100 დღიანი ხველა სხვადასხვა ფაზებით – რითი გამოვიცნოთ ყივანახველა

იშვიათი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაბალი ტემპერატრა – ინფექცია, რომელსაც 2 კვირის განმავლობაში ექიმებიც კი ვერ ხვდებიან, რომ ყივანახველაა. ორი კვირის შემდეგ კი კლასიკური სიმპტომები იწყება, რომელიც შეტევით გრძელება.

„ტიპიური შეტევები იწყება დაავადების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. შეტევითი ხასიათის სპაზმური ხველა, დამახასიათებელი ყივილის მსგავსი ხმიანობით. შეტევების რაოდენობა ყოველდღე მატლობს და სრულდება ღებინებით. შეტევის პერიოდში ბავშვი სახეზე წითლდება და შესაძლებელია, თვალებზე სისხლჩაქცევებიც გაჩნდეს. დღეისათვის არ არსებობს ყივანახველას შეტევის შემამსუბუქებელი არცერთი ეფექტური მედიკამენტი. ყივანახველას ხშირად ეძახიან 100 დღიან ხველას. ამიტომ 100 დღის განმავლობაში შეიძლება ხველა გაგრძელდეს თავისი ფაზებით: საწყისი ფაზა, აქტიური მზვავე ფაზა, შემდეგ ჩამთავრების ფაზა, მაგრამ ეს ხანგრძლივობა ერთ-ერთი მთავარია, რაც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს“ – აღიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ვაქცინაცია წარმოადგენს ერთადერთ ეფექტურ საშუალებას ამ დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით.

მსგავსი თემები