,,ჰეი მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ?” – ზარქუას მორიგი მიმართვა აშშ-ის სახ.დეპის სპიკერს

,,მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ?”, – ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” დეპტუატი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახ.დეპის სპიკერის გუშინდელ განცხადებას:

,,ჰეი მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ? რაზეა საუბარი, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ, დღემდე ვლოდებით კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით. შეგახსენებთ ერთ ქეისს კიდევ დასანქცირებულის, მოსამართელ ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოპარა რ2-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტური, ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს და ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეს და მისი ოჯახის წევრებს”, – აღნიშნა ზარქუამ.

მსგავსი თემები