია, რომ ონლაინმედიას პარლამენტში არ უშვებს

,,ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომლის ბრძანების საფუძველზეც მეორე დღეა საკანონმდებლო ორგანოში ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ უშვებენ. ,,17 ტელევიზიის 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს პარლამენტის შენობაში. რაც შეეხება ონლაინმედიას, თქვენ გუშინ ნახეთ, ჯერ მანამდე ნახეთ, ბიუროს სხდომა როცა იყო, როდესაც ონლაინ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა, გაშალა პლაკატი. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ზუსტად ეს ადამიანები, ამ მედიის წარმომადგენლები, მათი მიზანი შემოსვლის იყო პროტესტის გამოხატვა, მათ კიდევაც ჰქონდათ დამზადებული პლაკატები ნახეთ, რომ წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კალანდარიშვილსა და ცესკოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს მოუსმინა. თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს წევრობის 3 კანდიდატს – მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

მეტი...

პაპუაშვილის თქმით, რუსულ კანონს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანენ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონი დღეს გავა პლენარულ სხდომაზე. გუშინ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ვერ მიიღეს არგუმენტირებული პასუხი რატომაა კანონი რუსული და ერთადერთი, რაც მოისმინეს იყო ,,იმიტომ, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს”. ,,ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. მითუმეტეს, როდესაც იქაც სხვა კი არ არის, როცა ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით რატომ, რატომ არ უნდა იქნას ეს კანონი მიღებული, გვეუბნებიან იმიტომ რომ თქვენთან…

მეტი...

,,ჰეი მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ?” – ზარქუას მორიგი მიმართვა აშშ-ის სახ.დეპის სპიკერს

,,მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ?”, – ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” დეპტუატი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახ.დეპის სპიკერის გუშინდელ განცხადებას: ,,ჰეი მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ? რაზეა საუბარი, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ, დღემდე ვლოდებით კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით. შეგახსენებთ ერთ ქეისს კიდევ დასანქცირებულის, მოსამართელ ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოპარა რ2-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტური, ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს…

მეტი...

შსს მშვიდობიან მანიფესტაციას უსაფუძვლოდ აცხადებს უკანონოდ – GDI

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აცხადებს და იქ მყოფ ადამიანებს დაშლისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით: ,,პოლოციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა და მათ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის, სპეციალური ძალისა და საშუალებების გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ ამ ეტაპიდანვე უკანონოდ აქცევს. მოვუწოდებთ პოლიციას შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, უარი თქვას პარლამენტთან მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე, შეწყვიტოს აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება”, – აცხადებს ორგანიზაცია.

მეტი...

აქციაზე 14 პირია დაკავებული – შსს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 14 პირია დაკავებული. გომელაურის უწყების განცხადებით, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა…

მეტი...

უფასო იურიდიული დახმარება აქციაზე დაკავებულებისთვის – ცხელი ხაზი

არასამთავრობო ორგანიზაციები აქციაზე დაკავებულ პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577 07 05 63

მეტი...

,,რადგან ჯერ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ შედეგებზე” – სახდეპის მორიგი განცხადება რუსულ კანონზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს: ,,ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, ხელს შეუშლის, მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მეტი...

კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში – კრამონი

კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატობას, – წერს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ,,ოცნების” რუსულ კანონზე. ის გუშინდელ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს რუსული სტილით მოხდა. ,,ევროპარლამენტის პოზიცია ,,ქართული ოცნების” რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მეტი...

ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შეეზღუდევაბთ შენობაში შესვლა. საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვებენ ონლაინმედიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. მსგავსი რამ მოხდა გუშინაც, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონი პირველი მოსმენით განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს. ,,დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”, – წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

პარლამენტთან აქცია 12:00-ზე განახლდება

რუსთაველის გამზირზე  აქცია გვიან დასრულდა. პარამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია 12:00 საათიდან განახლდება.  

მეტი...

პარლამენტში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...