კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში – კრამონი

კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატობას, – წერს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ,,ოცნების” რუსულ კანონზე. ის გუშინდელ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს რუსული სტილით მოხდა.

,,ევროპარლამენტის პოზიცია ,,ქართული ოცნების” რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები